ორალური სექსი არის სექსუალური აქტივობის ნაირსახეობა, რომლის დროსაც პარტნიორებს შორის სექსუალური სტიმულაციის მისაღებად ან გასაცემად გამოიყენება პირი და ენა. ეს შეიძლება მოიცავდეს პარტნიორის გენიტალიების (სასქესო ორგანოების) ან ანუსის სტიმულაციას.
► ორალური სექსი შეიძლება იმდენადვე — უფრო მეტადაც თუ არა — სასიამოვნო იყოს, რამდენადაც პენეტრაციული (შემღწევი) სექსი.
ამ სტატიაში განხილულია ორალური სექსის სხვადასხვა ფორმა — კუნილინგუსი, მინეტი (იგივე ფელაცია) და რიმინგი (იგივე ანილინგუსი) — და ახსნილია, თუ რისი გათვალისწინება და ცოდნაა საჭირო პარტნიორისთვის ორალური სექსით სიამოვნების მისანიჭებლად.
► იხილეთ აგრეთვე: ორალური სექსი — შესაძლო რისკები და თავის დაცვა
გაითვალისწინეთ
თქვენი ანატომია უნიკალურია. ვულვა და პენისი ყველა ფორმისა და ზომის არსებობს, ამიტომ ზედმეტად ბევრს ნუ იდარდებთ იმაზე, თუ როგორ გამოიყურება თქვენი სასქესო ორგანო ვინმე სხვისასთან შედარებით. ვულვები იშვიათადაა იდეალურად წვნიანი ატმის მსგავსი, პენისები კი, როგორც წესი, ბადრიჯნის ემოჯისავით დიდი და გლუვი არ არის.
ყველას თავისებური სუნი აქვს. რამდენიც არ უნდა იბანოთ, ფეხებს შორის რაღაც სუნი მაინც დაგრჩებათ — ეს თქვენი ბუნებრივი სუნია და მისი ქონა სრულიად ნორმალურია. თუმცა, ორალურ სექსამდე ჰიგიენურად მოწესრიგება მაინც საჭიროა. საამისოდ:
-
მიიღეთ შხაპი ან აბაზანა, ან, როგორც მინიმუმ, საპნითა და წყლით ჩამოიბანეთ თქვენი სასქესო ორგანოს მიდამოები;
-
თუ დაუგეგმავად მოგიწიათ ორალურ სექსუალურ აქტივობაში ჩართვა, სწრაფად მოსაწესრიგებლად გამოიყენეთ სველი ხელსახოცი;
-
მოერიდეთ დეოდორანტებისა და სუნამოების გამოყენებას თქვენს სასქესო ორგანოზე, რადგან ისინი არც გათვლილია საამისოდ და არც საჭირო.
და ყველას აქვს გემო. არავის გენიტალიას არ აქვს ნამცხვრისა და ნაღების გემო — ყველას რაღაც სპეციფიკური გემო გვაქვს. თუკი ჯანმრთელი ხართ და ჰიგიენას იცავთ, წესით, გემოს არ უნდა უჩიოდეთ.
დაორსულება შეუძლებელია, თუმცა სგგი-ების გავრცელების საფრთხე არსებობს. გენიტალიებთან შეხებისას — როგორც ვაგინალური და ანალური, ისე ორალური სექსის დროს — შეიძლება გავრცელდეს სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები (სგგი). ორალური სექსის დროს გადამდებ ინფექციებს შორისაა გონორეა, ქლამიდია, ჰერპესი, პაპილომა, სიფილისი, აივ და სხვა. ზოგიერთ სგგი-ს სიმპტომები არ აქვს, თუმცა ზოგჯერ ინფექციის არსებობაზე მეტყველებს ყელის ტკივილი, პირის ღრუში ან პირისა და ყელის გარშემო წყლულები, ასევე გადიდებული ლიმფური კვანძები.
ორალური სკრინინგი ჯანმრთელობაზე ზრუნვის რეგულარული ნაწილი უნდა იყოს. თუკი სექსუალურად აქტიური ცხოვრება გაქვთ, ალბათ, უკვე იცით, რომ სგგი-ებზე რეგულარული სკრინინგი (შემოწმება) მნიშვნელოვანია. მაგრამ იცით, რომ ორალურ შემოწმებასაც უნდა გადიოდეთ? თქვენს სტომატოლოგს შეუძლია შეამოწმოს თქვენი პირის ღრუ გამონაზარდებზე, წყლულებსა და სხვა უჩვეულო სიმპტომებზე, რომლებიც შეიძლება სგგი-ს ნიშანი იყოს.
