ჩვენ შესახებ
„ფემეა“ არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც ქალთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის საკითხებზე 2021 წლიდან მუშაობს.
საზოგადოების არაჯანსაღი კულტურული მახასიათებლების აღმოფხვრისა და ცნობიერების ამაღლების ერთ-ერთი მთავარი საშუალება ინფორმაციის ხელმისაწვდომობაა. სწორედ ამიტომ შეიქმნა Femea.ge, სადაც ეტაპობრივად განთავსდება ქართულად, მარტივი და გასაგები ენით დაწერილი სანდო და გადამოწმებული ინფორმაცია ქალების მენტალურ, ფიზიკურ და სექსუალურ-რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე, სექსუალობაზე, ურთიერთობებსა და უსაფრთხოებაზე — ყველა იმ საკითხზე, რომელიც ქალების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას განაპირობებს.
ჩვენი გუნდი
ვერო მელუა
თანადამფუძნებელი
ვერო ფემინისტი აქტივისტი, „ფემეას“ თანადამფუძნებელი და დირექტორია. ის ბავშვობიდანაა ჩართული აქტივიზმში და 2021 წლიდან ქალთა ინფორმაციულ გაძლიერებაზე მუშაობს.
მისი ინტერესის სფეროებია: ქალთა სექსუალურ-რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები, ძალადობის გენდერული ასპექტები, ქალთა შრომა და მათი ჩაგვრის გენდერული მიზეზები როგორც შრომით ბაზარზე, ისე შინ და ზრუნვითი შრომის თვალსაზრისით.
შოთა ფუტკარაძე
თანადამფუძნებელი
შოთა ფემინისტი აქტივისტი და „ფემეას“ თანადამფუძნებელია. ის უკვე 10 წელია, ქართული ინტერნეტ-სივრცის გამდიდრებისა და ონლაინ-განათლების მიმართულებით მუშაობს, არის მთარგმნელი და რედაქტორი.
მისი ინტერესების სფეროებია: გენდერი, სექსუალობა და სექსუალურ-რეპროდუქციული ჯანმრთელობა, ქალთა და ქვიარ თემის უფლებები.
მეგი ქვეითაია
თანადამფუძნებელი
მეგი ფემინისტი აქტივისტი და „ფემეას“ თანადამფუძნებელია. ის აქტივიზმში აქტიურად 2021 წლიდან ჩაერთო, თუმცა მანამდე ქალთა უფლებების შესახებ წიგნების გამოცემის პროცესში მონაწილეობდა.
მისი ინტერესების სფეროებია: ქალთა ფიზიკური და სექსუალურ-რეპროდუქციული ჯანმრთელობა, გენდერი და ქალების უფლებები.
ინგა ღოღობერიძე
ბლოგერი
ინგა ფემინისტი აქტივისტი და „ფემეას“ ბლოგერია. მუშაობს ძალადობაგამოვლილი ქალების გაძლიერების მიმართულებით.
მისი ინტერესის სფეროებია: ქალთა უფლებები, ძალადობის გენდერული ასპექტები, განათლების როლი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის პროცესში და შრომითი უფლებები, განსაკუთრებით გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია შრომით ბაზარზე.
გალა სანდული
ფინანსური მენეჯერი
გალა „ფემეას“ ფინანსური მენეჯერია. ბოლო 30 წელია დაკავებულია ბუღალტრული საქმიანობით. 1994 წლიდან თანამშრომლობს სხვადასხვა არასამეწარმეო იურიდიულ პირებთან.
გალა ყოველთვის იცავს დასაქმებულთა ინტერესებს და მისთვის მთავარია, ადამიანმა მიიღოს სწორი და სრული ინფორმაცია მის უფლებებზე და იყოს დაცული ჩაგვრისგან ნებისმიერი ნიშნით.
ჩვენი მიზნები
ორგანიზაციის საქმიანობისა და პლატფორმის მთავარი დანიშნულება ქალთა თემის ინფორმაციით გაძლიერებაა.
სწორედ ამიტომ, ჩვენი მიზნებია:
- ქალების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ცნობიერების ამაღლება, როგორებიცაა მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობა, სექსუალობა და სექსუალურ-რეპროდუქციული ჯანმრთელობა, სექსი, ურთიერთობები და ძალადობა;
- თანამედროვე მედიცინასთან, სტანდარტებსა და მსოფლმხედველობასთან შესაბამისი საინფორმაციო სივრცის შექმნა;
- ქვიარ და შშმ ქალების საჭიროებებსა და გამოწვევებზე ინფორმაციის გავრცელება;
- კვლევების, სემინარებისა და ტრენინგების ჩატარება. ასევე სამეცნიერო, საგანმანათლებლო და საინფორმაციო საქმიანობის განხორციელება.