Facebook Script

მოზარდების საფრთხეები ციფრულ სამყაროში — კიბერბულინგი, შანტაჟი, და მათთან გამკლავების საშუალებები

ტექნოლოგიურ განვითარებასა და ინტერნეტთან ხელმისაწვდომობას უამრავ დადებით ფაქტორთან ერთად უარყოფითი შედეგიც მოსდევს. მისი საშუალებით ჩაგვრამ ონლაინ სივრცეშიც გადაინაცვლა და მას კიბერბულინგის სახელით ვიცნობთ. მის ფორმებს ყოველდღიურად ვაწყდებით სხვადასხვა სოციალურ სივრცეში და უამრავი ჩვენგანი მისი მსხვერპლიც კი გამხდარა.

რა არის კიბერბულინგი?

კიბერბულინგი ელექტრონული მოწყობილობების გამოყენებით სხვა ადამიანის მიმართ შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი ან მუქარის შემცველი შეტყობინებების გაგზავნა და გავრცელებაა. ციფრულ სამყაროში ჩაგვრის მსხვერპლი შეიძლება ნებისმიერი ადამიანი გახდეს, თუმცა ამის მიმართ განსაკუთრებით მოწყვლადი მოზარდები არიან.

კიბერბულინგის ფორმები

მოზარდებში კიბერბულინგის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმა შევიწროებაა, რომელიც შეიძლება ხდებოდეს როგორც საჯარო ონლაინ სივრცეში, ისე პირად შეტყობინებებში. მისი მიზანია, მსხვერპლს თავი შერცხვენილად აგრძნობინოს, დასცინოს ან შეაშინოს. შევიწროებისას დამამცირებელი კომენტარები  ძირითადად  პიროვნების სქესს, რასას, სექსუალურ ორიენტაციას, აღმსარებლობას, გარეგნობას, ეკონომიკურ მდგომარეობას, სოციალურ სტატუსსა თუ სხვა მახასიათებელს მიემართება. ჩაგვრის ასეთი გამოვლინება გავლენას ახდენს მოზარდის ჩამოყალიბებაზე, ემოციურ ფონსა და თვითშეფასებაზე, რაც დროთა განმავლობაში შეიძლება უფრო მძიმე ფორმებში გადაიზარდოს.

ონლაინ შევიწროება პირადი ინფორმაციით შანტაჟსაც მოიაზრებს. მჩაგვრელი შეიძლება ფლობდეს ფოტო- ან ვიდეომასალას, პირადი მიმოწერის ამსახველ ე.წ. „სქრინებს“ ან, ზოგადად, ნებისმიერის სახის პირად ინფორმაციას და მსხვერპლს ამ მასალის გავრცელებით ემუქრებოდეს.

კიბერბულინგი მხოლოდ პიროვნების შეურაცხყოფასა და დამცირებას არ გულისხმობს. მისი ერთ-ერთი გამოხატულება მსხვერპლის ე.წ. გარიცხვაა, რომელიც პიროვნების რაიმე ჯგუფიდან მიზანმიმართულ გარიყვას გულისხმობს. თინეიჯერებში ჩაგვრის ეს მეთოდი განსაკუთრებით პოპულარულია. მიუხედავად იმისა, რომ ბულინგის ეს ფორმა განსაკუთრებით სასტიკად არ ჟღერს, გარიყვამ შეიძლება ძალიან მძიმედ იმოქმედოს მსხვერპლზე.

ონლაინ ჩაგვრის ფორმად მიიჩნევა იმპერსონიზაციაც, რომელიც სხვა პიროვნებად თავის გასაღებას გულისხმობს. ასეთ დროს ე.წ. „ბულერმა“ შეიძლება შექმნას მსხვერპლის სახელით ყალბი პროფილი და სიძულვილის შემცველი საჯარო კომენტარები წეროს. ამით იგი ცდილობს, საზოგადოებას მსხვერპლზე არასწორი წარმოდგენა შეუქმნას.  იმპერსონიზაციაში იგულისხმება სოციალური ქსელებში ონლაინ პროფილების გატეხაც და მსხვერპლის ანგარიშიდან დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი შეტყობინებების გაგზავნა. 

