ტექსტი:
ამ ვიდეოში სექსუალობასთან დაკავშირებულ ჯანსაღ საზღვრებზე ვისაუბრებთ.
საზღვრები ის ლიმიტებია, რომლებსაც საკუთარი თავის ტკივილისგან, ზიანისგან, მანიპულაციისგან ან არასასურველი ზეგავლენისგან დასაცავად ვაწესებთ.
საზღვრებით სხვა ადამიანებს ვამცნობთ, თუ ვინ ვართ, რა ღირებულებები გვაქვს და როგორ გვინდა რომ მოგვექცნენ.
სექსუალობასთან მიმართებით სამი ტიპის საზღვრებია მნიშვნელოვანი:
-
ემოციური, იგივე მენტალური საზღვრები
ბევრი მოზარდისთვის ცხოვრების ახალი ეტაპები, მათ შორის სექსი და სექსუალობა, საშიშიცაა და ამაღელვებელიც.
სწორედ ამიტომ, აუცილებელია შემდეგი კითხვების დასმა:
-
როგორ უნდა მივხვდე, რომ ურთიერთობაში პატივს მცემენ ან არ მცემენ?
-
როგორ მივხვდე, რაღაც მართლა მინდა, თუ პარტნიორს უარს ვერ ვეუბნები?
-
ზოგადად სექსზე ფიქრი როგორ მაგრძნობინებს თავს?
შემდეგი
-
ფიზიკური საზღვრებია
რამდენადაც მნიშვნელოვანია, საკუთარი ფიზიკური საზღვრების დაწესება და დაცვა, იმდენადვე აუცილებელია, სხვების საზღვრების პატივისცემა.
ფიზიკურ საზღვრებთან დაკავშირებული კითხვები შეიძლება იყოს:
-
რა ტიპის შეხებაა მისაღები და მიუღებელი ჩემთვის?
-
რა შემიძლია გავაკეთო, თუ ვგრძნობ, რომ ჩემი ფიზიკური საზღვრები ირღვევა?
-
შევძლებ „არას” თქმას, როცა ეს საჭირო იქნება?
და ბოლოს
-
ციფრული საზღვრები
ციფრულ სამყაროში სექსუალური ხასიათის მიმოწერა ან ფოტოების გაგზავნა, სექსზე საუბარი და დისკუსია ხშირია. სწორედ ამიტომ, აუცილებლად უნდა დავსვათ შემდეგი კითხვები:
-
რამდენად ვენდობი სოციალურ მედიას ან ადამიანებს, ვისაც ვწერ და ფოტოებს ვუგზავნი? ხომ არ არის შესაძლებელი, რომ ეს ფოტოები იმაზე მეტმა ადამიანმა ნახოს, ვიდრე მე მინდა?
-
როგორ ვფიქრობ, უნდა მივცე თუ არა ჩემს სოციალური მედიის ანგარიშებზე წვდომა რომანტიკულ პარტნიორს ან მეგობარს?
გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი ურთიერთობისთვის აუცილებელია წნეხის გარეშე გაცემული თანხმობა, უსაფრთხოების განცდა და თავისუფლების შეგრძნება.
დააწესეთ, გააძლიერეთ და დაიცავით თქვენი საზღვრები და არასდროს დაგავიწყდეთ სხვების საზღვრების პატივისცემა!
სცენარის ავტორი: ვერო მელუა
გრაფიკული დიზაინერი: ანო ნეფარიძე
მოუშენ დიზაინერი: იერვანდ მურადიანი
♦ ვიდეო მომზადებულია ფონდის „ქალთა ფონდი საქართველოში“ ფინანსური მხარდაჭერით.