Facebook Script

ვიდეო — კიბერბულინგის ფორმები და მისგან თავის დაცვის გზები

ტექსტი:

ციფრულ სამყაროში ჩაგვრის მსხვერპლი შეიძლება ნებისმიერი ადამიანი გახდეს, თუმცა ამის მიმართ განსაკუთრებით მოწყვლადები მოზარდები არიან.

ამ ვიდეოში კიბერბულინგის გავრცელებულ ფორმებსა და მისგან თავის დაცვაზე ვისაუბრებთ.

მოზარდებში კიბერბულინგის ყველაზე გავრცელებული ფორმებია:

  1. შევიწროება — მსხვერპლის დარცხვენა, დაშინება ან მისი დაცინვა.

  2. შანტაჟი — ფოტო- ან ვიდეომასალის, პირადი მიმოწერის ამსახველი ე.წ. „სქრინების“ ან, ზოგადად, ნებისმიერის სახის პირადი ინფორმაციის გავრცელებით დამუქრება.

  3. მიზანმიმართული გარიყვა — მსხვერპლის რაიმე ჯგუფიდან განზრახ გარიცხვა. 

  4. იმპერსონიზაცია — მსხვერპლის სახელით ყალბი პროფილის შექმნა.

  5. ე.წ. „ქეთფიშინგი“ — ყალბი იდენტობით სოციალურ ქსელებში ხალხთან კომუნიკაცია. განსაკუთრებით ხშირია გაცნობის საიტებზე.

კიბერბულინგი ფსიქიკური ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს იწვევს, მათ შორის:

  • დეპრესიას

  • შფოთვას

  • ძილის დარღვევას

  • საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემებს

  • გაღიზიანებასა და სტრესს

  • დაუცველობის შეგრძნებას

  • უიმედობის, მარტოსულობისა და უძლურების განცდას.

თუ კიბერბულინგის მსხვერპლი ხართ:

  • ესაუბრეთ თქვენთვის სანდო უფროსებს ამაზე;

  • ეცადეთ, ყურადღება არ მიაქციოთ მჩაგვრელს;

  • შეინახეთ კიბერბულინგის ყველა მტკიცებულება;

  • დაბლოკეთ ის ანგარიშები, რომლებიც თავს ცუდად გაგრძნობინებთ;

  • მოერიდეთ უცხო ხალხთან ონლაინ კომუნიკაციას;

  • ფოტო ან ვიდეომასალის გაგზავნამდე, დარწმუნდით, რომ ადრესატი ნამდვილად სანდოა.

გახსოვდეთ, რომ კიბერბულინგთან გამკლავება შესაძლებელია. ამისთვის საჭიროა უსაფრთხოების ზომების დაცვა, სანდო უფროსებთან კომუნიკაცია და მათი მხარდაჭერის მიღება.

სცენარის ავტორი: ვერო მელუა

გრაფიკული დიზაინერი: ანო ნეფარიძე

მოუშენ დიზაინერი: იერვანდ მურადიანი

♦ ვიდეო მომზადებულია ფონდის „ქალთა ფონდი საქართველოში“ ფინანსური მხარდაჭერით.

მსგავსი სტატიები

მოზარდები, საფრთხე, ინტერნეტი, ციფრული სამყარო, კიბერბულინგი, შანტაჟი, ქეთფიშინგი, ნუდები, გარიყვა,

მოზარდების საფრთხეები ციფრულ სამყაროში — კიბერბულინგი, შანტაჟი, და მათთან გამკლავების საშუალებები

კიბერბულინგი და მისი ფორმები — როგორ დავიცვათ თავი ონლაინ სივრცეში? რჩევები მოზარდებსა და მშობლებს

ჩემი უსაფრთხოება
სექსტინგი, კიბერსექსი, ინტიმური, სექს-მიმოწერა, სექსი, ონლაინ, გასათვალისწინებელი, უსაფრთხოება, თავდაცვა, კიბერბულინგი, შანტაჟი, sexting, seqstingi, ვირტი, virti,

სექსტინგი, ანუ ინტიმური სექს-მიმოწერა — რა უნდა ვიცოდეთ?

რა არის სექსტინგი, ანუ ვირტუალური სექსი? რატომ შეიძლება დავკავდეთ „ვირტით“ და რა უნდა გავითვალისწინოთ? „ნუდები“ და მასთან დაკავშირებული საფრთხეები — დამცირება, შანტაჟი და მასთან გამკლავების გზები.

სიამოვნება და სექსი
ქალები, პოლიტიკა, პოლიტიკაში, ჩართულობა, ხელისშემშლელი, ფაქტორები, ბარიერები, ფემინიზმი, qalta, qalebi, politika, politikashi, chartuloba, xelisshemshleli, faqtorebi, barierebi, feminizmi, politikosi, პოლიტიკოსი

ქალთა პოლიტიკაში ჩართულობის ხელისშემშლელი ფაქტორები

ლეილა ჩხეტიანის სტატია, რომელმაც II ადგილი დაიკავა ფემეას „ბლოგერებისა და ილუსტრატორების კონკურსის“ „საუკეთესო სტატიის“ კატეგორიაში.

ჩემი უსაფრთხოება
ტექნოლოგიები, ქალები, გენდერული, ნიშნით, ძალადობა, ტფგბვ, ფორმები, თავდაცვის, გზები, უსაფრთხოება, teqchnologiebi, qalebi, genderuli, nishnit, dzaladoba, tfgbv, formebi, tavdacvis, gzebi, usafrtxoeba, ინტერნეტი, ნუდები, interneti, nudebi

ტექნოლოგიების გამოყენებით ჩადენილი გენდერული ნიშნით ძალადობა (TFGBV) — მისი ფორმები და თავდაცვის გზები

რას გულისხმობს ტექნოლოგიების გამოყენებით ჩადენილი გენდერული ნიშნით ძალადობა (TFGBV), რა ფორმებით შეიძლება ის გამოვლინდეს და რა გზებითაა შესაძლებელი მისგან თავის დაცვა

ონლაინ უსაფრთხოება

გააზიარე სტატია

ვიდეო — კიბერბულინგის ფორმები და მისგან თავის დაცვის გზები

ხშირად დასმული კითხვები

?

...

დამატებითი ინფორმაცია