გუშინ, 15 დეკემბერს, ცნობილი ამერიკელი ავტორი, პროფესორი, ფემინისტი და ადამიანის უფლებათა აქტივისტი ბელ ჰუქსი გარდაიცვალა.
ჰუქსმა სასკოლო განათლება სეგრეგირებულ — რასობრივად დაყოფილ — სკოლაში მიიღო. შემდეგ კი სწავლა სტენფორდის უნივერსიტეტში განაგრძო.
მისი პირველი წიგნი „და რა, მე ქალი არ ვარ? შავკანიანი ქალები და ფემინიზმი” 1981 წელს გამოიცა.
► იხილეთ აგრეთვე: „და რა, მე ქალი არ ვარ?“ — სოჯერნერ თრუსი
მას შემდეგ ბელ ჰუქსმა 30-ზე მეტი წიგნი და მრავალი სამეცნიერო სტატია დაწერა. ის აქტიურად მონაწილეობდა დოკუმენტურ ფილმებსა და საჯარო ლექციებში და მისი ნამუშევრები თუ გამოსვლები რასას, კლასს, გენდერს, ხელოვნებას, ისტორიას, სექსუალობას, მასობრივ მედიასა და ფემინიზმს ეხებოდა.
„მინდა, ჩემი საქმიანობა განკურნებას ემსახურებოდეს. მე ძალიან იღბლიანი მწერალი ვარ, რადგან თითქმის ყოველდღე ვიღებ სამადლობელ წერილს ან სატელეფონო ზარს, სადაც ჩემი მკითხველი მეუბნება, თუ როგორ შეცვალა ჩემმა ნაწერმა მისი ცხოვრება“ — ამბობდა ჰუქსი ერთ-ერთ ინტერვიუში.
მთავარი სურათი: kobbygraham.com