Facebook Script

განათლება — ფემინიზმის ანბანი

23 სექტემბერი, 2021 | საკითხავი

რატომ არ არის განათლება გოგოებისთვის ხელმისაწვდომი?

საუკუნეების განმავლობაში ნაშენებმა პატრიარქალურმა სისტემამ და კონკრეტულმა რელიგიურმა და კულტურულმა პრაქტიკებმა გოგოებს შეზღუდული, არაჯანსაღი, როლები განუსაზღვრა საზოგადოებაში და ადგილი არ დაუტოვა განათლებისა და პიროვნული განვითარებისთვის.

სწორედ ამიტომ, მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში გოგოები საბაზისო განათლებასაც ვერ იღებენ.

UNICEF-ის 2016 წლის კვლევის მიხედვით, დაახლოებით 61 მილიონი გოგოა სკოლის გარეთ დარჩენილი - მათგან 32 მილიონი დაწყებითი სკოლის ასაკისაა, ხოლო 29 მილიონი — საშუალო სკოლის.

გოგოები ოთხჯერ უფრო ხშირად რჩებიან სკოლის გარეთ, ვიდრე ბიჭები. ამის ძირითადი მიზეზები სიღარიბე, ბავშვთა შრომა, ნათესავებზე ან ოჯახზე ზრუნვა, დაუგეგმავი ორსულობა, ადრეული ქორწინება ან შეზღუდული შესაძლებლობებია.

რა პრობლემებს იწვევს განათლების ხელმიუწვდომლობა?

განათლებაზე ხელმიუწვდომლობა არაერთი სისტემური პრობლემის მიზეზია, მაგალითად: ადრეული ქორწინების, ეკონომიკური, ფიზიკური, სექსუალური და ფსიქოლოგიური ძალადობის, შრომის არათანაბარი განაწილების, ქალებსა და კაცებს შორის სახელფასო სხვაობის, ქალებში დაბალი თვითშეფასებისა და თავდაჯერებულობის ნაკლებობის და ა.შ.

რა სიკეთე მოაქვს განათლების ხელმისაწვდომობას?

♦ ეკონომიკური განვითარება — განათლებულ ქალებს აქვთ უკეთესი სამსახური და ანაზღაურება. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, გოგონების განათლება სიღარიბის დაძლევის ერთ-ერთი აუცილებელი გზაა.

♦ ბავშვების გადარჩენა — გასული 40 წლის განმავლობაში ქალების განათლებამ 4 მილიონზე მეტი ბავშვის სიცოცხლე შეინარჩუნა. განათლებული დედები მეტად არიან ინფორმირებულნი სანიტარულ და ჰიგიენურ ნორმებზე, ნუტრიციასა და იმუნიზაციაზე, რაც ბავშვთა სიკვდილიანობის ყველაზე გავრცელებული მიზეზების პრევენციის მთავარი გზაა.

♦ პატარა და უკეთ დაგეგმილი ოჯახი — გოგოებისთვის განათლების ხელმისაწვდომობა ამცირებს არასასურველი ფეხმძიმობისა და ადრეულ ასაკში დაოჯახების აალბათობას.

♦ მეტი კონტროლი საკუთარ ცხოვრებასა და გადაწყვეტილებებზე — როცა გოგოები სკოლაში დადიან, ისინი უფრო დამოუკიდებელ და ძლიერ ქალებად ყალიბდებიან, რომლებსაც უკეთ ესმით საკუთარი ფასი და შესაძლებლობები. ისინი ნაკლები ალბათობით ხდებიან ოჯახში ძალადობის მსხვერპლი და მეტად მონაწილეობენ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

♦ მეტი ლიდერი ქალი — განათლება ქალებს ლიდერობისთვის საჭირო უნარებსა და ცოდნას აძლევს, როგორც ლოკალურ, ისე სახელმწიფო დონეზე. ხელმისაწვდომი განათლების პირობებში ქალებს მოხალისეობის, პოლიტიკაში მონაწილეობის და გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში ქალთა პეერსპექტივის შეტანის საშუალება ეძლევათ. რაც ჯანსაღი და სამართლიანი საზოგადოების შექმნის აუცილებელი პირობაა.

ფემინისტებს სჯერათ, რომ ყველა გოგოს, განურჩევლად მისი საცხოვრისისა თუ სხვა გარემოებებისა, აქვს უფლება, რომ ისწავლოს და თითოეულმა გადაწყვეტილების მიმღებმა ორგანომ, ლიდერმა თუ სახელმწიფო სტრუქტურამ ამ უფლების დაცვა უნდა უზრუნველჰყოს.

მთავარი სურათი: dribbble / Pedro Piccinini

მსგავსი სტატიები

გენდერული როლები

გენდერული როლები — ის, რასაც საზოგადოება გვავალდებულებს

გენდერული როლები არის ის ქცევები და ნიშან-თვისებები, რომლებსაც საზოგადოება უწესებს ადამიანებს მათი ბიოლოგიური სქესის მიხედვით

საკითხავი
ფემინიზმი, ბარიერები

ბარიერების დაძლევა — ფემინიზმის ანბანი

ქალების ყოველდღიურობა სავსეა ხილული თუ უხილავი ბარიერებით, რომლებიც იმდენად ფესვგადგმულია, რომ საზოგადოების მხრიდან პრობლემად არც აღიქმება. გენდერული როლებით განსაზღვრულ რეალობაში უყურადღებოდ რჩება ის სირთულეები, რომელთა დაძლევაც ქალებს ყოველღიურად უწევთ.

საკითხავი
ფემინიზმი, გაუპატიურება, ქალები, ძალადობა

გაუპატიურების კულტურა — როგორ ექცევა საზოგადოება ძალადობის მსხვერპლს?

რას ნიშნავს გაუპატიურების კულტურა? — ეს არის გარემო, რომელშიც გაუპატიურება და სექსუალური ძალადობა გავრცელებული და ნორმალიზებულია.

სექსუალური ძალადობა
სახელფასო სხვაობა, ფემინიზმი, ქალები, სამსახური, ხელფასი

სახელფასო სხვაობა — რატომ აქვთ ქალებსა და კაცებს არათანაბარი ანაზღაურება?

გენდერული ნიშნით სახელფასო სხვაობას დიდი ისტორია აქვს და ის მაშინვე გამოიკვეთა, როგორც კი ქალები შრომით ბაზარზე გამოჩნდნენ. დღემდე ქალების საშუალო ხელფასი კაცების საშუალო ხელფასზე ნაკლებია.

საკითხავი

გააზიარე სტატია

განათლება — ფემინიზმის ანბანი

ხშირად დასმული კითხვები

?

...

დამატებითი ინფორმაცია