იმპერსონიზაციის ერთ-ერთი საშიში ფორმა ე.წ. „ქეთფიშინგი“ (ინგლ. Catfishing). ამ დროს თაღლითი ყალბი იდენტობით სოციალურ ქსელებში ხალხს ეცნობა. იმპერსონიზაციის ამ ფორმას  განსაკუთრებით ხშირად გაცნობის საიტებზე შეხვდებით. სხვის სახელსა და ფოტოს ამოფარებული მჩაგვრელი ვირტუალურ ურთიერთობას აბამს მსხვერპლთან. მას სხვადასხვა მიზანი შეიძლება ამოძრავებდეს, მათ შორის ფინანსური. პირადი ინფორმაციის გამხელის შემთხვევაში, შესაძლოა, თაღლითმა მსხვერპლის შანტაჟიც კი სცადოს.

სტატისტიკა და კიბერბულინგის შედეგები

აშშ-ის განათლების სტატისტიკის ეროვნული ცენტრის 2019 წლის მონაცემების მიხედვით, 12-18 წლამდე მოზარდების დაახლოებით 15% ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე გამხდარა კიბერბულინგის მსხვერპლი, მათი უმეტესობა კი 13-15 წლამდე ასაკის იყო. ამავე სტატისტიკის მიხედვით, კიბერბულინგის მსხვერპლი მოზარდები ორჯერ უფრო მეტად არიან მიდრეკილი სუიციდისა და თვითდაზიანებისკენ. ეს მონაცემები კიდევ უფრო მაღალია ლგბტქ+ მოზარდებში.

ამავე კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 6.2%-მა აღიარა, რომ გასული წლის გარკვეულ პერიოდში თავად იყო მჩაგვრელი ციფრულ სამყაროში. ეს მონაცემები განსაკუთრებით მაღალი 13 წლის მოზარდებშია.

Journal of Medical Internet Research-ის 2018 წლის კვლევის თანახმად, კიბერბულინგი ფსიქიკური ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს იწვევს. მისი  უკიდურესი და ყველაზე მძიმე გამოვლინება თვითმკვლელობის მცდელობაა. ამასთანავე, კიბერბულინგი მოზარდებში იწვევს: 

  • დეპრესიას

  • შფოთვას

  • ძილის დარღვევას

  • კუჭის ტკივილს

  • საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემებს

  • გაღიზიანებას

  • სტრესს

  • დაუცველობის შეგრძნებას

  • უიმედობის, მარტოსულობისა და უძლურების განცდას.

რჩევები მოზარდებს

ამ პრობლემებთან გამკლავება მარტივი ნამდვილად არაა, მაგრამ ფსიქოლოგები მოზარდებს ურჩევენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ კიბერბულინგის მსხვერპლი აღმოჩნდებიან, ამაზე ხმამაღლა ისაუბრონ. საუკეთესო გამოსავალია, რომ ამ დროს წუხილს ზრდასრულს გაუზიარებთ — ისეთ ადამიანს, რომელსაც ენდობით. შეიძლება, თავდაპირველად ამ თემაზე საუბარი გაგიჭირდეთ, ან შეგრცხვეთ, თუმცა აუცილებელია, გაიაზროთ, რომ მისი დამალვის შემთხვევაში, შესაძლოა, ვითარება კიდევ უფრო გაუარესდეს. 

