Facebook Script

როგორ გავაკეთოთ მინეტი? — ტექნიკა, რჩევები და ჰიგიენა

მინეტი (იგივე „ფელაცია“ ან ე.წ. „ბლოუჯობი“; ინგლ. Blowjob) არის ორალური სექსის აქტი, რომლის დროსაც ერთი ადამიანი მეორე ადამიანის პენისს (ასოს) ასტიმულირებს პირის, ტუჩების, ენის ან ყელის გამოყენებით. ამ სტატიაში დეტალური განვიხილავთ მინეტის გაკეთების ტექნიკებსა და რჩევებს.

► არ შეგრცხვეთ და არ მოგერიდოთ, ორალური სექსი აბსოლუტურად ნორმალურია — კვლევის თანახმად, ზრდასრულთა დაახლოებით 85% ორალური სექსით დაკავებულა ცხოვრებაში ერთხელ მაინც.

► იხილეთ აგრეთვე: ორალური სექსი — ტექნიკები და რჩევები

როგორ მოვიქცე?

ორალურ სექსზე გადასვლამდე უმჯობესია, დაკავდეთ პრელუდიით — ინტიმური ფიზიკური სიახლოვის აქტით, რომელიც წინ უძღვის სექსს და შეიძლება მოიცავდეს კოცნას, მოფერებას, ეროტიკულ მასაჟსა და სექსუალური ფანტაზიების გაზიარებას. ამ დროს ასევე შეგიძლიათ პარტნიორის სხვა ეროგენული ზონების სტიმულაცია, მაგალითად, ყურების ან ყელის.

შეარჩიეთ პოზა

თუკი ორივენი კომფორტულად გრძნობთ თავს და გსიამოვნებთ, აუცილებელი არაა რაღაც რთული სექსუალური პოზების შერჩევა. მინეტისთვის მარტივი და კარგად ნაცადი პოზაა პარტნიორის წინ მუხლებზე დადგომა, როდესაც ის ფეხზე დგას, ან როდესაც პარტნიორი ზურგზეა გაწოლილი, თქვენ კი თავით მის სასქესო ორგანოსთან ხართ მოქცეული.

კიდევ უკეთესია, თუ პოზა იმის საშუალებას გაძლევთ, რომ პარტნიორთან მზერის მიმოცვლა შეგეძლოთ. ერთმანეთის თვალებში ყურება ძალიან აღმგზნებია, გამოხატავს თავდაჯერებულობას (რაც ასევე აღმგზნებია) და ზრდის ინტიმურობას.

თუ გსურთ, გაიხადეთ

თუ ისეთ ადგილას არ ხართ, სადაც გახდას ვერ მოახერხებთ, ის, თუ რამდენად ჩაცმული ან გახდილი იქნებით მინეტის დროს, მთლიანად თქვენზეა დამოკიდებული — ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი თქვენი კომფორტია.

შეგიძლიათ, მხოლოდ პარტნიორის პენისი ამოიღოთ შარვლიდან, სხვას კი არაფერს შეეხოთ, ან ჩამოწიოთ პარტნიორის საცვალი ბოლომდე, რათა სხეულის სხვა ნაწილებსაც მიწვდეთ ორალური სექსის დროს.

თუკი კანის კანზე შეხება ორივესთვის აღმგზნები ფაქტორია, შეგიძლიათ, ორივენი გაშიშვლდეთ.

ენის მოძრაობა

მინეტის კეთების დროს ენის მოძრაობის თვალსაზრისით, შეიძლება ითქვას, ყველაფერი მუშაობს. შეგიძლიათ, დაიწყოთ პენისის ტანის ქვედა ნაწილზე ენის წვერის ან მთლიანად ენის გამოყენებით, ზემოთ და ქვემოთ. პენისის თავთან ოდნავ შეჩერდეთ და ენით წრე შემოხაზოთ.