თუკი თქვენს პარტნიორს ვულვა აქვს
ხშირად დასმული კითხვები
კლიტორზე ენის „მირტყმა“ საჭიროა? შეგიძლიათ. ენით მსუბუქი „წკიპურტების“ კეთება შეიძლება სიამოვნების დაგროვების კარგი გზა იყოს. სამაგალითოდ უფრო ის აიღეთ, ლეკვი რომ რბილი ენით ლოკავს ნაყინს, და არა ის — კოდალა რომ ნისკარტით ხეს ხვრეტს.
ვაგინაში ენის შეყოფა საჭიროა თუ პენეტრაციის (შეღწევის) გარეშე სჯობს? ეს თქვენი პარტნიორის სურვილზეა დამოკიდებული. ზოგი ადამიანისთვის ძალიან აღმგზნებია ის ფიქრი, რომ მათში ენით აღწევენ. თუმცა, აქ ნაკლები ნერვული დაბოლოებაა, რაც ნაკლებ ფიზიკურ სიამოვნებას ნიშნავს. თუ თქვენს პარტნიორს ეს მოსწონს, სცადეთ.
რა ხდება, თუ პარტნიორს მენსტრუაცია აქვს ან ორსულადაა? თუკი პარტნიორი თანახმაა და თქვენც არ ხართ წინააღმდეგი, საქმეს შეუდექით. იმის ალბათობა არსებობს, რომ პროცესი შეიძლება ცოტა უსუფთაო იყოს, ამიტომაც, ალბათ, საუკეთესო გზა კლიტორზე ფოკუსირებაა. გახსოვდეთ, რომ სისხლს შეიძლება ჰქონდეს თავისებური სუნი და რკინის გემო. მეტი სისუფთავისთვის სტომატოლოგიური კაშხლის გამოყენებაც შეგიძლიათ.
ტექნიკა
სცადეთ ეს:
-
ენა ბრტყლად, გრძელი მოძრაობებით აუსვით საცვალს, სანამ ქსოვილი — და თქვენი პარტნიორი — არ დასველდება.
-
როდესაც პარტნიორი „ენით კანზე“ მოქმედებებისთვის იქნება მზად, ცოტა დრო დაუთმეთ კლიტორის ზემოთ არსებული რბილობიანი ბორცვის ლოკვას. კარგი იქნება, ბარძაყის შიდა ნაწილებსაც თუ მოეფერებით.
-
სველი ენა ვულვის ქვედა ნაწილს ბრტყლად მიაბჯინეთ და ალოკეთ მთელს სიგრძეზე. გაიმეორეთ.
-
ენა გაამაგრეთ და ენის წვერით პატარა წრიული მოძრაობებით ალოკეთ კლიტორის ჩუჩა — პატარა კანი კლიტორის თავის ზემოთ.
-
თითებით ნაზად გადაწიეთ ჩუჩა ზემოთ, რათა დაჭიმული ენის წვერით კლიტორზე ფოკუსირება მოახერხოთ. დაიწყეთ უფრო მსუბუქად და ნელა, შემდეგ კი თანდათანობით გაზარდეთ მიწოლის ძალა და სიჩქარე.
-
როდესაც ისეთ ტემპს იპოვით, რომელიც თქვენს პარტნიორს მოსწონს, შეინარჩუნეთ ის, სანამ პარტნიორი ორგაზმს არ მიაღწევს.
პოზები
მცირეოდენი მონდომებითა და წარმოსახვის დახმარებით შეგიძლიათ პენეტრაციული სექსის ნებისმიერი პოზა ორალური სექსის პოზად გარდაქმნათ. თუმცა, კისრის ტკივილის თავიდან ასაცილებლად შემდეგ პოზებს გირჩევთ:
-
ზურგზე გადაწოლა. პარტნიორი ზურგზე დააწვინეთ და ქვედატანის ქვეშ ბალიში ამოუდეთ. დაწოლილი ან ჩამუხლული თავით მოექეცით მის გადაშლილ ფეხებს შორის და საქმეს შეუდექით.
