Facebook Script

აღიარება — ფემინიზმის ანბანი

23 სექტემბერი, 2021 | საკითხავი

საზოგადოებისგან ქალებისა და უმცირესობების როლის, მნიშვნელობისა და შესაძლებლობების დაკნინება იმ პრობლემათაგან ერთ-ერთია, რის წინააღმდეგაც ფემინიზმი იბრძვის. თითოეული ადამიანის თანასწორობისა და მათთვის თანაბარი შესაძლებლობების მიცემისთვის ბრძოლა ფემინისტების მთავარი მიზანია.

ჩვენს საზოგადოებაში ფესვგადმული სექსიზმის, რასიზმის, ჰომოფობიისა თუ დისკრიმინაციის სხვა ფორმების გამო ქალებსა და უმცირესობებს საკუთარი ინტელექტის, უნარებისა და შესაძლებლობების დამტკიცება, ყოველდღიურ რეჟიმში, გაორმაგებული ძალისხმევით უწევთ.

თანასწორობისთვის მებრძოლ მოძრაობებს სჯერათ, რომ ადამიანებს თავად აქვთ ძალა, საზოგადოებისგან კი ისინი მხოლოდ ერთ რამეს მოითხოვენ — ამ ძალის აღიარებას.

სწორედ ამისთვის იბრძვის ფემინიზმიც — აღიარებისთვის. ის საზოგადოებისგან ქალთა შრომისა და შესაძლებლობების აღიარებასა და პატივისცემას მოითხოვს, როგორც საშინაო საქმეებში, ისე კარიერასა და კულტურულ საქმიანობაში. ჯანსაღ და თანასწორ გარემოში ქალები შეიძლება კარგი ლიდერები იყვნენ, ქალებს შეუძლიათ კაცების მიერ დომინირებად ინდუსტრიებში წარმატებით მუშაობა ან ოჯახის ისე დაგეგმვა, როგორც მათ სურთ. დღევანდელ რეალობაში კი ქალის წარმატება მის ვიზუალურ მონაცემებს და სქესს მიეწერება, რაც მათ თავს შეურაცხყოფილად და უპატივცემულოდ აგრძნობინებს.

თითოეული ადამიანის ძალის, მნიშვნელობისა და წვლილის აღიარება, დაფასება და პატივისცემა აუცილებელია ჯანსაღი საზოგადოების არსებობისთვის, სადაც ყველა ადამიანს შეუძლია იყოს ის, ვინც უნდა, რომ იყოს.

მთავარი სურათი: dribbble / Nina Aubert

მსგავსი სტატიები

გენდერული როლები

გენდერული როლები — ის, რასაც საზოგადოება გვავალდებულებს

გენდერული როლები არის ის ქცევები და ნიშან-თვისებები, რომლებსაც საზოგადოება უწესებს ადამიანებს მათი ბიოლოგიური სქესის მიხედვით

საკითხავი
ფემინიზმი, ბარიერები

ბარიერების დაძლევა — ფემინიზმის ანბანი

ქალების ყოველდღიურობა სავსეა ხილული თუ უხილავი ბარიერებით, რომლებიც იმდენად ფესვგადგმულია, რომ საზოგადოების მხრიდან პრობლემად არც აღიქმება. გენდერული როლებით განსაზღვრულ რეალობაში უყურადღებოდ რჩება ის სირთულეები, რომელთა დაძლევაც ქალებს ყოველღიურად უწევთ.

საკითხავი
ფემინიზმი, გაუპატიურება, ქალები, ძალადობა

გაუპატიურების კულტურა — როგორ ექცევა საზოგადოება ძალადობის მსხვერპლს?

რას ნიშნავს გაუპატიურების კულტურა? — ეს არის გარემო, რომელშიც გაუპატიურება და სექსუალური ძალადობა გავრცელებული და ნორმალიზებულია.

სექსუალური ძალადობა
ფემინიზმი, განათლება, ქალები

განათლება — ფემინიზმის ანბანი

საუკუნეების განმავლობაში ნაშენებმა პატრიარქალურმა სისტემამ და კონკრეტულმა რელიგიურმა და კულტურულმა პრაქტიკებმა გოგოებს შეზღუდული, არაჯანსაღი, როლები განუსაზღვრა საზოგადოებაში და ადგილი არ დაუტოვა განათლებისა და პიროვნული განვითარებისთვის.

საკითხავი
სახელფასო სხვაობა, ფემინიზმი, ქალები, სამსახური, ხელფასი

სახელფასო სხვაობა — რატომ აქვთ ქალებსა და კაცებს არათანაბარი ანაზღაურება?

გენდერული ნიშნით სახელფასო სხვაობას დიდი ისტორია აქვს და ის მაშინვე გამოიკვეთა, როგორც კი ქალები შრომით ბაზარზე გამოჩნდნენ. დღემდე ქალების საშუალო ხელფასი კაცების საშუალო ხელფასზე ნაკლებია.

საკითხავი

გააზიარე სტატია

აღიარება — ფემინიზმის ანბანი

ხშირად დასმული კითხვები

?

...

დამატებითი ინფორმაცია