Femea.ge ციფრული პლატფორმაა, რომელიც მიზნად ისახავს ქალებისა და სხვა ჩაგრული ჯგუფების ინფორმაციულ გაძლიერებას მენტალურ, სექსუალურ-რეპროდუქციულ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე, უსაფრთხოებაზე, ძალადობის ფორმებსა და მათგან თავის დაცვის გზებზე.
„ფემეა“ აცხადებს კონკურსს იმ ბლოგერებისა და ილუსტრატორებისთვის, რომელთაც ზემოთ ჩამოთვლილ საკითხებზე მუშაობა აინტერესებთ და მზად არიან, შექმნან წერილობითი ან ვიზუალური საინფორმაციო მასალები და შეიტანონ თავიანთი წვლილი ქალთა და სხვა ჩაგრული ჯგუფების ინფორმაციულ გაძლიერებაში.
კონკურსის პირობები
კონკურსს აქვს ორი კატეგორია „საუკეთესო ილუსტრაცია“ და „საუკეთესო სტატია“. თითოეულ კატეგორიაში გამოვლინდება სამი გამარჯვებული, I, II და III ადგილების მფლობელები.
გამარჯვებულებს სერთიფიკატებთან ერთად გადაეცემათ ფულადი ჯილდო:
- I ადგილი — 900 ლარი
- II ადგილი — 700 ლარი
- III ადგილი — 400 ლარი
გამარჯვებული ნამუშევრები გამოქვეყნდება Femea.ge-ზე და ავტორებს ექნებათ შესაძლებლობა, გახდნენ პლატფორმის ავტორები სამომავლო პროექტებში.
გარდა გამარჯვებულებისა, შეირჩევა სხვა, ისეთი ნამუშევრებიც, რომლებიც თანხვედრაშია პლატფორმის ღირებულებებთან და პოლიტიკასთან და ასევე გამოქვეყნდება პლატორმაზე.
ნამუშერვების გამოგზავნის ბოლო ვადა: 2023 წლის 30 ივნისი.
აპლიკაციის ფორმა: ბმული
ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობის მიღება?
-
საქართველოს მოქალაქეები ან მუდმივი მაცხოვრებლები;
-
15 წლიდან ზემოთ მთელი საქართველოს მასშტაბით.
დამატებითი ინფორმაცია დაინტერესებული ბლოგერებისთვის:
საკონკურსოდ შექმნილი ბლოგი უნდა იყოს ინფორმატიული, შეიცავდეს ადგილობრივი კონტექსტის ანალიზს და ეხებოდეს ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ ან რამდენიმე საკითხს:
-
ქალთა და სხვა ჩაგრული ჯგუფების სექსუალ-რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები;
-
ქალების გენდერ-სპეციფიკური ფიზიკური ჯანმრთელობა;
-
გენდერი და მენტალური ჯანმრთელობა;
-
ძალადობა, მისგან თავდაცვა და პრევენციის გზები.
ნამუშევარი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
-
სიტყვების რაოდენობა: 1000-1500;
-
ნამუშევარი უნდა იყოს შექმნილი ქართულ ენაზე საქართველოს მოქალაქის ან მუდმივი მაცხოვრებლის მიერ;
-
ნამუშევარში მითითებული უნდა იყოს გამოყენებული წყაროები;
-
მასალა უნდა იყოს მომზადებული სპეციალურად კონკურსისთვის და არ უნდა იყოს გამოქვეყნებული სხვა პლატფორმებზე.
დამატებითი ინფორმაცია დაინტერესებული ილუსტრატორებისთვის:
კონკურსისთვის შექმნილი ილუსტრაცია უნდა იყოს ციფრულად შესრულებული ვიზუალური ნამუშევარი, რომელსაც აქვს კონკრეტული სათქმელი და ყვება ამბავს.
ნამუშევარი უნდა ეხებოდეს ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ ან რამდენიმე საკითხს:
-
ქალთა და სხვა ჩაგრული ჯგუფების სექსუალ-რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები;
-
გენდერ-სპეციფიკური ფიზიკური ჯანმრთელობა;
-
გენდერი და მენტალური ჯანმრთელობა;
-
ძალადობა, მისგან თავდაცვა და პრევენციის გზები.
ნამუშევარი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
-
ნამუშევარზე დატანილი ტექსტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს ქართულ ენაზე;
-
მასალა უნდა იყოს მომზადებული სპეციალურად კონკურსისთვის და არ უნდა იყოს გამოქვეყნებული სხვა პლატფორმებზე;
-
ნამუშევარი არ უნდა შეიცავდეს პორნოგრაფიას ან ძალადობის ამსახველ სხვა ვიზუალურ ან წერილობით დეტალებს.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ: femeaspace@gmail.com
კონკურსი მხარდაჭერილია სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია „ფემეა“ და, შესაძლოა, იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.