-
კონტროლ-ფრიკი. გაწექით ზურგზე და პარტნიორი სახეზე შემოისვით, ისე რომ ის აკონტროლებდეს მოძრაობებსა და დაწოლის ძალას — და თან თქვენ გიყურებდეთ, როგორ უკეთებთ კუნილინგუსს.
-
თითქმის 69. პარტნიორი ისევ სახეზე უნდა შემოისვათ, ოღონდ ამჯერად ისინი თქვენი სახისკენ ზურგით არიან და შეუძლიათ 69-ის პოზაში თვითონაც დაგიბრუნონ სიამოვნება.
უსაფრთხოება და ჰიგიენა
საუკეთესო ბარიერული კონტრაცეფცია კუნილინგუსის დროს არის სტომატოლოგიური კაშხალი. ეს არის ლატექსის თხელი ნაჭერი, რომელიც ვულვაზეა დაფენილი ორალური სექსის დროს. მისი გამოწერა შეგიძლიათ ონლაინ, ალტერნატიულად კი მისი გაკეთება პრეზერვატივის გაჭრითაა შესაძლებელი.
► ორალურ სექსამდე და სექსის შემდეგ აუცილებლად გაისუფთავეთ სახე და პირის ღრუ, თქვენმა პარტნიორმა კი — ვულვა.
თუკი თქვენს პარტნიორს პენისი აქვს
ხშირად დასმული კითხვები
როგორ მოვიქცე, თუ პარტნიორს ჩუჩა აქვს? მინეტის ტექნიკებში დიდი განსხვავება არაა იმის მიხედვით, აქვს თუ არა პარტნიორს წინადაცვეთა — ჩუჩის მოჭრა — გაკეთებული. თუკი პარტნიორს ჩუჩა აქვს, შეგიძლიათ დაიწყოთ ე.წ. „ჰენდჯობით“ (ინგლ. Handjob) — პარტნიორის პენისის სტიმულაცია ხელით — რომლის დროსაც ჩუჩა თქვენი ხელის მოძრაობების კვალდაკვალ უნდა ჩამოვიდეს და ავიდეს პენისის თავზე. როდესაც ორალურ სექსზე გადასვლისთვის იქნებით მზად, ნაზად ჩამოწიეთ ჩუჩა ქვემოთ, რათა გამოჩნდეს პენისის თავი.
საჭიროა თუ არა ღრმა მინეტის გაკეთება? ღრმა მინეტი (იგივე „დიფსროუთი“; ინგლ. Deep Throat; სიტყვა-სიტყვით „ღრმა ყელი“) არის მინეტის ფორმა, როდესაც ერეგირებული პენისი მთელი სიგრძით შედის პარტნიორის პირის ღრუსა და ყელში. ამის გაკეთება საჭირო არ არის, თუ თქვენ ეს თავად არ გსურთ. სიღრმეებში გადასვლა ორალური სესიის სიკარგეში გადამწყვეტ როლს არ ასრულებს. ამის მარტივად იმიტირება შეგიძლიათ ენის წვერის სასაზე (პირის ღრუს „ჭერზე“) მიბჯენით.
სპერმა უნდა გადმოაფურთხო, გადაყლაპო თუ საერთოდ არ გააკარო პირს? ეს ისეთი რამაა, რაც პარტნიორთან უნდა განიხილოთ ორალური სექსის დაწყებამდე — თუმცა, ზოგადად, საჭირო არ არის რამე ისეთის გაკეთება, რისი გაკეთებაც თქვენ არ გსურთ. თუკი თქვენს პარტნიორს ეს ვიზუალურად აღაგზნებს, საკმარისი უნდა იყოს დამუწულ ტუჩებზე ან ნიკაპზე გათავება — ან იმ ადგილას, რომელიც თქვენთვის კომფორტულია.
ტექნიკა
სცადეთ ეს მოძრაობები:
-
დაიწყეთ პენისის ტანის ქვედა ნაწილზე ენის წვერის გამოყენებით, ზემოთ და ქვემოთ. პენისის თავთან ოდნავ შეჩერდით და ენით წრე შემოხაზეთ.
