„ფემეა“ ორგანიზაციის „ქალთა ფონდი საქართველოში“ ფინანსური მხარდაჭერით იწყებს პროექტს „გოგოების ინფორმაციული გაძლიერება სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებთან დაკავშირებით“.
პროექტის მთავარი მიზანია, ინფორმაციულად გააძლიეროს მოზარდები და მათი მშობლები სექსუალურ-რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებთან დაკავშირებულ ისეთ საკითხებზე, რომლებიც საზოგადოებაში ტაბუდადებულია და ხშირად მოზარდების დარცხვენის საბაბი ხდება.
პროექტის ფარგლებში Femea.ge-ზე განთავსდება ინფორმაცია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: სხეული და გარდატეხის ასაკი, სქესობრივი მომწიფება და მასთან დაკავშირებული ყურადსაღები პროცესები, მოზარდების უსაფრთხოება და ა.შ. გარდა ამისა, შეიქმნება საინფორმაციო სტატიები მშობლებისთვის, შვილებთან ჯანსაღი კომუნიკაციის ფორმებსა და მნიშვნელობაზე, შშმ მოზარდების სპეციფიკურ გამოცდილებებსა და მოზარდის მხარდაჭერის გზებზე, სქესობრივ მომწიფებაზე და ა.შ.
პროექტის ფარგლებში შექმნილი საინფორმაციო მასალები განთავსდება Femea.ge-ზე, ფემეას Facebook, Instagram, Youtube და Tiktok გვერდებზე. გარდა ამისა, ეტაპობრივად დაემატება ამ სტატიაში ბმულების სახით.
პროექტის ფარგლებში შექმნილი სტატიები და ვიდეოები:
-
სქესობრივი მომწიფება — ფიზიკური ცვლილებები გარდატეხის ასაკში
-
სქესობრივი მომწიფება — ემოციური და ფსიქოლოგიური ცვლილებები გარდატეხის ასაკში
-
ქვიარ მოზარდები და სქესობრივი მომწიფება — მათი გამოწვევები და საჭიროებები გარდატეხის ასაკში
-
შშმ მოზარდები და სქესობრივი მომწიფება — მათი გამოწვევები და საჭიროებები გარდატეხის ასაკში
-
ვიდეო — სქესობრივი მომწიფება და მასთან დაკავშირებული ფიზიკური ცვლილებები
-
ემოციური ძალადობა მოზარდებზე — გავრცელებული ფორმები და მათი ამოცნობის გზები
-
რა არის სექსუალური შევიწროება? — მისი ფორმები, ამოცნობის გზები და მასთან გამკლავება
-
მოზარდების საფრთხეები ციფრულ სამყაროში — კიბერბულინგი, შანტაჟი, და მათთან გამკლავების საშუალებები
-
მოზარდები და ჯანსაღი სექსუალური საზღვრები — რა უნდა ვიცოდეთ?
-
რა არის მენსტრუაცია? — ციკლის ეტაპები და საჭირო ჰიგიენური პროდუქტები
-
3 ყველაზე გავრცელებული მენსტრუალური დარღვევა — გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის გზები
-
პრემენსტრუალური სინდრომი, ანუ „პიემესი“ (PMS) — გამომწვევი მიზეზები და გამკლავების გზები
-
რა უნდა ვიცოდეთ სქესობრივი ცხოვრების დაწყებამდე? — საჭირო ინფორმაცია და რჩევები
-
რჩევები მშობლებს — მოზარდებთან ჯანსაღი კომუნიკაცია სქესობრივ მომწიფებაზე
-
რჩევები მშობლებს — შშმ მოზარდებთან ჯანსაღი კომუნიკაცია სქესობრივ მომწიფებაზე
-
რჩევები მშობლებს — როგორ მივუდგეთ შვილის სქესობრივ მომწიფებას?
-
ადრეული ქორწინება — მისი გამომწვევი მიზეზები და საზიანო შედეგები
-
ადრეული ქორწინება და არასასურველი ორსულობა — რისკები და გამოწვევები
-
20 მითი კონტრაცეფციაზე — ფაქტები ორსულობის თავიდან აცილების შესახებ
-
რა არის ენდომეტრიოზი? — სიმპტომები, გამომწვევი მიზეზები და მკურნალობა