Facebook Script

ჩემი ამბავი აფხაზეთიდან


2024 წლის 27 სექტემბრიდან „ფემეას“ პლატფორმა გიმასპინძლებთ ციფრულ გამოფენაზე, სადაც საზოგადოებას მშვიდობიანი, რუსული ოკუპაციისგან დაზარალებული მოქალაქეების ისტორიებს გავაცნობთ აფხაზეთიდან.

გამოფენა იქნება განგრძობადი და მონაწილეობის მსურველებს საკუთარი ფოტოისტორიის ჩვენთვის გამოგზავნა ამ ბმულზე შეუძლიათ.

გამოფენისთვის მუსიკა გენერირებულია Suno AI-ს დახმარებით.

ჩემი ამბავი აფხაზეთიდან

მასალები დევნილობის გამოცდილებაზე

ირინა, კოტუა, პორტრეტი, დევნილი, ქალი, აფხაზეთი, დევნილობა, ომი

ირინა კოტუა — ჩემი პორტრეტი

აფხაზეთიდან დევნილი ქალის პორტრეტი — „ირინა კოტუა, პირველ რიგში, არის ქალი. მეუღლე, დედა, და, მეგობარი. დილის ყავით, სიგარეტით და მთელი დღე განვლილ ცხოვრებაზე ფიქრით“

კაფე, ამრა, აფხაზეთი, ომი, დევნილი, დევნილობა

მოგონებები კაფე „ამრაზე“ აფხაზეთში [ვიდეო]

ფილმში გიორგი ლეკიშვილი (ნინიკოს მამა) საუბრობს თავისი ახალგაზრდობის შესახებ და იხსენებს მოგონებას, რომელიც უკავშირდება ყველასთვის საყვარელ კაფე „ამრას“ სოხუმში. „ამრა“ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თავშეყრის ადგილი იყო. სამწუხაროდ, ის დღეს აღარ ფუნქციონირებს.

ჩვენ, ფემეა, დევნილი, ქალები

„ჩვენ“: დევნილი ქალები — ეპიზოდი 1 [ვიდეო]

„ფემეას“ ახალი ვიდეოების სერიის პირველი ეპიზოდი: დევნილი ქალების სამი სხვადასხვა თაობა, სხვადასხვა გამოცდილებებითა და ისტორიებით საუბრობენ ერთმანეთთან, აზიარებენ მოსაზრებებსა და ემოციებს და კიდევ უფრო უახლოვდებიან ერთმანეთს.

დევნილი, ქალები, აფხაზეთი, ომი, devnili, qalebi, afxazeti, omi

დევნილი ქალები ომამდე და ომის დროს: ტკივილი, ბრძოლა და გადარჩენა

სტატია ეფუძნება კვლევას, რომელიც აფხაზეთის ომში გადარჩენილი ქალების ისტორიებს ასახავს. მათ გამოცდილებებს, ტკივილსა და ბრძოლას, რომლებიც დღემდე არ ისმის საჯარო დისკუსიებში. გაიგეთ, როგორ გადაიტანეს ომი, როგორ იცავდნენ საკუთარ ოჯახებსა და რა გამოწვევების წინაშე დგანან დღეს.

დევნილი, ქალები, აფხაზეთი, ომი, devnili, qalebi, afxazeti, omi

დევნილი ქალები ომის შემდეგ: ახალი ცხოვრება ტვირთითა და იმედით

სტატია ასახავს აფხაზეთის ომის შედეგად დევნილი ქალების ცხოვრებას, მათ ბრძოლას სტიგმის, სიღარიბისა და განსაცდელების წინააღმდეგ. გაიგეთ, როგორ გადაიტანეს ომის შემდეგი წლები დევნილმა ქალებმა, როგორ იბრძოდნენ გადარჩენისთვის და რა იმედით უყურებენ მომავალს.

აფხაზეთი, ომი, დევნილი, ქალები, კვლევა, ფემეა, afxazeti, omi, denvili, qalebi, kvleva, femea

კვლევა: აფხაზეთიდან დევნილი ქალების ცხოვრებისეული ისტორიები

საქართველოს უახლესი ისტორიის ფემინისტური კვლევა – აფხაზეთის ომი ქალების პერსპექტივიდან. კვლევა მოიცავს 15 სიღრმისეულ ინტერვიუს დევნილ ქალებთან, რომლებიც განმარტავენ კონფლიქტის გავლენას, ტრავმის გადალახვის გზებსა და ისტორიულ ნარატივებში ქალების გამოცდილების ნაკლებობას.

study, abkhazia, women, internally, displaced, war

Study: Life Stories of Internally Displaced Women from Abkhazia

A Feminist Study of Georgia's Recent History – The Abkhazian War from Women's Perspective. The research includes 15 in-depth interviews with displaced women, highlighting the impact of the conflict, ways of overcoming trauma, and the lack of women's experiences in historical narratives.