-
პენისის ტანის ქვედა ნაწილს უფრო მეტად მოეფერეთ და შემდეგ ენის წვერი მსუბუქად აუსვით პენისის ლაგამს — კანის პატარა ნაოჭს, სადაც პენისის ტანი და თავი ერთდება.
-
ალოკეთ პენისი მთელს სიგრძეზე და გაიმეორეთ. კარგი იქნება, თან თუ ეტყვით პარტნიორს, რამდენად მოგწონთ ამის კეთება.
-
პენისის ტანი ხელით დაიჭირეთ და გააჩერეთ, დანარჩენი ნაწილი კი პირში ჩაიდეთ და ნელა აუყევით ზემოთ და ქვემოთ, თან მსუბუქად მოწოვეთ.
-
სიამოვნების ზრდასთან ერთად გაზარდეთ სისწრაფე.
პოზები
ამჯერადაც, მცირეოდენი წარმოსახვის დახმარებით, ფელაციის გაკეთება თითქმის ნებისმიერ პოზაშია შესაძლებელი. სცადეთ შემდეგი პოზები:
-
წოლით. საწოლზე გაწექით ისე, რომ თავი საწოლის კიდესთან გქონდეთ, თქვენი პარტნიორი კი თქვენ წინ დადგეს, სახით თქვენი ფეხებისკენ და მისი პენისი — თქვენს პირთან.
-
ჯდომით. ერთი სკამი, ორი პოზა. პარტნიორი დაჯდეს სკამზე (ან საწოლზე) და მის წინ მუხლებზე დადექით. ალტერნატიულად, თქვენ დაჯექით სკამზე (ან საწოლზე), თქვენი პარტნიორი კი წინ დაგიდგეთ, ფეხები ოდნავ გაშალოს და თქვენ მისი პენისისკენ გადაიხარეთ.
-
მხარ-თეძოზე. ეს ერთ-ერთი ყველაზე კომფორტული პოზაა მინეტისთვის და იდეალურია დილის მოდუნებული და ცოტა ზარმაცი ორალური სესიისთვის. ამ დროს თქვენი პარტნიორი ზურგზე წევს, თქვენ კი გვერდულად წევხართ და მის ტორსს (ტანს) იყენებთ ბალიშად, პარალელურად კი ხელებითა და პირით ასრულებთ საქმეს.
უსაფრთხოება და ჰიგიენა
უსაფრთხო ფელაციისთვის ძალიან კარგი ვარიანტია არომატული პრეზერვატივი. ის ამცირებს სგგი-ების გადადების რისკს, თანაც შერჩეული გემო პროცესს უფრო სასიამოვნოს ხდის თქვენთვის.
► ორალურ სექსამდე და სექსის შემდეგ აუცილებელია გენიტალიის დაბანა, ასევე პირის ღრუს გასუფთავება.
წყარო: It’s Normal
თუკი თქვენს პარტნიორს რიმინგი სურს
ხშირად დასმული კითხვები
რა არის რიმინგი? რიმინგი (ინგლ. Rimming), იგივე ანილინგუსი, არის პირითა და ენით ანუსის სტიმულაცია (ორალურ-ანალური სექსი).
პირში განავალი არ მოხვდება? არ მოგატყუებთ — ამის ალბათობა არსებობს. რბილი ნაჭრით და საპნითა და წყლით ჩამობანა, როგორც წესი, საკმარისია ანუსიდან ფეკალური მასის ნარჩენების მოსაშორებლად.
როგორ მოვიქცე, თუ იქ თმა დამხვდა? დიდი არაფერი, ეს უბრალოდ თმაა. თუ პარტნიორს საჯდომისა და ანუსის გაპარსვა არ სურს, ეს მისი საქმეა, თუმცა თუ ეს თქვენთვის მაინც არაკომფორტულია, არ ხართ ვალდებული, გააკეთოთ რიმინგი.
ენით შეღწევა საჭიროა თუ პენეტრაციის გარეშე სჯობს? ყველაფერი თქვენი და თქვენი პარტნიორის კომფორტსა და სურვილებზეა დამოკიდებული. ენა არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეყოთ იქ, სადაც არ გსურთ ან თქვენს პარტნიორს არ სურს. თუ პარტნიორს ამის სურვილი აქვს, ენის ნაცვლად ანუსში პენეტრაცია შეგიძლიათ თითებით ან ანალური საცობით (ე.წ. „ბატ-პლაგით“; ინგლ. Butt-plug).
