-
პირველ რიგში, თავად ოჯახში ძალადობის მსხვერპლმა უნდა იცოდეს, რომ მას აქვს უფლება, არ სურდეს პოლიციაში განცხადების გაკეთება და ჩვენ, ყველა, მხარს დავუჭერთ და დაველოდებით იმ დროს, როდესაც ის შეძლებს, იპოვის ძალას, რომ პოლიციაში გააკეთოს განცხადება. მაგრამ, სანამ ეს მოხდება, დავიცავთ მის უსაფრთხოებას.
მსხვერპლს აქვს უფლება, არ სურდეს პოლიციაში განცხადების გაკეთება.
-
ოჯახში ძალადობის მსხვერპლს ყოველთვის შეუძლია მოითხოვოს სერვისები. მათ შორის, თავშესაფარი, უფასო ადვოკატი, სოციალური მუშაკი, ფსიქოლოგი ისე, რომ არ არის აუცილებელი სამართალდამცავებს მიმართოს. აგრეთვე გვყავს სახალხო დამცველი, რომელიც ყოველთვის უნდა ჩაერთოს და ერთვება, თუ სახელმწიფო არ აძლევს (მსხვერპლს სერვისებს) თუნდაც პოლიციაში მიმართვის გარეშე. და ყოველთვის არის არასამთავრობო სექტორი, რომელიც ასევე ერთვება, თუ სახელმწიფო ვერ ასრულებს თავის მოვალეობას. და რა თქმა უნდა მსხვერპლის ახლობლები. ანუ, მსხვერპლის მეგობრები, ახლობლები, მხარდამჭერი წრე არის გადამწყვეტი, რომ ეს რესურსები მსხვერპლმა მაქსიმალურად გამოიყენოს.
მსხვერპლს ყოველთვის შეუძლია მოითხოვოს სერვისები: თავშესაფარი, უფასო ადვოკატი, სოციალური მუშაკი, ფსიქოლოგი.
-
ჩვენ არასდროს არ ვიცით რა მოხდება ციხიდან გამოსვლის შემდეგ. მაგრამ მეტად ვიცით, რა მოხდება, თუ თავს არ დავიცავთ. ანუ, ძალადობა არ შეწყდება მოთმენით. ძალადობა მძიმდება, ღრმავდება და უფრო და უფრო ართულებს ცხოვრებას. ანუ ეს ნამდვილად მოხდება, თუ დახმარებას არ მოვითხოვთ. ციხიდან გამოსვლის შემდეგ რა მოხდება, დამოკიდებულია იმაზე, თუ მსხვერპლი რამდენად გაძლიერდება მანამდე, დამოუკიდებელი გახდება, შეძლებს მხარდამჭერებისთვის მიმართვას, მობილიზებას…
ძალადობა არ შეწყდება მოთმენით. ძალადობა მძიმდება, ღრმავდება და უფრო და უფრო ართულებს ცხოვრებას.
-
ბავშვებს არ სჭირდებათ ძალადობა და მშობელი, რომელიც არის მოძალადე, ის ვეღარ მშობლობს. მშობლობა გამორიცხავს ბავშვისთვის ძალადობის ჩვენებას და ბავშვისთვის ძვირფას ადამიანზე ძალადობას. ამ წუთში შეტყობინებაზე უარი ნიშნავს ბავშვის დატოვებას ძალადობაში.
მშობელი, რომელიც არის მოძალადე, ვეღარ მშობლობს. შეტყობინებაზე უარი ნიშნავს ბავშვის დატოვებას ძალადობაში.
-
ძალადობა არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება გამართლდეს არც დასჯით, არც აღზრდით, არც დახმარების სურვილით. შესაბამისად, თუ დასჯაში ძალადობას ვგულისხმობთ, უბრალოდ შეუძლებელია, რომ ეს იყოს დაშვებული იმიტომ, რომ ეს არის ყველაფერი უარყოფითი, რაც შეიძლება გავაკეთოთ.
ძალადობა არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება გამართლდეს. თუ დასჯაში ძალადობას ვგულისხმობთ, შეუძლებელია, რომ ეს დაშვებული იყოს.
► თუ ხართ ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ან იცით ასეთი ფაქტის შესახებ, მიმართეთ:
-
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს „ცხელ ხაზს“ — 15 05;
-
ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო „ცხელ ხაზს“ — 116 006;
-
საგანგებო და გადაუდებელი დახმარების სამსახურს — 112
-
უფლებადამცველ ორგანიზაციას „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)“ — 032 2 33 13 56
-
უფლებადამცველ ორგანიზაციას „საფარი“ — 0322 30 76 03, 599 40 76 03
ვიდეოგრაფი: ტბელ აბუსერიძე
მონტაჟი: ანი ჯაფარიძე
სცენარისტი: ვერო მელუა
♦ გადაღებისთვის სტუდია დაგვითმო Enigma Media-მ.
♦ ვიდეო მომზადებულია ფონდის „Urgent Action Fund“ ფინანსური მხარდაჭერით.