Facebook Script

როგორ გავაკეთოთ კუნილინგუსი, ანუ „კუნი“? — ტექნიკა და რჩევები

კუნილინგუსი — იგივე „კუნი“ ან ორალურ-ვაგინალური სექსი — შეიძლება წარმოუდგენლად სასიამოვნო იყოს როგორც მისი მიმღებისთვის, ისე გამცემისთვის, თუკი ორივენი კომფორტულად და თავდაჯერებულად გრძნობენ თავს.

ამ სტატიაში გაიგებთ, როგორ გახადოთ კუნილინგუსი უფრო სასიამოვნო გამოცდილება თქვენთვის და თქვენი პარტნიორისთვის.

რა არის კუნილინგუსი, იგივე „კუნი“?

მარტივად რომ ვთქვათ, კუნილინგუსი არის ორალური სექსის ფორმა, რომლის დროსაც პარტნიორებს შორის სექსუალური სტიმულაციის მისაღებად ან გასაცემად გამოიყენება ერთი პარტნიორის პირი და ენა მეორე პარტნიორის ვულვაზე ან ვაგინაზე. ეს შეიძლება მოიცავდეს წოვას, ლოკვას, ენით ზელას, მსუბუქ კბენასა და მრავალ სხვა რამეს.

► რა არის „ვულვა“? — ვულვა მდედრობითი სქესის გარე სასქესო ორგანოების ერთობლიობაა. როგორც წესი, ადამიანების უმეტესობა „ვაგინის“ ხსენებისას სწორედ ვულვას გულისხმობს. სინამდვილეში, ვულვა მოიცავს ბოქვენს, კლიტორს, დიდ და მცირე სასქესო ბაგეებს, ვაგინის შესასვლელს და საქალწულე აპკს.

► იხილეთ აგრეთვე: ვულვა, ანუ ქალის გარე სასქესო ორგანოები — რა უნდა ვიცოდეთ?

კუნილინგუსის მოკლე სახელმძღვანელო

როგორ დავიწყო კუნი?

პენეტრაციული („შემღწევი“) სექსის მსგავსად, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია ხანგრძლივი პრელუდია — ინტიმური ფიზიკური სიახლოვის აქტი, რომელიც წინ უძღვის სექსს და შეიძლება მოიცავდეს კოცნას, მოფერებას, ეროტიკულ მასაჟსა და სექსუალური ფანტაზიების გაზიარებას.

შეგიძლიათ, დაიწყოთ ტუჩებში ან ყელზე კოცნით, შემდეგ კი ნელ-ნელა ჩაუყვეთ სხეულს ქვემოთ. ამგვარად, თქვენ შეძლებთ ისეთი ეროგენული ზონების დაფარვას, როგორებიცაა ყურები, თითები, ძუძუსთავები, ჭიპი, მუცლის ქვედა არე და ბარძაყების შიდა ნაწილი.

► თუკი ზუსტად არ იცით, რამდენ ხანს უნდა გააგრძელოთ ეს, სანამ ორალურ სექსზე გადახვალთ, პატარა რჩევა: პრელუდია გააგრძელეთ იმაზე სამჯერ მეტხანს, ვიდრე ერთი შეხედვით გგონიათ, რომ საჭიროა.

ვულვის მქონე ადამიანების უმეტესობას საზოგადოებისა და კულტურის გავლენით დასწავლილი აქვს, რომ მათი ვულვა ბინძური ან ულამაზოა. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორის სხეული დააფასოთ და ეს სიტყვიერად გამოხატოთ, რათა მისი თავდაჯერება და კომფორტი გაიზარდოს. ლამაზია? კარგი სუნი აქვს? ერთი სული გაქვთ, როდის გასინჯავთ? — უთხარით პარტნიორს ეს.

► ვულვა ადამიანის სხეულის ბუნებრივი ნაწილია და მას ისევე სჭირდება მოვლა, როგორც სხეულის ნებისმიერ სხვა ნაწილს. თუკი საკუთარი ვულვის სუნზე დარდობთ, მიიხეთ შხაპი ინტიმურ სიახლოვემდე. თუმცა, ვულვის ბუნებრივი სუნი სრულიად ნორმალურია და ის არ უნდა გახდეს სირცხვილის ან მორიდებულობის მიზეზი.

პოზას მნიშვნელობა აქვს?

კუნილინგუსისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პოზაა მისიონერული ორალი — როდესაც პარტნიორი ზურგზე წევს, თქვენ კი მის პირისპირ ხართ, ფეხებს შორის.

თუკი ეს პოზა არაკომფორტულია თქვენი კისრისთვის, შეგიძლიათ, პარტნიორს თეძოს ქვემოდან ბალიში ამოუდოთ, რათა ის ოდნავ წამოიწიოს, ან შეგიძლიათ მას სთხოვოთ, საწოლის კიდესთან წამოჯდეს, თქვენ კი საწოლის გარეთ ჩაიმუხლოთ მის წინ. ასევე, კარგია მენჯის დახრილობის ირგვლივ ექსპერიმენტირება, რამაც შეიძლება შეცვალოს სტიმულაციის კუთხე და უკეთესი შეგრძნებები გამოიწვიოს.

კუნილინგუსისთვის შესაფერის პოპულარულ პოზებს შორისაა ასევე:

  • სახეზე ჯდომა (ე.წ. „ფეისსიტინგი“; ინგლ; Facesitting) — როდესაც თქვენ ზურგზე წევხართ, პარტნიორი კი თქვენს სახეზეა „წამომჯდარი“;

  • პოზა 69 — როდესაც ერთმანეთის საპირისპირო მიმართულებით (თავი პარტნიორის ფეხებისკენ და პირიქით) ერთი პარტნიორი მეორის ზემოდანაა მოთავსებული; ასევე გვერდული 69 — ერთმანეთის გვერდიგვერდ ფერდებზე მწოლი პარტნიორები, კვლავ საპირისპირო მიმართულებით.

► ნებისმიერი პოზის შემთხვევაში, მთავარია, დარწმუნდეთ, რომ ორივენი კომფორტულად ხართ მოთავსებული, რათა პროცესისგან შესაბამისი სიამოვნება მიიღოთ.

