Facebook Script

დეკრეტული შვებულება — ფემინიზმის ანბანი

23 სექტემბერი, 2021 | საკითხავი

რა სირთულეები ახლავს ორსულობას?

ბავშვის დაბადება მშობლის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი გამოცდილებაა, თუმცა ამასთანავე ის ძალიან საპასუხისმგებლოა და უამრავ დროსა და ენერგიას მოითხოვს.

მშობლისა და ბავშვის ურთიერთობის ხარისხი ბავშვის ადრეულ სოციალურ და ემოციურ განვითარებაში საკვანძო როლს ასრულებს, რადგან სწორედ ამ დროს ეცნობა ახალშობილი პირველად სამყაროსა და მასში მიღებულ ნორმებს.

უზრუნველი ორსულობა და ახალშობილთან დროის გატარება ორივესთვის თანაბრად მნიშვნელოვანია და ის ბავშვისა და მშობლის ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობას აუმჯობესებს.

ორსულობის სირთულეების, ასევე ახალშობილის ძილისა და კვების მოულოდნელი პატერნების გამო ქალების უმეტესობა ამ დროს ხშირად ძილს მოკლებულია.

არსებულ სტრესსა და შფოთვას სამსახური კიდევ უფრო აძლიერებს, რაც შეიძლება პოსტნატალური (მშობიარობის შემდგომი) დეპრესიის გამომწვევი მიზეზიც გახდეს.

გარდა ამისა, დამატებითი სამუშაო დაღლილობას, თავისა და მკერდის ტკივილს, ძუძუთი კვების გართულებასა და ურთიერთობაში პრობლემებსაც წარმოშობს.

ეს ყველაფერი დედას შვილთან დაახლოებაში უშლის ხელს, რაც ბავშვის განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ამ დროს არანაკლები როლი აქვს მამების ჩართულობასა და მხარდაჭერას, საშინაო საქმეების გადანაწილებას და ბავშვთან ჯანსაღი კომუნიკაციის დამყარებას.

სწორედ ამიტომ აუცილებელია იმის უზრუნველყოფა, რომ დედებსა და მამებს ბავშვის დაბადებისას ადეკვატურად ანაზღაურებადი შვებულების მიღების შესაძლებლობა ჰქონდეთ.

დეკრეტული შვებულება საქართველოს შრომის კოდექსში

ტერმინი „დეკრეტული შვებულება“, როგორც მას ყოფით მეტყველებაში ვიყენებთ, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებას გულისხმობს.

ამჟამად საქართველოს შრომის კოდექსში დეკრეტული შვებულება ორ ნაწილად იყოფა:

1) ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულება

2) ბავშვის მოვლის გამო შვებულება

საქართველოში დასაქმებულ ქალებს შეუძლიათ ორსულობისა და მშობიარობის გამო აიღონ ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულება 126 კალენდარული დღის ოდენობით.

ამ მიზნით შვებულების აღება დედის ექსკლუზიური უფლებაა, თუმცა მამას შეუძლია, ისარგებლოს ბავშვის მოვლის გამო შვებულების იმ დღეებით, რომლებიც ბავშვის დედას არ გამოუყენებია.

მათგან ანაზღაურებადია 57 კალენდარული დღე, რომელიც შეიძლება მთლიანად ან ნაწილობრივ გამოიყენოს ორივე მშობელმა.

ჯამურად დეკრეტული შვებულების ანაზღაურებადი დღეების ოდენობა 183-ია (6 თვე), მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში კი — 200 კალენდარული დღე.

კერძო დამსაქმებლებს არ აქვთ ვალდებულება, დეკრეტული შვებულება აუნაზღაურონ დასაქმებულებს, და ის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ანაზღაურდება.

მიუხედავად ამისა, ანაზღაურება გაიცემა მხოლოდ ერთჯერადად და მისი ჯამური ოდენობა შეადგენს არა უმეტეს 1000 ლარისა.