თქვენი ენის წვერი იდეალურია საიმისოდ, რომ უფრო მცირე ზომის და უფრო მეტად სენსიტიურ უბნებს დაუმიზნოთ. შეგიძლიათ, პენისის ტანის ქვედა ნაწილს უფრო მეტად მოეფეროთ და შემდეგ ენის წვერი მსუბუქად აუსვათ პენისის ლაგამს — კანის პატარა ნაოჭს, სადაც პენისის ტანი და თავი ერთდება.

პირის მოძრაობა, როდესაც ის სავსეა

ამის შემდეგ შეგიძლიათ, ალოკოთ პენისი მთელ სიგრძეზე და გაიმეოროთ. კარგი იქნება, თან თუ ეტყვით პარტნიორს, რამდენად მოგწონთ ამის კეთება. შემდეგ პენისის ტანი ხელით დაიჭირეთ და გააჩერეთ, დანარჩენი ნაწილი კი პირში ჩაიდეთ და ნელა აუყევით ზემოთ და ქვემოთ, თან მსუბუქად მოწოვეთ.

მას შემდეგ, რაც პენისს პირში მოათავსებთ, შეეცადეთ ისეთი ტემპი შეარჩიოთ, რომელიც უფრო პროცესით სიამოვნებაზეა ორიენტირებული და არა იმაზე, რომ პარტნიორმა რაც შეიძლება სწრაფად მიაღწიოს ორგაზმს და მორჩეთ.

დაიწყეთ ნელა, მსუბუქად და ნელ-ნელა გაზარდეთ ტემპი. თუ ატყობთ, რომ პარტნიორი ორგაზმს უახლოვდება, გააგრძელეთ იმის კეთება, რასაც აკეთებთ.

როგორ უნდა მიხვდეთ ამას? პარტნიორის სხეულის ენით. დააკვირდით, რას აკეთებს პარტნიორი, სანამ მინეტს უკეთებთ. პარტნიორის მხრიდან ბიძგები, თქვენი თავის დაჭერა ან თრთოლა — ყველა იმის მანიშნებელია, რომ პარტნიორს ძალიან სიამოვნებს, რასაც აკეთებთ და ის ორგაზმს უახლოვდება.

როგორ მოარიდოთ კბილები პენისს?

კბენა თუ არ გაქვთ მიზნად, კბილებს მინეტის დროს არაფერი ესაქმებათ. თუმცა, შეიძლება გადარდებდეთ, რომ შემთხვევით არ მოგიხვდეთ პენისზე კბილი. უბრალოდ, ფოკუსირდით იმაზე, რომ პენისთან კონტაქტი მხოლოდ ენითა და ტუჩებით მოახდინოთ. ასეთ დროს თქვენი კბილები, უბრალოდ, უკანა პლანზე გადაიწევს და თითქოს გაქრება. ასევე შეგიძლიათ, მეტი გარანტირებულობისთვის კბილებს ოდნავ ჩამოაფაროთ ტუჩები, განსაკუთრებით სიჩქარის გაზრდისას.

ხმის გამოყენება მეტი აღგზნებისთვის

გამოეცით ხმა! ლაპარაკი აუცილებელი არაა, მაგრამ ხმის გამოცემა პარტნიორს აგრძნობინებს, რომ მისი სხეულის თითოეული წერტილი გიყვართ, რაც ძალიან აღმგზნებია. ჩუმი კვნესა, მძიმედ სუნთქვა და ხვრეპის ხმა იმის მანიშნებელია, რომ პროცესი გსიამოვნებთ. და თქვენი პირის ვიბრაციებიც ძალიან სასიამოვნო იქნება პარტნიორისთვის.

მინეტიდან რიმინგამდე

რიმინგი (ინგლ. Rimming), იგივე ანილინგუსი, არის პირითა და ენით პარტნიორის ანუსის სტიმულაცია. ვინაიდან მინეტის დროს უკვე მიახლოებული ხართ ანუსის ტერიტორიას, მინეტიდან რიმინგზე გადასვლა ბუნებრივია. თუმცა, დარწმუნდით, რომ პარტნიორს ეს სურს.