► იხილეთ აგრეთვე: ანალური სექსი — რა უნდა ვიცოდეთ?
ტექნიკა
სცადეთ შემდეგი მოძრაობები:
-
დაიწყეთ პარტნიორის დუნდულების ალოკვითა და კოცნით.
-
ენა ბრტყლად, მოდუნებულ მდგომარეობაში დადეთ ანუსის ხვრელის ქვემოთ და ნელა აუსვით ზემოთ და ქვემოთ.
-
ენა გაამყარეთ და ენის წვერით წრეები შემოხაზეთ ხვრელის ირგვლივ. თავიდან სულ ოდნავ დააწექით, შემდეგ კი სიამოვნების ზრდასთან ერთად ნელ-ნელა უფრო ძლიერად და სწრაფად გააგრძელეთ.
-
თუკი პარტნიორს პენეტრაციაზე შეუთანხმდით, სწორედ ახლაა იმის დრო, რომ ნაზად შეყოთ ანუსში ენა, თითი ან სექს-სათამაშო.
-
გააგრძელეთ თქვენი ენის გამოყენება დუნდულებზე, დუნდულებს შორის ან შორისზე (უბანი ანუსსა და გენიტალიას შორის), სანამ პარტნიორი არ დაკმაყოფილდება.
პოზები
ე.წ. „დოგი სთაილი“ („ძაღლურად“; ინგლ. Doggy style) საუკეთესო პოზაა რიმინგისთვის — როდესაც ერთი პარტნიორი მუხლებზე დგას, გადახრილია და იდაყვებით ან ხელისგულებით ეყრდნობა ზედაპირს ან ბალიშს, მეორე კი უკნიდან ენით ახდენს მისი ანუსის სტიმულაციას. ეს პოზა დაწოლის ძალისა და მოძრაობის თანაბარ თავისუფლებასა და კონტროლს გაძლევთ თქვენ და თქვენს პარტნიორს, რაც იმის აღმოჩენაში დაგეხმარებათ, თუ რა მოგწონთ ორივეს.
უსაფრთხოება და ჰიგიენა
უსაფრთხო რიმინგისთვის საჭიროა სტომატოლოგიური კაშხალი ან ჩვეულებრივი პრეზერვატივი, რომელსაც გაჭრით, გაშლით და კაშხლად გამოიყენეთ. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე ფრჩხილების დაჭრა და ხელების დაბანა, თუკი ანუსის თითებით სტიმულაციას გეგმავთ.
წყლითა და საპნით ანუსის გარშემო უბნის ყურადღებით ჩამობანა საკმარისია, თუმცა რიმინგის მიმღებს მეტი სისუფთავისთვის ასევე შეუძლია ოყნის გამოყენება, თუკი ამის სურვილი აქვს.
როდესაც საქმეს დაასრულებთ, შეგიძლიათ პირის ღრუ გამოიწმინდოთ ან/და კბილები გაიხეხოთ. კარგი აზრია ასევე ხელებისა და სახის დაბანა.
ზოგადი რჩევები ორალური სექსისთვის
ახლა, როცა უკვე კონკრეტული ტექნიკები და პოზები იცით, შეგიძლიათ ორალური სექსის დროს სხვა ზოგადი რჩევებიც დაიხმაროთ:
ესაუბრეთ პარტნიორს. კითხვების დასმა საკვანძოა ნებისმიერი ტიპის სექსის დროს. დარწმუნდით, რომ დაწყებამდე პარტნიორი ნამდვილად თანახმაა ყველაფერზე, რის გაკეთებასაც აპირებთ. იმაში გარკვევა, თუ რა აღაგზნებს პარტნიორს, არამხოლოდ დაგეხმარებათ პროცესის დროს, არამედ ასევე ერთგვარი პრელუდიის როლსაც შეასრულებს. ორალური სექსის დროს კითხვების დასმაც ნორმალურია, ამიტომაც პროცესის დროსაც ნუ შეგეშინდებათ იმის კითხვა, თუ რა სიამოვნებს პარტნიორს.