დეკრეტული შვებულება

მაგალითად, დასაქმებულის ერთი თვის ხელფასი 100 ლარს შეადგენს, 6-თვიანი დეკრეტული შვებულება მას სრულად აუნაზღაურდება, 600 ლარით. მაგრამ, ვთქვათ, თუ მისი ხელფასი 300 ლარია, ამავე პერიოდით შვებულების აღებისას მას აუნაზღაურდება 1000 ლარი, ნაცვლად 1800-ისა, რომელსაც ხელფასის სახით აიღებდა იმავე დროში.

სწორედ ამ სხვაობის გამო დღეს მოქმედ კანონმდებლობაში დეკრეტული შვებულება უფრო მეტად სიმბოლურ ხასიათს ატარებს და ის დაცლილია სოციალური, კულტურული და ეკონომიკური კონტექსტისგან.

ის არ ითვალისწინებს და არ ფარავს მშობელთა ჯანმრთელობის მდგომარეობასთან, სამედიცინო საჭიროებებსა და ახალშობილთან დაკავშირებულ დამატებით დანახარჯებს.

♦ ფემინიზმის მიზანია, შრომის დანაწილებაში მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი გენდერული თანასწორობა და მშობლებს ღირსეულად ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულების მიღება შეეძლოთ, რაც გაზრდის დედების ჩართულობას ანაზღაურებად შრომაში და მამების ჩართულობას — ოჯახთან დაკავშირებულ მზრუნველობით საქმიანობაში.

მთავარი სურათი: dribbble.com / Victoria Fernández

მსგავსი სტატიები

გენდერული როლები

გენდერული როლები — ის, რასაც საზოგადოება გვავალდებულებს

გენდერული როლები არის ის ქცევები და ნიშან-თვისებები, რომლებსაც საზოგადოება უწესებს ადამიანებს მათი ბიოლოგიური სქესის მიხედვით

საკითხავი
ფემინიზმი, ბარიერები

ბარიერების დაძლევა — ფემინიზმის ანბანი

ქალების ყოველდღიურობა სავსეა ხილული თუ უხილავი ბარიერებით, რომლებიც იმდენად ფესვგადგმულია, რომ საზოგადოების მხრიდან პრობლემად არც აღიქმება. გენდერული როლებით განსაზღვრულ რეალობაში უყურადღებოდ რჩება ის სირთულეები, რომელთა დაძლევაც ქალებს ყოველღიურად უწევთ.

საკითხავი
ფემინიზმი, გაუპატიურება, ქალები, ძალადობა

გაუპატიურების კულტურა — როგორ ექცევა საზოგადოება ძალადობის მსხვერპლს?

რას ნიშნავს გაუპატიურების კულტურა? — ეს არის გარემო, რომელშიც გაუპატიურება და სექსუალური ძალადობა გავრცელებული და ნორმალიზებულია.

სექსუალური ძალადობა
ფემინიზმი, განათლება, ქალები

განათლება — ფემინიზმის ანბანი

საუკუნეების განმავლობაში ნაშენებმა პატრიარქალურმა სისტემამ და კონკრეტულმა რელიგიურმა და კულტურულმა პრაქტიკებმა გოგოებს შეზღუდული, არაჯანსაღი, როლები განუსაზღვრა საზოგადოებაში და ადგილი არ დაუტოვა განათლებისა და პიროვნული განვითარებისთვის.

საკითხავი
სახელფასო სხვაობა, ფემინიზმი, ქალები, სამსახური, ხელფასი

სახელფასო სხვაობა — რატომ აქვთ ქალებსა და კაცებს არათანაბარი ანაზღაურება?

გენდერული ნიშნით სახელფასო სხვაობას დიდი ისტორია აქვს და ის მაშინვე გამოიკვეთა, როგორც კი ქალები შრომით ბაზარზე გამოჩნდნენ. დღემდე ქალების საშუალო ხელფასი კაცების საშუალო ხელფასზე ნაკლებია.

საკითხავი

გააზიარე სტატია

დეკრეტული შვებულება — ფემინიზმის ანბანი

ხშირად დასმული კითხვები

?

...

დამატებითი ინფორმაცია