ხელების გამოყენება

ორალური სექსი იდეალურია ხელების „ფათურისთვის“. შეგიძლიათ, ხელი გამოიყენოთ სიღრმის საკონტროლებლად და პარტნიორის სხეულის სხვა ნაწილებისადმიც გამოიჩინოთ სითბო.

ცალი ხელის ვერტიკალური მოძრაობით მოეფერეთ პენისის ტანს, ზემოთ ასვლისას კი ცერა თითით ოდნავ შეეხეთ ლაგამს. შეგიძლიათ, ეს ლოკვისა და წოვის პარალელურად აკეთოთ. პარალელურად ასევე შეგიძლიათ, მეორე ხელით ნაზი მასაჟი გაუკეთოთ პარტნიორის სათესლეებს.

პროცესში პენეტრაციის დამატება

პენეტრაცია გულისხმობს სხეულში „შეღწევას“, იქნება ეს თქვენივე სხეულის ნაწილით თუ რაიმე ნივთით. თუკი პარტნიორის ანუსში თითის შეყოფა გსურთ და ის ამაზე თანახმაა, ქენით. თუმცა, დარწმუნდით, რომ საკმარისი რაოდენობის ინტიმურ ლუბრიკანტს (საცხს, რომელიც ამარტივებს პენეტრაციას) იყენებთ.

დაიწყეთ პერინეუმზე (იგივე „შორისზე“ — უბანი ანუსსა და სათესლეებს შორის) თქვენი საჩვენებელი და შუა თითის ბალიშებით ნაზად მიწოლით, შემდეგ კი ლუბრიკანტში ამოვლებული თითი პარტნიორის ანუსში მოათავსეთ. თუკი ორივენი თანახმა ხართ, შეგიძლიათ რიმინგი შემდეგ საფეხურზე გადაიყვანოთ და ენის წვერიც ოდნავ შეყოთ ანუსში, წინ და უკან.

სექს-სათამაშოების დამატება

თუკი პროცესში სექს-სათამაშოების ჩართვაც გსურთ, დაიწყეთ ნელა და გამოიყენეთ ბევრი ლუბრიკანტი. მაგალითად, შეგიძლიათ გამოიყენოთ ანალური საცობის (ე.წ. „ბატ-პლაგის“; ინგლ. Butt-plug) თავი, რათა წაეთამაშოთ ანალური ხვრელის შესასვლელს, სანამ ნელა მოათავსებთ შიგნით. დატოვეთ ანალური საცობი შიგნით, სანამ პარალელურად ხელით და ენით გააგრძელებთ საქმეს ორმაგი სიამოვნებისთვის — შესაძლოა, სულაც, ანალური ორგაზმისთვის.

წყარო: It’s Normal

როდის გავჩერდეთ — ან როგორ გავაგრძელოთ

თუ ყბა ძალიან არ დაგეღალათ ან თუ პარტნიორმა არ გთხოვათ, რომ გაჩერდეთ — ვალდებული არც ხართ, გაჩერდეთ. ეს მთლიანად თქვენზეა დამოკიდებული. აქ მოცემულია რამდენიმე იდეა მინეტის პროცესზე, თუ როდის უნდა გაჩერდეთ ან როგორ გააგრძელოთ.

თუ პარტნიორს სურს, რომ გააგრძელოთ

თუ თქვენც და თქვენი პარტნიორიც სიამოვნებას იღებთ პროცესით და გაგრძელება გსურთ, გააგრძელეთ იმის კეთება, რასაც აკეთებდით — რადგან, როგორც ჩანს, ეს მუშაობს.

ორგაზმის მიღწევა შეიძლება დააჩქაროს სიჩქარის ან ენთუზიაზმის გაზრდამ, შიგადაშიგ სწორ დროს წამოკვნესებასა და თვალებში ყურებასთან ერთად.