► იხილეთ აგრეთვე: პრელუდია — ინტიმური სიახლოვე სექსის წინ
გამოიყენეთ თქვენი სუნთქვა. სუნთქვა ცხელი და ტენიანია, ამიტომაც კანზე მისი შეგრძნება ძალიან სასიამოვნოა. პირი პარტნიორის კანიდან 2-3 სმ-ის მოშორებით მიიტანეთ და ცხელი ჰაერი შეასუნთქეთ, რათა ის უფრო მეტად აღიგზნოს.
გამოეცით ხმა. გააგებინეთ პარტნიორს, რამდენად მოგწონთ მისთვის ამის კეთება. კვნესის, ლოკვის, ხვრეპის, ფურთხის ხმა — ყველაფერი მოსულა!
უყურეთ თვალებში. პარტნიორის თვალებში ყურება, სანამ მას ორალურ სექსს უკეთებთ, ძალიან სექსუალურია. ეს ასევე კარგი გზაა საიმისოდ, რომ პარტნიორი რეაქცია გაიგოთ იმ მოძრაობებზე, რომლებსაც ასრულებთ, და დაადგინოთ, რა მოსწონს და რა არ მოსწონს მას.
ამუშავეთ ხელები. ნუ მოგერიდებათ ხელების გამოყენება ორალური სექსის დროს! ხელებით შეგიძლიათ ვაგინის სასქესო ბაგეები გადაწიოთ სასურველ უბნებთან მეტი ხელმისაწვდომობისთვის, ან პენისის ტანი დაზილოთ და მოუჭიროთ, სანამ პენისის თავს ენით ეფერებით.
გამოიკვლიეთ სხეულის სხვა უბნები. ორალური სექსის დროს შეგიძლიათ პირით, ხელებით ან სექს-სათამაშოთი პარტნიორის სხეულის სხვა ეროგენული ზონების გამოკვლევა, რათა სიამოვნება და ორგაზმი უფრო მრავალფეროვანი გახდეს.
დაამატეთ ლუბრიკანტი. კი, მართალია, რომ პირს საკმარისი სისველე აქვს, თუმცა ლუბრიკანტის გამოყენება არასდროსაა ზედმეტი! თანაც არომატულ ლუბრიკანტს შეუძლია ორალური სექსი ბევრად უფრო გემრიელი გახადოს, ხელით ან სათამაშოთი მიხმარება კი — უფრო მარტივი და სასიამოვნო.
მიიყვანეთ ზღვარზე. ზღვარზე მიყვანა (ე.წ. „ეჯინგი“; ინგლ. Edging), იგივე ორგაზმის კონტროლი, ძალიან კარგი გზაა მთელი სხეულის ამაცახცახებელი ორგაზმების მისაღწევად. ამ დროს თქვენ პარტნიორი ორგაზმის ზღვარზე მიგყავთ, მაგრამ სანამ მას მიაღწევდეს, დაახლოებით 30 წამით ჩერდებით, შემდეგ კი სტიმულაციას ხელახლა იწყებთ. ეს სიამოვნების დაგროვებას უწყობს ხელს, რაც საბოლოოდ პარტნიორს თავბრუდამხვევ ორგაზმამდე მიიყვანს.
► ორალური სექსი შეიძლება ძალიან ინტიმური აქტი იყოს, ზოგჯერ სექსის სხვა ფორმებზე უფრო ინტიმურიც, თუმცა მან შეიძლება იმდენად ძლიერი შეგრძნებები აღძრას, რომლებიც, შესაძლოა, ყველასთვის კომფორტული არ იყოს. გახსოვდეთ, რომ ორალური სექსის მიღება ან გაცემა ყველას არ უყვარს — ეს ძალიან ინდივიდუალური არჩევანია. თუკი არ ხართ დარწმუნებული, რას ფიქრობთ ამ საკითხზე თქვენ ან თქვენი პარტნიორი, იყავით ღია და გულწრფელი და ესაუბრეთ მას ამაზე. თუნდაც პარტნიორთან გრძელვადიანი სექსუალური ურთიერთობა გქონდეთ, თანხმობა ყოველთვის მნიშვნელოვანია.
გაამოთ!
► იხილეთ აგრეთვე: