„ფემეას“ ახალი ვიდეოების სერიის პირველი ეპიზოდი: დევნილი ქალების სამი სხვადასხვა თაობა, სხვადასხვა გამოცდილებებითა და ისტორიებით საუბრობენ ერთმანეთთან, აზიარებენ მოსაზრებებსა და ემოციებს და კიდევ უფრო უახლოვდებიან ერთმანეთს.
ვერო, თამუნა და ნათელა აფხაზეთიდან დევნილი ქალები არიან, რომლებიც საუბრობენ რუსული ოკუპაციის შედეგად მიღებულ ტრავმაზე, ბრაზსა და იმედგაცრუებაზე.
ვიდეო შექმნილია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, პროეტის „ერთიანი საქართველო ევროპისათვის“ ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია „ფემეა“ და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს“.