ტანსაცმლით თუ ტანსაცმლის გარეშე?

საცვლის გარედან პარტნიორთან წათამაშება და ნაკერების კვალდაკვალ კოცნა სექსუალურია. თუკი თქვენი პარტნიორის კლიტორი ძალიან მგრძნობიარეა, შესაძლოა, მას ასე ერჩივნოს კიდეც.

თუმცა, სავარაუდოდ, საბოლოოდ ორივეს მოგინდებათ საცვლის გზიდან ჩამოშორება, ამისთვის კი შეგიძლიათ, ჰკითხოთ „შეიძლება/გინდა, გაგხადო?“ ან „მზად ხარ/გინდა, შენი გემო გავსინჯო?“

როცა პარტნიორის თანხმობას მიიღებთ, შეგიძლიათ, სექსი საცვლების გარეშე გააგრძელოთ.

► თუმცა, მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ თანხმობა არ არის სტატიკური — პარტნიორს ნებისმიერ მომენტში შეუძლია აზრის შეცვლა. თუკი პროცესში იგრძნობთ, რომ მას დისკომფორტი აქვს, უმჯობესია შეეკითხოთ: „გავაგრძელო?“ ან „ეს კომფორტულია შენთვის?“

► იხილეთ აგრეთვე: თანხმობა — ის, რაც აუცილებლად უნდა ვიცოდეთ

ენას რა ვუყო?

კუნილინგუსი ისეთი აქტივობა არ არის, რომელსაც წესების ერთი, ყველაზე მორგებული ნაკრები აქვს. სცადეთ სხვადასხვა რიტმი, მიწოლის ძალა, პოზიცია და მოძრაობა, რათა იპოვოთ ის, რაც ყველაზე მეტად მოსწონს თქვენს ამჟამინდელ პარტნიორს. დაიწყეთ უფრო ვრცელი, ნაზი ზეწოლით, შემდეგ კი სიტუაციისამებრ გააგრძელეთ.

შესაძლო საცდელ ტექნიკებს შორის შეიძლება იყოს ენის შემდეგი მოძრაობები:

ზემოთ-ქვემოთ — ენის მოძრაობა მთელი ვულვის გასწვრივ, საშოს შესასვლელიდან კლიტორამდე და პირიქით. ამისთვის ენა იქონიეთ ბრტყელ მდგომარეობაში და ნელა აუსვით ის ვულვას ქვემოდან ზემოთ და პირიქით. ცვალეთ მოძრაობების ინტენსიურობა — მსუბუქი მოძრაობები აღსაგზნებად და უფრო ძლიერი, მიმწოლი მოძრაობები სტიმულაციის გასაძლიერებლად. შეგიძლიათ ცვალოთ მოძრაობების დიაპაზონიც, მაგალითად, დაიწყოთ ვულვის მთლიან სიგრძეზე, შემდეგ კი გადახვიდეთ მხოლოდ კლიტორზე. პარალელურად ასევე შეგიძლიათ მსუბუქად შეასუნთქოთ სველ კანს, რაც პარტნიორისთვის სასიამოვნო კონტრასტს შექმნის.

  • ეს ტექნიკა იდეალური სტიმულაციის დასაწყებად;

  • მასთან ერთად შეიძლება მიწოლის სიძლიერის ცვლილებაც — მიწოლის ძალის გაზრდა ვულვის ზედა ნაწილში, კლიტორთან, ქვემოთ კი მოდუნება;

  • თუკი პარტნიორი თქვენთან ერთად რიტმში დაიწყებს თეძოს მოძრაობას, გააგრძელეთ, ეს კარგის ნიშანია!

► გაითვალისწინებით, რომ მგრძნობელობის მთავარი უბანი კლიტორი და კლიტორის ჩუჩაა, ხოლო უშუალოდ საშოს შესასვლელთან კონტაქტს შეიძლება დიდი ეფექტი არ ჰქონდეს, ამიტომ ამ ადგილზე დიდად ნუ ფოკუსირდებით და აქცენტი კლიტორზე გააკეთეთ.

წრიულად, საათის ისრის მიმართულებით — ენის მოძრაობა კლიტორის და კლიტორის ჩუჩის ირგვლივ, წრიულად, ერთი (საათის ისრის) მიმართულებით. თავიდან დაიწყეთ უფრო ვრცელი წრეებით, შემდეგ კი ნელ-ნელა შეამცირეთ წრის რადიუსი, სანამ საბოლოოდ მხოლოდ კლიტორზე არ ფოკუსირდებით. შეგიძლიათ ცვალოთ მიწოლის ძალა — უფრო ძლიერად მიაწვეთ ენის წვერით მაშინ, როდესაც წრის ზედა ნაწილში იქნებით, შემდეგ კი მოადუნოთ ქვედა ნაწილში.

  • ეს ტექნიკა კარგია სტიმულაციის თანდათანობით გასაზრდელად;

  • შეგიძლიათ, ის გამოიყენოთ ორგაზმის წინ, თუკი პარტნიორს მოსწონს მუდმივი რიტმული მოძრაობები;

  • ეს ტექნიკა კარგად შეეთავსება ტუჩებით კლიტორის მსუბუქად წოვას.

► გაითვალისწინეთ, რომ ზოგი პარტნიორისთვის კლიტორის უშუალო ინტენსიური სტიმულაცია შეიძლება შემაწუხებელიც კი იყოს. ასეთ შემთხვევაში შეგიძლიათ ამ მოძრაობისას კლიტორის ჩუჩაზე და ჩუჩის ირგვლივ ფოკუსირდეთ და არა — უშუალოდ კლიტორის თავზე.

► იხილეთ აგრეთვე: ქალის ორგაზმი — რა უნდა ვიცოდეთ?

წრიულად, საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით — იგივე, რაც წინა ტექნიკა, თუმცა საპირისპირო მიმართულებით. შეგიძლიათ, ეს ორი მოძრაობა ერთმანეთის მონაცვლეობით გააკეთოთ იმ შემთხვევაში, თუკი პარტნიორი მუდმივი უცვლელი სტიმულაციისადმი მგრძნობიარეა და მას მრავალფეროვნება ურჩევნია.

