Facebook Script

ბარიერების დაძლევა — ფემინიზმის ანბანი

23 სექტემბერი, 2021 | საკითხავი

ქალების ყოველდღიურობა სავსეა ხილული თუ უხილავი ბარიერებით, რომლებიც იმდენად ფესვგადგმულია, რომ საზოგადოების მხრიდან პრობლემად არც აღიქმება.

გენდერული როლებით განსაზღვრულ რეალობაში უყურადღებოდ რჩება ის სირთულეები, რომელთა დაძლევაც ქალებს ყოველღიურად უწევთ.

წინასწარ განსაზღვრული სამუშაო სფეროები, ფინანსურ რესურსებზე წვდომის ნაკლებობა და საშინაო შრომის არაღიარება — ეს მცირე ჩამონათვალია იმ ბარიერებისა, რომლებიც ქალთა ცხოვრების თანმდევად იქცა და აფერხებს მათი რეალიზების პროცესს.

გოგონებს ბავშვობიდან უწესებენ ქცევისა და ეტიკეტის განსაზღვრულ ჩარჩოს, საგანმანათლებლო სისტემა კი უზღუდავს ინტერესებისა და შესაძლებლობების არეალს.

ეს ყველაფერი ზრდასრულ ასაკში გამოიხატება იმაში, რომ ქალებს აქვთ დაბალი თვითშეფასება, სამსახურში დაწინაურება კაცებზე მეტად უჭირთ, არ აღიქმებიან ლიდერებად და ღირსეულ თანამშრომლებად. გარდა ამისა, სექსუალური ძალადობისა და შევიწროების მსხვერპლები უმეტესად ქალები ხდებიან — ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მცხოვრებ ყოველ მეორე ქალს გამოუცდია სექსუალური შევიწროება სამსახურში — თუმცა ამ ტიპის ძალადობასთან ბრძოლის დროს საქართველოში უდიდესი ბარიერია გაუმართავი საკანონმდებლო სისტემა.

ფემინიზმი იბრძვის იმისთვის, რომ პირველ ყოვლისა, საზოგადოებამ და სახელმწიფომ დაინახოს ის რეალობა, რომელშიც ქალებს უწევთ ცხოვრება, აღიაროს ბარიერები, როგორც რეალური პრობლემა, და შეიმუშაოს მათი დაძლევის პოლიტიკა.

მთავარი სურათი: dribbble / Fairooz Nawar

მსგავსი სტატიები

გენდერული როლები

გენდერული როლები — ის, რასაც საზოგადოება გვავალდებულებს

გენდერული როლები არის ის ქცევები და ნიშან-თვისებები, რომლებსაც საზოგადოება უწესებს ადამიანებს მათი ბიოლოგიური სქესის მიხედვით

საკითხავი
ფემინიზმი, გაუპატიურება, ქალები, ძალადობა

გაუპატიურების კულტურა — როგორ ექცევა საზოგადოება ძალადობის მსხვერპლს?

რას ნიშნავს გაუპატიურების კულტურა? — ეს არის გარემო, რომელშიც გაუპატიურება და სექსუალური ძალადობა გავრცელებული და ნორმალიზებულია.

სექსუალური ძალადობა
ფემინიზმი, განათლება, ქალები

განათლება — ფემინიზმის ანბანი

საუკუნეების განმავლობაში ნაშენებმა პატრიარქალურმა სისტემამ და კონკრეტულმა რელიგიურმა და კულტურულმა პრაქტიკებმა გოგოებს შეზღუდული, არაჯანსაღი, როლები განუსაზღვრა საზოგადოებაში და ადგილი არ დაუტოვა განათლებისა და პიროვნული განვითარებისთვის.

საკითხავი
სახელფასო სხვაობა, ფემინიზმი, ქალები, სამსახური, ხელფასი

სახელფასო სხვაობა — რატომ აქვთ ქალებსა და კაცებს არათანაბარი ანაზღაურება?

გენდერული ნიშნით სახელფასო სხვაობას დიდი ისტორია აქვს და ის მაშინვე გამოიკვეთა, როგორც კი ქალები შრომით ბაზარზე გამოჩნდნენ. დღემდე ქალების საშუალო ხელფასი კაცების საშუალო ხელფასზე ნაკლებია.

საკითხავი

გააზიარე სტატია

ბარიერების დაძლევა — ფემინიზმის ანბანი

ხშირად დასმული კითხვები

?

...

დამატებითი ინფორმაცია