Facebook Script

ხელბურთის ფედერაციამ კრიტიკის შემდეგ სექსისტური უნიფორმები შეცვალა

02 ნოემბერი, 2021 | სიახლეები

ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (IHF-მა) უნიფორმის რეგულაციები შეცვალა, რაც ნიშნავს, რომ ქალი ხელბურთელები ამიერიდან ბიკინის ნაცვლად შორტებით ითამაშებენ.

ცვლილება მას შემდეგ მოხდა, რაც რამდენიმე თვის წინ ნორვეგიის ხელბურთის ქალთა გუნდი ესპანეთთან გამართულ შეხვედრაში შორტების ჩაცმის გამო დააჯარიმეს. ევროპის ხელბურთის ფედერაციამ მაშინ განაცხადა, რომ შორტები „შეუსაბამო ჩაცმულობა“ იყო და გუნდი 1500 ევროთი დააჯარიმა. მომღერალმა Pink-მა ამ რეგულაციებს „სექსისტური“ უწოდა და ნორვეგიის გუნდს მათ სანაცვლოდ ჯარიმის გადახდა შესთავაზა.

უნიფორმის ახალ რეგულაციებში წერია: „ქალ სპორტსმენებს აუცილებლად უნდა ეცვათ მოკლე, ტანზე მომდგარი შორტები“. ასევე ტანზე მომდგარი მაისურები, ნაცვლად ძველი რეგულაციებით დაწესებული მოკლე ზედატანისა.

ნორვეგიის ხელბურთის ქალთა გუნდი / Instagram

კრიტიკის შემდეგ ხელბურთის ფედერაციას რეგულაციების შეცვლა მოსთხოვეს. სექტემბერში ნორვეგიის, დანიის, ფინეთის, ისლანდიისა და შვედეთის სპორტის მინისტრებმა ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციას უნიფორმის პოლიტიკის გადახედვისკენ მოუწოდეს „გენდერული თანასწორობის შესაბამისად“.

პარალელურად ნორვეგიაში მცხოვრებმა ავსტრალიელმა აქტივისტმა ტალითა სტოუნმა change.org-ზე შექმნა პეტიცია, რომელიც ჯარიმის მოხსნასა და ქალებისთვის შორტით თამაშის უფლების მიცემას ითხოვდა. პეტიციამ მალევე 60 000-ზე მეტი ხელმოწერა დააგროვა.

სტოუნმა განაცხადა, რომ მას იმედი ჰქონდა, რომ წესის ცვლილება „სპორტში სექსიზმის და ქალებისა და გოგოების განივთების დასასრულის დასაწყისი“ იქნებოდა. მისი თქმით, ყველა ქალი და გოგო „სპორტში თავისუფლად უნდა გრძნობდეს თავს, ჩაცმულობაზე დარდისა და სექსუალური შევიწროების შიშის გარეშე“.

ივლისში IHF-მა განაცხადა, რომ „ესმის მიმდინარე გლობალური დისკუსია“ უნიფორმების რეგულაციების შესახებ და დაამატა, რომ „IHF-ის მიზანია, ხელი შეუწყოს ხელბურთისა და მისი დისციპლინების განვითარებას, მათ შორის პლაჟის ხელბურთის, რათა ის უფრო მრავალფეროვანი და ინკლუზიური გახდეს“.

IHF-ის პლაჟის ხელბურთის უახლეს სახელმძღვანელოში, რომელიც 3 ოქტომბრითაა დათარიღებული, უკვე განახლებული რეგულაციები წერია.

წყარო: CNN / BBC

მთავარი ფოტო: JOZO CABRAJA / KOLEKTIFF

მსგავსი სტატიები

ბელ ჰუქსი

ამერიკელი მწერალი და ფემინისტი ბელ ჰუქსი გარდაიცვალა

გუშინ, 15 დეკემბერს, ცნობილი ამერიკელი ავტორი, პროფესორი, ფემინისტი და ადამიანის უფლებათა აქტივისტი, ბელ ჰუქსი, გარდაიცვალა.

სიახლეები
ფემეა, Femea, მოზარდები, კამპანია, პროექტი, თინეიჯერები

ფემეა იწყებს კამპანიას მოზარდების ინფორმაციული გაძლიერებისთვის

„ფემეა“ ორგანიზაციის „ქალთა ფონდი საქართველოში“ ფინანსური მხარდაჭერით იწყებს პროექტს „გოგოების ინფორმაციული გაძლიერება სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებთან დაკავშირებით“.

სიახლეები
კონკურსი, ბლოგი, ბლოგერები, ილუსტრაცია, ილუსტრატორები, ფემეა, ქალები, ქალთა, უფლებები, ფემინიზმი, konkursi, blogi, blogerebi, ilustracia, ilustratorebi, femea, qalebi, qalta, uflebebi, feminizmi

კონკურსი ბლოგერებისა და ილუსტრატორებისთვის

„ფემეა“ აცხადებს კონკურსს იმ ბლოგერებისა და ილუსტრატორებისთვის, რომელთაც ზემოთ ჩამოთვლილ საკითხებზე მუშაობა აინტერესებთ და მზად არიან, შექმნან წერილობითი ან ვიზუალური საინფორმაციო მასალები და შეიტანონ თავიანთი წვლილი ქალთა და სხვა ჩაგრული ჯგუფების ინფორმაციულ გაძლიერებაში.

სიახლეები
ფემეა, საინფორმაციო, კამპანია, ქალები, ქალთა, მიმართ, ძალადობა, ფემიციდი, ოჯახური, სექსუალური, femea, sainformacio, kampania, qalebi, qalta, mimart, dzaladoba, femicidi, ojaxuri, seqsualuri, მკვლელობა, mkvleloba

ფემეა იწყებს საინფორმაციო კამპანიას ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ

„ფემეა“ ორგანიზაციის „Urgent Action Fund“ ფინანსური მხარდაჭერით იწყებს პროექტს „საინფორმაციო კამპანია ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“.

სიახლეები
ვაკანსია, ფემეა, ვიდეო, კონტენტი, სოციალური, მედია

ვაკანსია — ვიდეო კონტენტის შემქმნელი სოციალური მედიისთვის

ქალების ინფორმაციული გაძლიერების პლატფორმა „ფემეა“ ეძებს ვიდეო კონტენტის შემქმნელს TikTok-ის, Meta-ს Reels-ებისა და YouTube Shorts-ებისთვის.

სიახლეები

გააზიარე სტატია

ხელბურთის ფედერაციამ კრიტიკის შემდეგ სექსისტური უნიფორმები შეცვალა

ხშირად დასმული კითხვები

?

...

დამატებითი ინფორმაცია