► ასევე შეგიძლიათ წრიული მოძრაობების კომბინირება ზემოთ-ქვემოთ მოძრაობასთან.

გვერდიგვერდ — ენის მოძრაობა ჰორიზონტალურად, მარცხნიდან მარჯვნივ (და პირიქით), როგორც წესი, კლიტორსა და მის შემოგარენზე. შეგიძლიათ, გააკეთოთ მოკლე მოძრაობები უშუალოდ კლიტორზე, ან უფრო გრძელი მოძრაობები მის შემოგარენზე. ნელ მოძრაობებს მომადუნებელი ეფექტი აქვს, უფრო სწრაფს კი — ვიბრაციული. 

  • კარგია ორგაზმამდე რიტმული სტიმულაციისთვის;

  • შეგიძლიათ წრიულ მოძრაობებთან კომბინირება ტალღური ეფექტის შესაქმნელად;

  • განსაკუთრებით კარგია ისეთ პარტნიორებთან, რომლებსაც ძალიან მგრძნობიარე კლიტორი აქვთ და მასზე ძლიერი ზეწოლა არ სიამოვნებთ.

ერთ წერტილში პულსირება — ერთსა და იმავე ადგილას (როგორც წესი, კლიტორზე) ენის სწრაფი, წერტილოვანი შეხებები. შეგიძლიათ ერთ წერტილს რიტმულად შეეხოთ ენის წვერით, ასევე ცვალოთ ხანმოკლე და ხანგრძლივი შეხებები ტალღური ეფექტის შესაქმნელად. დაიწყეთ ნელა, შემდეგ კი აღგზნების მატებასთან ერთად თანდათან, ზომიერად აუჩქარეთ. პულსაციის დროს ენის ოდნავ თრთოლას შეუძლია მსუბუქი ვიბრაციის შექმნა.

  • კარგია ორგაზმის წინ ინტენსიური სტიმულაციისთვის;

  • შეგიძლიათ, პულსაცია მოკლე სერიებად გამოიყენოთ, შემდეგ კი შეცვალოთ ტექნიკა;

  • ნელი მოძრაობები უფრო მეტად აღგზნების დასაწყისშია გამოსადეგი, პარტნიორისთვის მოლოდინის გასამძაფრებლად, ხოლო სწრაფი — ორგაზმთან მოსაახლოებლად;

  • კარგია პარალელურად თითაობასთან ერთად.

კლიტორზე პირის შემოვლება და მსუბუქად მოწოვა — ტუჩებში კლიტორის ნაზად მოქცევა და მსუბუქი, წოვითი მოძრაობები. ძალიან მნიშვნელოვანია ზომიერებისა და სიმსუბუქის შენარჩუნება — ძლიერად წოვა შეიძლება ბევრისთვის მტკივნეული იყოს! შეგიძლიათ, კლიტორი (ან კლიტორის ჩუჩა, თუკი თავად კლიტორი ძალიან მგრძნობიარეა) მსუბუქად მოწოვოთ, შემდეგ კი გაუშვათ, რითაც ტალღურ ეფექტს შექმნით. წოვითი მოძრაობები შეიძლება იყოს როგორც ხანმოკლე, ისე უფრო ხანგრძლივი და ღრმა, პარტნიორის რეაქციების შესაბამისად. წოვის დროს შეგიძლიათ გამოიყენოთ ენის წრიული მოძრაობების ტექნიკაც.

  • კარგია ორგაზმამდე ღრმა სტიმულაციისთვის;

  • შეგიძლიათ გამოიყენოთ ზემოთ-ქვემოთ და გვერდიგვერდ მოძრაობებთან ერთად უფრო მრავალფეროვანი შეგრძნებების გამოსაწვევად;

  • კარგია პარალელურად თითაობასთან ერთად.

► გაითვალისწინეთ, რომ ორგაზმის შემდეგ ზოგჯერ კლიტორი ზემგრძნობიარე ხდება, ამიტომ უმჯობესია, ამ დროს სხვა, უფრო მსუბუქ ტექნიკებს მიმართოთ.

გახსოვდეთ, რომ არცერთი ზემოჩამოთვლილი ტექნიკა არ არის უნივერსალური და არ მოერგება ყველა ადამიანს — ის, თუ ზუსტად რა მოსწონს პარტნიორს, მხოლოდ მის სხეულსა და პრეფერენციებზეა დამოკიდებული. ეს ტექნიკები მიიღეთ როგორც რჩევები და იდეები და არა — როგორც ურყევი ჭეშმარიტება, რომელიც აუცილებლად მოგცემთ შედეგს თქვენს პარტნიორთან. სცადეთ სხვადასხვა მოძრაობა თუ ტექნიკა და კარგად დააკვირდით თქვენი პარტნიორის რეაქციებს — თუკი ის სხეულით თქვენკენ მოემართება, კვნესის ან მსუბუქად მიგითითებთ ხელით, ესე იგი, ტექნიკა მას მოსწონს, მაგრამ თუ პარტნიორი ფიზიკურად გშორდებათ ან იძაბება, უმჯობესია, მიდგომა შეცვალოთ.

► ესაუბრეთ პარტნიორს, ჰკითხეთ, რა მოსწონს და რა — არა, ან, სულაც ერთად აღმოაჩინეთ ეს ყოველივე.

და, რაც მთავარია, არ იჩქაროთ! ნელი, გამიზნული მოძრაობები და ღრმა, რეგულარული სუნთქვა დაგეხმარებათ არა მხოლოდ უკეთესი რიტმის პოვნაში, არამედ პარტნიორთან უფრო ინტიმური კავშირის დამყარებაში. გახსოვდეთ, რომ პარტნიორისთვის გაცილებით მარტივი იქნება მეტის მოთხოვნა, ვიდრე შენელების ან შეწყვეტის. ამიტომ დაიწყეთ ნელა და ყურადღებით დააკვირდით პარტნიორის რეაქციებს.

► არ მოგერიდოთ ექსპერიმენტების (კომფორტისა და თანხმობის ფარგლებში) — ზოგჯერ ყველაზე მოულოდნელ მოძრაობებს შეიძლება ყველაზე მეტი სიამოვნება მოჰყვეს!