კიბერბულინგისგან გათავისუფლების კიდევ ერთი გზა იგნორია — აგრესორის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ხომ ისაა, რომ მსხვერპლს თავი ცუდად აგრძნობინოს. არ აჰყვეთ მჩაგვრელს, დროებით გვერდით გადადეთ ტელეფონი თუ ლეპტოპი. დაკავდით ისეთი საქმით, რომლის კეთებაც გიყვართ და სიამოვნებას განიჭებთ. ეცადეთ, რომ თქვენი გონება სრულად მოწყდეს ციფრულ სამყაროს. არ იფიქროთ შურისძიებაზე. თუმცა, ამავდროულად, აუცილებელია, შეინახოთ კიბერბულინგის ყველა მტკიცებულება: ფოტოები, მიმოწერები, კომენტარები და პოსტები. იმ შემთხვევაში, თუ აგრესორი დამცირებას, მუქარასა თუ შანტაჟს არ შეწყვეტს, მშობელთან ერთად მჩაგვრელის წინააღმდეგ ბრძოლა იურიდიული გზით უნდა გააგრძელოთ და მას უნდა უჩივლოთ.

სოციალური მედიის პლატფორმებზე დაბლოკეთ ყველა ის ანგარიში, რომელიც თავს ცუდად გაგრძნობინებთ.  ამით თავს უფრო დაცულად იგრძნობთ. კიბერბულინგისგან  მოყენებული ზიანისგან გასათავისუფლებლად ფსიქოთერაპიის დაწყებაც კარგი გადაწყვეტილებაა. ფსიქოთერაპევტთან ან ფსიქოლოგთან ერთად უფრო მარტივად შეძლებთ, დაძლიოთ მენტალური პრობლემები.

იმისათვის, რომ კიბერბულინგის მსხვერპლი არ გახდეთ, საჭიროა უსაფრთხოების ზომების დაცვა. მოერიდეთ უცნობ ხალხთან ონლაინ კომუნიკაციას. თუკი გადაწყვეტთ, რომ პირადი ფოტო- ან ვიდეომასალა გააგზავნოთ, დარწმუნდით, რომ ადრესატი ნამდვილად სანდოა. არ იჩქაროთ მისი გაგზავნა ახალგაცნობილ ადამიანთან. შიშველი ფოტოების (ე.წ „ნუდების“) გაგზავნისას ეცადეთ, რომ რომ თქვენი ამოცნობა  შეუძლებელი იყოს. არ გამოაჩინოთ სახე, არც სხვა მაიდენტიფიცირებელი დეტალები — მაგალითად, ტატუ ან ხალი. ყურადღება მიაქციეთ ფონსაც — თუ ვერავინ დაამტკიცებს, რომ ფოტოზე თქვენ ხართ, უფრო მშვიდადაც იქნებით.

რჩევები მშობლებს

ელაპარაკეთ თქვენს შვილს. ასეთ დროს კომუნიკაციას უმნიშვნელოვანესი როლი აქვს. არასდროსაა გვიანი, ესაუბროთ მოზარდს ინტერნეტის საფრთხეებზე და აუხსნათ, თუ როგორ უნდა აიცილოს ეს საფრთხეები თავიდან. 

ამასთანავე, მშობლები ბავშვს რამდენიმე აუცილებელი სოციალური უნარის გამომუშავებაში უნდა დაეხმარონ — უარის თქმა და დახმარების თხოვნა. მოზარდი ინფორმირებული უნდა იყოს საკუთარი უფლებების შესახებ და მან უნდა იცოდეს, თუ ვის მიმართოს იმ შემთხვევაში, თუკი ისინი დაირღვა.

შეიმუშავეთ წესები, რომელთა დაცვაც მოზარდს ინტერნეტსაფრთხეებისთვის თავის არიდებაში დაეხმარება. დაუწესეთ ლიმიტი სმარტფონსა და პლანშეტთან გატარებულ დროზე.

ასწავლეთ, რომ არ გააზიაროს პირადი ინფორმაცია, მოერიდოს საჯარო ვაი-ფაის გამოყენებას, არ გახსნას უცნობი ადამიანებისგან გამოგზავნილი შეტყობინებები, სოციალურ ქსელებში არ დაიმატოს უცხო ანგარიშები და არ გადავიდეს უცხო ბმულებზე, რაც არ უნდა მაცდური შეთავაზება ახლდეს მათ თან.

იყავით ინფორმირებული ყველა ანგარიშის შესახებ, რომელიც მოზარდს აქვს. სთხოვეთ, რომ მეგობრებში დაგამატოთ. გარდა იმისა, რომ ამით მის უსაფრთხოებას გააკონტროლებთ, ეს მასთან დაახლოების გზაც არის. 

წინაპირობად აქციეთ, რომ იყოთ მისი პირველი მეგობარი, რომელსაც თქვენი შვილი დაამატებს სხვადასხვა პლატფორმაზე. აჰყევით მის სურვილს და ჩამოტვირთეთ ყოველი ახალი სოციალური აპლიკაცია ან ქსელი. ეს არა მხოლოდ მოგცემთ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რას აკეთებენ ის ონლაინ სივრცეში, არამედ ასევე გაეცნობით ახალ აპლიკაციას და მის პოტენციურ საფრთხეებს.

► მიუხედავად იმისა, თუ რამდენად ყურადღებიანია მშობელი, ყოველთვის არსებობს საფრთხე, რომ მოზარდი კიბერბულინგის მსხვერპლი გახდეს.

ფსიქოლოგები ამბობენ, რომ თუ მოზარდი უფრო მარტივად ღიზიანდება და ბრაზდება, გახდა ჩაკეტილი და კომუნიკაციას თავს არიდებს, შესაძლოა, ის ბულინგის მსხვერპლი იყოს. გუნება-განწყობის დაქვეითება და იზოლაცია ამის ცხადი ნიშანია. უფრო მძიმე ნიშნებს შორისაა თვითდაზიანებისკენ მიდრეკილება ან ძლიერი ემოციური რეაქციებია.

ფსიქოლოგიურ ტრავმასთან გამკლავების პროცესში აუცილებელია ემოციური მხარდაჭერა. მოზარდმა უნდა იცოდეს, რომ ის მარტო არაა, და მან თავი დაცულად უნდა იგრძნოს. მას არ უნდა ეშინოდეს ან რცხვენოდეს მშობელთან გულახდილად საუბრისა და იმის გამხელის, თუ რა აწუხებს.

სამწუხაროდ, კიბერბულინგი ონლაინ სამყაროს თანმდევი ნაწილია და უსაფრთხოების ზომების დაცვის შემთხვევაშიც კი ხანდახან მისი არიდება შეუძლებელია. მოზარდისთვის განსაკუთრებით რთულია, იყოს კიბერბულინგის მსხვერპლი, რადგან ამ ტიპის ჩაგვრა საკლასო ოთახის საზღვრებს სცდება და სახლშიც მიჰყვება. თუმცა, კიბერბულინგთან გამკლავება შეუძლებელი ნამდვილად არაა. უფროსებთან კომუნიკაცია და მათი მხარდაჭერა მოზარდს აგრძნობინებს, რომ იგი დაცულია, ამ პრობლემასთან მარტო არაა და მშობლის, მასწავლებლისა თუ ფსიქოთერაპევტის დახმარებით მასთან გამკლავებას შეძლებს.

მსგავსი სტატიები

შშმ, შეზღუდული, შესაძლებლობების, მქონე, მოზარდი, სქესობრივი, მომწიფება, გარდატეხის, ასაკი, გამოწვევები, საჭიროებები

შშმ მოზარდები და სქესობრივი მომწიფება — მათი გამოწვევები და საჭიროებები გარდატეხის ასაკში

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები და მოზარდები — როგორ მივუდგეთ მათ სქესობრივი მომწიფებისას (გარდატეხის ასაკში), რაზე ვესაუბროთ და რა ვასწავლოთ? რჩევები მშობლებს ფსიქოლოგისგან და ქცევის თერაპევტისგან.

ჩემი სექსუალობა
ვიდეო, სექსუალობა, სექსი, საზღვრები, უსაფრთხოები, ნუდები, შიშველი, ფოტოები, პარტნიორი, შეყვარებული, ურთიერთობა, ძალადობა, ფსიქოლოგიური, ემოციური, video, seqsualoba, seqsi, sex, sazrvrebi, tanxmoba, თანხმობა

ვიდეო — სექსუალობასთან დაკავშირებული ჯანსაღი საზღვრები

ვიდეო: სექსუალობასთან დაკავშირებული ჯანსაღი საზღვრები — ემოციური, იგივე მენტალური საზღვრები, ფიზიკური საზღვრები და ციფრული საზღვრები. როგორ დავიცვათ საკუთარი თავი?

ჩემი უსაფრთხოება
სექსუალური, განათლება, სექსი, ფაქტები, მითები, ქვიარი, მოზარდები, თინეიჯერები, ლგბტ, ლგბტქ+, lgbt, lgbtq+, queer, qviari, mozardebi, tineijerebi, seqsi, sex, ganatleba

სექსუალური განათლების 8 ფაქტი ქვიარ მოზარდებისთვის

მასტურბაცია, პორნოგრაფია, კომუნიკაცია და თანხმობა, უსაფრთხო სექსი, ანალური სექსი, ორსულობა — სექსუალური განათლების მნიშვნელოვანი ფაქტები, რომლებიც LGBTQ+ მოზარდებმა უნდა იცოდნენ.

ჩემი სექსუალობა
ადრეული, ქორწინება, ადრეული, არასასურველი, ორსულობა, ნაადრევი, რისკები, გამოწვევები, adreuli, qorwineba, gogoebi, gogonebi, გოგოები, გოგონები, ბავშვები, bavshvebi, bavshvta, ბავშვთა

ადრეული ქორწინება და არასასურველი ორსულობა — რისკები და გამოწვევები

რა რისკები ახლავს ადრეულ (ნაადრევ) ქორწინებას? — ნაადრევი სქესობრივი კავშირი, განათლების/სკოლის მიღმა დარჩენა, ოჯახური ძალადობა, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები (სგგი), ადრეული ორსულობა. როგორ მოვაგვაროთ ადრეული ქორწინების პრობლემა?

ჩემი სექსუალობა
ადრეული, ქორწინება, ბავშვთა, მიზეზები, შედეგები, უარყოფითი, მხარეები, საზიანო, არასრულწლოვნები, გოგოები, ბავშვები, მოზარდები, თინეიჯერები, adreuli, ნაადრევი, naadrevi, qorwineba, mizezebi, shedegebi, saziano, bavshvta, bavshvebi

ადრეული ქორწინება — მისი გამომწვევი მიზეზები და საზიანო შედეგები

რა იწვევს ადრეულ (ბავშვთა) ქორწინებას? — სიღარიბე, შეზღუდული განათლება, სექსუალური განათლების სიმწირე, ტრადიცია და რელიგია, დაუცველობა. ადრეული ქორწინების მაჩვენებლები მსოფლიოში და საქართველოში და მისი საზიანო შედეგები.

ჩემი სექსუალობა
სექსი, ადრეული, ასაკი, თინეიჯერი, მოზარდი, გარდატეხა, საფრთხე, რისკი, ორსულობა, სგგი, ინფექცია, ძალადობა, თანხმობა, სქესობრივი ცხოვრება, დაწყება, პირველი, seqsi, adreuli, asaki, safrtxe, riski, orsuloba, dawyeba, pirveli

სექსი ადრეულ ასაკში — არსებული საფრთხეები

რა იგულისხმება ადრეულ ასაკში და რა საფრთხეები ახლავს სქესობრივი ცხოვრების ადრე დაწყებას — დაუგეგმავი ორსულობა, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები, თანხმობა და მენტალური ტრავმები.

სიამოვნება და სექსი

გააზიარე სტატია

მოზარდების საფრთხეები ციფრულ სამყაროში — კიბერბულინგი, შანტაჟი, და მათთან გამკლავების საშუალებები

ხშირად დასმული კითხვები

?

...

დამატებითი ინფორმაცია