კბილები როგორ ავარიდო?

რეალურად, კუნილინგუსის დროს კბილები იმაზე ნაკლებ პრობლემას წარმოადგენს, ვიდრე ერთი შეხედვით შეიძლება გეგონოთ. თუკი ამაზე მაინც დარდობთ, კუნილინგუსს ენით „გაუძეხით“, ტუჩებით კი პატარა კონტური შემოხაზეთ კბილების გარშემო.

შეიძლება, რიმინგზე გადავიდე?

რიმინგი (ინგლ. Rimming), იგივე ანილინგუსი, არის პირითა და ენით ანუსის სტიმულაცია (ორალურ-ანალური სექსი). ცხადია, რიმინგზე გადასვლა შეიძლება, თუკი პარტნიორს ამის სურვილი აქვს და მოგცემთ მასზე თანხმობას.

► თუმცა, გაითვალისწინეთ: რიმინგიდან კუნილინგუსზე პირდაპირ არ დაბრუნდეთ/გადახვიდეთ! ამან შეიძლება ანუსიდან ვაგინასა და ვულვაში გადმოიტანოს ბაქტერიები, რომლებმაც შეიძლება ინფექციის რისკი გაზარდოს.

ხელებს რა ვუყო?

არ დაიმორცხვოთ, ხელებით უამრავი რამის კეთება შეიძლება — მთავარია, პარტნიორი ამაზე თანახმა იყოს. მაგალითად, შეგიძლიათ:

  • ასტიმულიროთ პარტნიორის ძუძუები ან ძუძუსთავები;

  • გამოიყენოთ ისინი ვაგინის ან ანუსის პენეტრაციისთვის და ე.წ. „თითაობისთვის“ (იგივე „ფინგერინგი“; ინგლ Fingering); პენეტრაციის გარდა, ასევე შესაძლებელია მათი სტიმულირება გარედან, მაგალითად, წრიული მოძრაობები ანუსის ირგვლივ ან მცირეოდენი ზეწოლა თითით, ასევე პარტნიორის სასქესო ბაგეების ნაზად დამასაჟება.

  • დაიჭიროთ პარტნიორის თეძოები და დააფიქსიროთ ერთ ადგილას;

  • დაიჭიროთ ერთი ან ორივე ბარძაყი და მოიზიდოთ მისი სხეული თქვენკენ, ან სურვილისამებრ გააშლევინოთ ფეხი უკეთესი წვდომისთვის;

  • მოეფეროთ მუცელზე ან იმოძრაოთ ხელებით მის სხეულზე და აგრძნობინოთ, რამდენად გიზიდავთ ის;

  • მოათავსოთ ხელი ბოქვენზე და დაჭიმოთ კანით ზემოთკენ ან თითებით გვერდებზე, თუკი ეს უფრო გიმარტივებთ წვდომას კლიტორზე და თუკი ეს პარტნიორს მოსწონს;

  • თუკი ახლანდელი პოზა და პარამეტრები საშუალებას გაძლევთ, თქვენს პარტნიორს კი ეს მოსწონს, შეგიძლიათ პარალელურად ყელზე მსუბუქად მოჭერაც სცადოთ ან, მაგალითად, პარტნიორის პირში თითის მოთავსება, რათა მან მოწუწნოს.

პენეტრაცია ვცადო?

ზოგადად, კუნილინგუსის დროს ვაგინაში ენის შეყოფა საჭირო არ არის, ვინაიდან მთავარი სტიმულაცია ხდება გარედან, კლიტორზე. პენეტრაცია შეგიძლიათ სცადოთ იმ შემთხვევაში, თუკი პარტნიორს ეს მოსწონს და უნდა.

თვალებში ყურება საჭიროა?

ეს თქვენს და პარტნიორის პრეფერენციებზეა დამოკიდებული. კუნილინგუსის მიმღები პარტნიორი შეიძლება თვალდახუჭული ტკბებოდეს ამ პროცესით და მოდუნებული იყოს. შესაძლოა, თავადაც ასე იყოთ. სხვებს შეიძლება მოსწონდეთ იმის ყურება, როგორ არის მათი პარტნიორი მოთავსებული მათ ფეხებს შორის, ზოგისთვის კი შეიძლება ძალიან აღმგზნები იყოს კუნილინგუსის დროს თვალებში ყურება.

გირჩევთ, დროგამოშვებით მაინც მიადევნოთ თვალი თქვენი პარტნიორის სახეს და ნახოთ, როგორ რეაგირებს ის, რა მოსწონს და იზიდავს თუ არა თქვენთვის თვალებში ყურება.

ხმა გამოვცე?

პარტნიორის სხეულზე პირით შეხებისას კვნესამ შეიძლება ვულვაზე წარმოქმნას ცხელი, რეზონანსული შეგრძნება, რომელიც შეიძლება ძალიან სასიამოვნო იყოს პარტნიორისთვის.

ხვრეპის, წოვისა და ნერწყვის ხმები ასევე შეიძლება აღმგზნები აღმოჩნდეს პარტნიორისთვის.

სექს-სათამაშოები როგორ ჩავრთო პროცესში?

სექს-სათამაშოებმა შეიძლება სექსი უფრო გაამრავალფეროვნოს და ისინი ზუსტად იმ ზონების სტიმულირებაში დაგეხმაროთ, რომლებიც პარტნიორს ყველაზე მეტად აღაგზნებს.

განურჩევლად იმისა, თქვენ გიჭირავთ სათამაშო, თქვენს პარტნიორს თუ რომელიმე თქვენგანი ათავსებს მას, ვიბრატორები, დილდოები და ანალური საცობები (იგივე „ბათ-ფლაგები“; ინგლ. Buttplug) მთელი ამ გამოცდილებისა და შეგრძნებების გამძაფრებაში დაგეხმარებათ.

როგორ გავიგო, მოსწონს თუ არა პარტნიორს, რასაც ვაკეთებ?

ყურადღება მიაქციეთ პარტნიორის სხეულის ენას — ეს ყველაზე დიდი მინიშნებაა. თუნდაც ის სიტყვიერად არაფერს არ ამბობდეს, მისი სხეული ბევრ მინიშნებას მოგცემთ.

თუკი პარტნიორს მოსწონს, რასაც აკეთებს, მისმა სხეულმა ამის შესახებ შეიძლება შემდეგნაირად გამცნოთ:

  • გახშირებული სუნთქვა — ღრმა ან მკვეთრი ჩასუნთქვები აღგზნების ნიშანია;

  • ბარძაყების მოძრაობა — თუ პარტნიორი სხეულით თქვენკენ იწევს, ეს დიდი ალბათობით იმას ნიშნავს, რომ მას მოსწონს;

  • მსუბუქი ცახცახი — ზოგჯერ კუნთები უნებლიეთ იწყებენ კანკალს სიამოვნებისგან;

  • კუნთების დაჭიმვა — თუ პარტნიორი თეთრეულს ხელით ეჭიდება, იკლაკნება ან ფეხებს ჭიმავს, ეს კარგი ნიშანია.

  • ხმები და კვნესა — მსუბუქი ამოსუნთქვებიც კი შეიძლება მიუთითებდეს აღგზნების მატებაზე;

  • სტიმულაციის შემდეგ მოდუნება — თუ ინტენსიური სტიმულაციის შემდეგ სხეული დუნდება, ეს ნიშნავს, რომ სწორ წერტილს მიაგენით.

► თუ პარტნიორი „შეშდება“ და ისეთი განცდა გაქვთ, რომ ის რაღაცას ელოდება, ეს შეიძლება იყოს ან კონცენტრაციის ნიშანი ან იმის მანიშნებელი, რომ სჯობს, რაღაც შეცვალოთ.

რაც შეეხება დისკომფორტის ან სიამოვნების ნაკლებობის ნიშნებს, მათ შორის შეიძლება იყოს:

  • დაძაბულობა, მაგრამ არა აღგზნებისგან — თუ პარტნიორი ბარძაყებს ჭიმავს ან მუცლის არეს ტონუსში ამყოფებს, შესაძლოა, ის დისკომფორტს გრძნობდეს;

  • ფიზიკურად დაშორება — თუ ის უკან იწევს ან ინტერესს კარგავს, შესაძლოა, ჯობდეს, სხვა მიდგომა სცადოთ;

  • სუნთქვა ხდება უწყვეტი და ნერვული — ეს შეიძლება მიუთითებდეს, რომ მას არასასიამოვნო შეგრძნებები აქვს;

  • რეაქციის არარსებობა — თუ სხეული სრულიად უძრავია, შესაძლებელია, რომ სტიმულაცია არ არის საკმარისი და მას პარტნიორისთვის არ მოაქვს სიამოვნება.

► თუ ასეთ ნიშნებს შეამჩნევთ, უმჯობესია, შეჩერდეთ, ჰკითხოთ, კომფორტულად გრძნობს თუ არა თავს, და სცადოთ სხვა რამ. შესაძლოა, პარტნიორს სულაც აღარ უნდოდეს გაგრძელება, რა შემთხვევაშიც აუცილებლად უნდა გაჩერდეთ.

კითხვების პირდაპირ დასმა სრულიად ნორმალურია! თუკი გიჭირთ მხოლოდ არავერბალურ ნიშნებზე ორიენტირება, შეგიძლიათ, პარტნიორს ჰკითხოთ:

  • „მოგწონს, როდესაც ამას ვშვრები?“ ან „ეს გსიამოვნებს?“

  • „უფრო ნელა გინდა თუ უფრო ჩქარა?“ ან „ეს ტემპი კარგია“?

  • „გინდა, რიტმი შევცვალო?“

ზოგი პარტნიორი შეიძლება მორცხვობდეს და სიტყვიერად არ გამოხატავდეს სურვილებს. ასეთ შემთხვევაში შეგიძლიათ შესთავაზოთ, რომ თავად გაჩვენოთ, რა სიამოვნებს, ან წააღებინოთ თქვენი ხელი საჭირო მიმართულებით. მთავარია, არ შეგეშინდეთ ექსპერიმენტების და ყოველთვის უგდეთ ყური პარტნიორის სიტყვებსა და სხეულის ენას. თუკი პარტნიორი სიამოვნებას იღებს, თქვენ ამას იგრძნობთ!

გარდა ამისა, გაითვალისწინეთ, რომ:

  • რეაქციები ინდივიდუალურია — ყველა ადამიანი ერთნაირად არ გამოხატავს აღგზნებას. მაგალითად, ზოგი შეიძლება ამით ჩუმად ტკბებოდეს, სხვები კი პირიქით — ძალიან ხმამაღლა გამოსცემდნენ ხმებს, თუნდაც მსუბუქი სტიმულაციის დროს;

  • ზოგი პარტნიორი შეიძლება ორგაზმამდე „გაშეშდეს“ — არიან ადამიანები, რომლებიც მოძრაობისა და კვნესის ნაცვლად ორგაზმამდე სტატიკურ მდგომარეობაში ჩერდებიან, ამიტომაც უძრაობა ყოველთვის არ ნიშნავს იმას, რომ რაღაც ვერ არის რიგზე;

  • ორგაზმის შემდეგ მგრძნობელობა მატულობს — თუკი კულმინაციის შემდეგ პარტნიორი თქვენგან მოშორებას ან უსიამოვნოდ მოძრაობას იწყებს, ეს ნორმალურია, რადგან კლიტორის შეიძლება ზემგრძნობიარე გახდეს. ამ დროს შეიძლება უმჯობესი იყოს რამე უფრო მსუბუქ, ნაკლებად ინტენსიურ მოძრაობაზე ან, სულაც, სხვა აქტივობაზე გადასვლა, პარტნიორის პრეფერენციების მიხედვით.

როგორ გავიგო, გავჩერდე თუ გავაგრძელო?

თუკი პარტნიორი კვნესის ან ხელით იჭერს თქვენს თავს, დიდი ალბათობით, სულაც არ უნდა, რომ გაჩერდეთ. თუ ეს თქვენც გსიამოვნებთ, უბრალოდ გააგრძელეთ, რასაც აკეთებთ.

არ მისცეთ პარტნიორის აღგზნებას საშუალება, მოძრაობის აჩქარებისკენ ან სტიმულაციის გაძლიერებისკენ გიბიძგოთ — ამან შეიძლება დაარღვიოს ის რიტმი, რომელსაც უკვე მოაქვს პარტნიორისთვის სიამოვნება.

თუ თავად გრძნობთ დაღლილობას ან დისკომფორტს, აუცილებლად აცნობეთ ამის შესახებ პარტნიორს. თავგანწირვა საჭირო არ არის — სიამოვნება ორივე მხარემ უნდა მიიღოს.

და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თუ გაჩერება გინდათ — გაჩერდით. თუ კუნილინგუსს აკეთებთ მხოლოდ იმიტომ, რომ პარტნიორს „ასე უნდა“ და თქვენ თავად არ გაქვთ ამის სურვილი ან ენთუზიაზმი, პარტნიორი ამას აუცილებლად იგრძნობს.

თუკი დაიღალეთ ან, უბრალოდ, სხვა აქტივობაზე გადასვლა გინდათ, შეგიძლიათ, უთხრათ:

  • „ძალიან გემრიელი ხარ, მაგრამ ყბა/პირ უკვე მეღლება. იქნებ სათამაშოთი გავაგრძელო?“

  • „ძალიან გემრიელი ხარ, მაგრამ ახლა უფრო მეტად მინდა…“

  • „მაკოცე. მინდა, ჩემს ტუჩებზე შენი გემო იგრძნო“

როგორ გავიგო, თუ პარტნიორს სხვა რამე უნდა?

განურჩევლად იმისა, მიაღწია თუ არა პარტნიორმა ორგაზმს, თუკი ის ზემოთ გექაჩებათ ან სხეულით უკან იხევს, შესაძლოა, მას ამ აქტივობის გაგრძელება აღარ უნდა.

ზოგ ადამიანს, უბრალოდ, მოდუნება და ინტიმური სიახლოვით ტკბობა ურჩევნია, სხვებს შეიძლება ახალი პოზის ცდა ან სხვა ეროგენული ზონების სტიმულაციაზე გადასვლა ერჩივნოთ. თუ არ ხართ დარწმუნებული, ჰკითხეთ, როგორ ურჩევნია გაგრძელება: ნაზი ჩახუტება? პენეტრაციული სექსი? მომადუნებელი მასაჟი?

► გახსოვდეთ: მხოლოდ იმიტომ, რომ პარტნიორს კუნილინგუსი გაუკეთეთ, ის არ არის ვალდებული, თავადაც გაგიკეთოთ მინეტი/კუნილინგუსი.

და რომ მოვრჩები, მერე?

დასრულების შემდეგ ორივეს შეიძლება ძალიან გესიამოვნოთ უბრალოდ ჩახუტება ან ერთად წამოწოლა. ასევე, კარგი იქნება, თუ პარტნიორს შესთავაზებთ წყალს ან მცირე შესვენებას, რადგან ინტენსიური სექსუალური აქტივობის შემდეგ ორგანიზმს აღდგენისთვის დრო სჭირდება.

როდესაც ყველაფერი დასრულდება, უთხარით პარტნიორს, რამდენად მოგეწონათ მისთვის სიამოვნების მინიჭება.

კუნილინგუსთან დაკავშირებული რისკები

ორალური სექსის დროს ორსულობა რისკს არ წარმოადგენს, თუმცა კუნილინგუსის დროს მაინც შეიძლება გავრცელდეს სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები (სგგი), მაგალითად, ქლამიდია, ჰერპესი, ადამიანის პაპილომავირუსი (აპვ), სიფილისი და სხვები.

ორალური სექსი შეიძლება უფრო „უსაფრთხო“ იყოს, ვიდრე დაუცველი ვაგინალური ან ანალური სექსი, თუმცა მას თავისი რისკებიც ახლავს, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ თქვენ და თქვენმა პარტნიორ(ებ)მა სექსამდე მათ შემცირებაზე იზრუნოთ. საამისოდ რამდენიმე გზა არსებობს:

  • სტომატოლოგიური კაშხალი: ეს არის ლატექსის ან პოლიურეთანის თხელი კვადრატული ნაჭერი, რომელიც პირსა და პარტნიორის ვაგინას ან ანუსს შორის ბარიერის როლს ასრულებს. თუკი სტომატოლოგიური კაშხალი არ გაქვთ, იგივე ფუნქცია შეიძლება შეასრულოს პრეზერვატივმა, თუკი მას სიგრძეში დაჭრით და ბრტყლად დააგებთ, ასევე ლატექსის ხელთათმანმა.

  • სგგი-ების სკრინინგი: ზოგადად, რეკომენდებულია სგგი-ების — მაგალითად, ქლამიდიის, გონორეისა და სიფილისის — რეგულარული სკრინინგი (შემოწმება), განსაკუთრებით მათთვის, ვინც ინფექციების გავრცელების ან გართულებების წარმოქმნის უფრო მაღალი რისკის ქვეშაა. აივ-ტესტირება რეკომენდებულია 15-დან 65 წლამდე ყველა ასაკის ადამიანისთვის ექიმთან რეგულარული ვიზიტის დროს.

ხშირად დასმული კითხვები

როგორი გემო აქვს ვულვას?

ვულვას ერთი ფიქსირებული გემო არ აქვს — კონკრეტული ადამიანის ვულვის გემო შეიძლება დღის განმავლობაშიც კი შეეცვალოს. ამაზე გავლენას ახდენს კვების რაციონი, ჰიდრატაციის დონე, მედიკამენტები და მენსტრუალური ციკლის ფაზები. ვულვის გემო შეიძლება იყოს:

  • მომლაშო

  • სპილენძისებრი

  • მძაფრი

  • მომჟავო

  • ოდნავ მოტკბო

► ძალიან მნიშვნელოვანია ვულვის ჰიგიენის დაცვა! ინტიმურ სიახლოვემდე შხაპის მიღება შეამსუბუქებს როგორც გემოს, ისე სუნს. ვულვის გემო ბუნებრივია და ის შეიძლება შეიცვალოს, რაც აბსოლუტურად ნორმალურია. თუკი არ არის მკვეთრად გამორჩეული უსიამოვნო გემო, ესე იგი, ყველაფერი წესრიგშია.

როგორი სუნი აქვს ვულვას?

ვულვა ვიზუალურად შეიძლება ყვავილს ჰგავდეს, თუმცა მას ისეთივე სურნელი აქვს, როგორიც… ვულვას! მისი სუნი შეიძლება იყოს:

  • მარილიანი

  • სპილენძისებრი

  • მუშკისებრი

  • ოდნავ ტყავის არომატით

თუკი ვულვის სუნი მკვეთრად უსიამოვნოა, მაგალითად, თევზისმაგვარი, და ასევე მას თან ახლავს უჩვეულო გამონადენი ან გამონაყარი, ეს შეიძლება ბაქტერიულ ვაგინოზზე, კანდიდოზზე ან რამე სხვა ინფექციაზე მიუთითებდეს. მსგავს შემთხვევაში უმჯობესია ექიმთან კონსულტაცია.

► ვულვის ბუნებრივი სუნი აბსოლუტურად ნორმალურია! ის შეიძლება შეიცვალოს ციკლის, კვების, ჰიგიენისა და ჰორმონების მიხედვით, თუმცა თუკი რამე შემაშფოთებელ სიმპტომებს ვერ ამჩნევთ, სანერვიულო არაფერია.

სად მდებარეობს კლიტორი?

სურათი: WomanLog

კლიტორი მდებარეობს ვულვის ზედა ნაწილში — იქ, სადაც მცირე სასქესო ბაგეები ერთდება. მის საპოვნელად შეგიძლიათ თითით აუყვეთ მცირე სასქესო ბაგეების კონტურს ჭიპის მიმართულებით — სადაც ბაგეები დასრულდება და შეერთდება, სწორედ აქ არის კლიტორი. შეგიძლიათ, სასქესო ბაგეები თითებით გადახსნათ, რაც კლიტორს უფრო მეტად ხილვადს გახდის.

კლიტორის ხილული ნაწილი — კლიტორის თავი და ჩუჩა — „აისბერგის“ მხოლოდ დასაწყისია. სინამდვილეში, კლიტორი გრძელდება სხეულის შიგნით და მისი დანარჩენი ნაწილი, ღერო და ორი „ფესვი“ (სავნებოს ფეხები), 12-13 სმ-ის სიგრძეზე იშლება.

► კლიტორი არ არის მხოლოდ პატარა წერტილი, არამედ მგრძნობიარე ნერვული დაბოლოებების მთელი სისტემა. სწორედ ამიტომ, მისი სხვადასხვა ნაწილის სტიმულირებამ შეიძლება პარტნიორს სხვადასხვა შეგრძნება მოჰგვაროს.

ნაყინივით ხომ არ ავლოკო?

სინამდვილეში, ეს ძალიან კარგი იდეაა დასაწყისისთვის! დაიწყეთ გრძელი, რბილი და გლუვი მოძრაობებით — წარმოიდგინეთ, რომ თქვენ წინ უგემრიელესი დესერტია. თავი აარიდეთ მოკლე, მკვეთრ „ჩანისკარტებებს“ — ეს შეიძლება ზედმეტად ქაოსური ან არასაკმარისად სასიამოვნო იყოს. დაიწყეთ მსუბუქი მოძრაობებით, შემდეგ კი შეგიძლიათ გაზარდოთ მიწოლის ძალა, თუკი ამჩნევთ, რომ პარტნიორს მოსწონს.

როგორ მოვიქცე, თუ პირში თმა მომხვდა?

ეს საერთოდ არ წარმოადგენს პრობლემას. სექსის დროს უხერხული მომენტები დგება და მათში სანერვიულო არაფერია. თუკი პირში თმა მოგხვდათ, ერთი წამით გაჩერდით, მოიშორეთ ის ხელით ან ენით და გააგრძელეთ.

თუკი პირში თმა მოგხვდათ, არ შექმნათ ამისგან პრობლემა — პარტნიორი, დიდი ალბათობით, ამას საერთოდ ვერ გაიგებს, თუ თავად არ ეტყვით. თუკი მსგავსი რამ ხშირად ხდება და ეს გაწუხებთ, შეგიძლიათ, გამოიყენოთ სტომატოლოგიური კაშხალი ან პარტნიორს სთხოვოთ ვულვაზე თმის შეთხელება, თუკი თავადაც აქვს ამის სურვილი.

რამდენი ხანი უნდა ვაკეთო კუნი?

არ არსებობს რაღაც ერთი უნიკალური დრო, რომელიც საკმარისი იქნება ყველასთვის. ყველაფერი დამოკიდებულია როგორც ინდივიდუალურ ადამიანსა და მის ანატომიაზე, ისე ორივე პარტნიორის სურვილზე, განწყობასა და კომფორტზე.

უმჯობესია, თუკი არ იჩქარებთ და ჯერ შექმნით ინტიმურ, მომადუნებელ და აღმგზნებ ატმოსფეროს, ნაცვლად იმისა, რომ ორგაზმზე ფოკუსირდეთ. გახსოვდეთ, რომ ორგაზმი სულაც არ არის სექსის ან ცალკეული სექსუალური აქტივობის „საბოლოო მიზანი“! მთავარია პროცესი და მისით ტკბობა.

დაღლილობის თავიდან ასაცილებლად შეგიძლიათ ცვალოთ ტექნიკები, ენიდან გადაერთოთ თითებზე ან სექს-სათამაშოებზე და პირიქით. თვალი ადევნეთ პარტნიორის რეაქციებს და იმოქმედეთ შესაბამისად. შეგიძლიათ, გააკეთოთ პაუზები — გაჩერდეთ და აკოცოთ, მოეფეროთ ან ცოტა ისაუბროთ კიდეც.

► კუნილინგუსი მარათონი არ არის — ეს არის პროცესი, რომლითაც ორივე პარტნიორი უნდა ტკბებოდეს. თუკი თავს არაკომფორტულად გრძნობთ, უმჯობესია, აქტივობა შეცვალოთ, ვიდრე ძალით გააგრძელოთ. მთავარია სიამოვნება და არა — „სწორი“ ტექნიკის მკაცრად მიყოლა.

საშოში ენა შევყო?

მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი პარტნიორს ეს უნდა. ადამიანების უმეტესობას ურჩევნია გარე სტიმულაცია და არა — პენეტრაცია ენით. ენით პენეტრაციისგან თავი უნდა შეიკავოთ, თუკი:

  • პარტნიორს ამის სურვილი არ გამოუთქვამს

  • არის სიმშრალე ან დისკომფორტი საშოში

  • არის ინფექციის რისკი ან პარტნიორს აქვს მენსტრუაცია

როგორ მოვიქცე, თუ პარტნიორს მენსტრუაცია აქვს?

მენსტრუაცია ბუნებრივი პროცესია და მის მიმართ სხვადასხვა ადამიანს სხვადასხვა დამოკიდებულება აქვს. ზოგი მენსტრუაციის დროს თავს კომფორტულად გრძნობს და აქვს ინტიმური სიახლოვის სურვილი, თუმცა სხვებს მოცდა ურჩევნიათ. მნიშვნელოვანია, გაითვალისწინოთ:

  • ორივეს კომფორტი — ჰკითხეთ პარტნიორს, იქნება თუ არა მისთვის კომფორტული მენსტრუაციის დროს კუნილინგუსით დაკავება, და აჩვენეთ, რომ თქვენთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენს;

  • უსაფრთხოება — მენსტრუალური სისხლით შეიძლება ზოგიერთი სგგი-ს გადაცემა, ამიტომ თავის დაცვა მნიშვნელოვანია;

  • შეგრძნებების ინტენსიურობა — მენსტრუაციის დროს ზოგ ადამიანს გაზრდილი აქვს მგრძნობელობა, განსაკუთრებით კლიტორისა და მკერდის არეში.

იმისთვის, რომ მენსტრუაციის დროს კუნილინგუსი უფრო უსაფრთხო და კომფორტული იყოს, შეგიძლიათ:

  • გამოიყენეთ სტომატოლოგიური კაშხალი (ან გაჭრილ პრეზერვატივი), თუკი გსურთ სისხლთან კონტაქტის მინიმუმამდე დაყვანა;

  • ფოკუსირდით გარე სტიმულაციაზე — თუკი პარტნიორს ერიდება ან არ სურს პირდაპირი კონტაქტი, შეგიძლიათ, ფოკუსირდეთ მხოლოდ კლიტორის, თეძოებისა და მკერდის სტიმულირებაზე;

  • დაიფინეთ მუქი პირსახოცი — თუკი თქვენ ან თქვენი პარტნიორი ესთეტიკაზე დარდობთ, ეს დაგეხმარებათ უფრო მეტად მოდუნებაში და სიამოვნებაზე კონცენტრირებაში;

  • სცადეთ მენსტრუალური ჭიქა — თუკი პარტნიორი მენსტრუალურ ჭიქას გამოიყენებს, ეს საშუალებას მოგცემთ, თავი აარიდოთ სისხლთან პირდაპირ კონტაქტს და პროცესს უფრო სუფთას გახდის.

შეგიძლიათ, პარტნიორს ჰკითხოთ:

  • „კომფორტულად ხარ? შემიძლია, რამე გავაკეთო, რომ თავი უფრო კარგად იგრძნო?“

  • „თუ გინდა, შემიძლია მხოლოდ კლიტორზე ვფოკუსირდე. ასე გირჩევნია?“

  • „რამე სხვა ხომ არ გირჩევნია ახლა? მოდი, ის ვცადოთ, რაც შენთვის უფრო კომფორტული იქნება“

► მთავარია, პატივი სცეთ პარტნიორის საზღვრებს. თუკი ის ამბობს „არას“, არ დაიჟინოთ! შესთავაზეთ მას სიახლოვის სხვა ფორმები, მაგალითად, მასაჟი, ჩახუტება ან, უბრალოდ, ნაზი მოფერება.

კუნილინგუსი არ არის უბრალოდ ტექნიკა ან სექსუალური აქტივობა, ეს არის ინტიმური სიახლოვის, ნდობისა და სიამოვნების ფორმა ორივე პარტნიორისთვის. ყოველთვის უსმინეთ ერთმანეთის სურვილებს, პატივი ეცით ერთმანეთის საზღვრებს და არ მოგერიდოთ ექსპერიმენტირების. თუკი თქვენც და თქვენი პარტნიორიც კომფორტულად იქნებით, ეს პროცესი არამხოლოდ ფიზიკურად, არამედ ემოციურადაც ძალიან სასიამოვნო იქნება.

მთავარი სურათი: Medium

მსგავსი სტატიები

სექსუალური, ფანტაზია, ფეტიში, ქინქი

სექსუალური ფანტაზიები და ფეტიშები — რა უნდა გვესმოდეს?

რას ნიშნავს სექსუალური ფანტაზია, „ქინქი“, ფეტიში და პარაფილია? — რომლებია ყველაზე ხშირი სექსუალური ფანტაზიები და რა განაპირობებს მათ??

სიამოვნება და სექსი
სექსი, seqsi, ჯანმრთელობა

რამდენად სასარგებლოა სექსი თქვენი ჯანმრთელობისთვის?

რა სარგებელი მოაქვს სექსს? — მშვიდი ძილი, ტკივილის შემცირება, ჰორმონების რეგულაცია, გულის ვარჯიში, გაძლიერებული იმუნიტეტი და მრავალი სხვა.

სიამოვნება და სექსი
პორნოგრაფია, პორნო, ყურება, დამოკიდებულება, დადებითი, უარყოფითი

პორნოგრაფია — მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები

რა საფრთხეებს შეიცავს ე.წ. „პორნოს“ ჭარბად ყურება? როგორ შეიძლება პორნოგრაფიისგან მაქსიმალური სიამოვნების მიღება და ჯანსაღი ურთიერთობის შენარჩუნებაც?

სიამოვნება და სექსი

გააზიარე სტატია

როგორ გავაკეთოთ კუნილინგუსი, ანუ „კუნი“? — ტექნიკა და რჩევები

ხშირად დასმული კითხვები

?

...

დამატებითი ინფორმაცია