თუ პარტნიორი მზადაა, რომ „გაათავოს“

აუცილებელი არაა ორგაზმისას პირში „გათავება“, თუკი ეს არ გსურთ. არც ისაა აუცილებელი, პირში გათავების შემთხვევაში სპერმა გადაყლაპოთ.

თუ პირში სპერმის მოხვედრაზე არ გაქვთ პრობლემა, მინეტის დროს პარტნიორის ორგაზმის მოახლოებისას გააგრძელეთ წოვა და ოდნავ შეღებული ტუჩები დაუხვედრეთ სპერმას. თუ გადაყლაპვას გეგმავთ, ამის დრო სწორედ ახლაა. თუ არ გსურთ გადაყლაპვა, შეგიძლიათ, სპერმას ნიკაპზე ჩამოჟონვის საშუალება მისცეთ — რაც იმაზე უფრო სექსუალურია, ვიდრე ჟღერს — ან ფრთხილად გადმოაფურთხეთ ხელთ არსებულ პატარა ჭურჭელში ან ხელსახოცზე.

თუკი სპერმის ტექსტურა არ მოგწონთ და არ გსურთ, ის პირზე შეგეხოთ, შეგიძლიათ, ე.წ. „ჰენდჯობზე“ (ინგლ. Handjob) — პენისის ხელით სტიმულაციაზე — გადახვიდეთ, როდესაც პარტნიორს შეატყობთ, რომ ის ორგაზმს უახლოვდება. შეგიძლიათ ამ დროს პარტნიორს საშუალება მისცეთ, გაათავოს თქვენს ნიკაპზე, მკერდზე ან სხეულის სხვა ნაწილზე.

თუ თავად გსურთ, რომ გაჩერდეთ

თუ გსურთ, რომ გაჩერდეთ — გაჩერდით. ნებისმიერი სქესობრივი აქტივობისთვის საჭიროა ორმხრივი თანხმობა და ენთუზიაზმი — არავის აქვს უფლება, დაგაძალოთ ისეთი რამ, რისი გაკეთებაც თავად არ გსურთ.

თუ არ გინდათ, რომ სექსი და ინტიმური სიახლოვე შეწყდეს, ეს არცაა აუცილებელი — მინეტის დამთავრება იმას არ ნიშნავს, რომ სხვა ყველაფერიც დასრულდა. შეგიძლიათ, მინეტი უბრალოდ პრელუდიად განიხილოთ და გააგრძელოთ პარტნიორის სხეულის კოცნა — დაიწყოთ ქვემოდან და ნელ-ნელა ახვიდეთ ზემოთ. აქედან კი შეგიძლიათ ნებისმიერი აქტივობა გააგრძელოთ, რომელსაც ორივე ისურვებთ. შეგიძლიათ, შემოაჯდეთ პარტნიორს ან შეტრიალდეთ და პენეტრაციულ სექსზე გადახვიდეთ, ან თქვენ დაიკავოთ მისი ადგილი და მანაც გასიამოვნოთ ორალური სექსით.

გაითვალისწინეთ — რჩევები მინეტის დროს

ყველა სხეული განსხვავებულია. დაივიწყეთ, რაც პორნოში გინახავთ, სადაც ყველა პენისი, დიდი და გლუვია და ხშირად აქებენ გემოს გამო. სინამდვილეში:

ყველას ინდივიდუალური სუნი და გემო აქვს

ყველაფერი — დაწყებული იმით, თუ როგორ იკვებებით, და დამთავრებული იმით, თუ რა საპონს იყენებთ — მოქმედებს სხეულის უნიკალურ სუნზე. და იმის მოლოდინი ნუ გექნებათ, რომ მჭიდრო შარვალში დიდხანს ყოფნის შემდეგ ამოღებულ პენისს მცირე ოფლიანობა ან სუნი არ ექნება.

როგორც წესი, ინტიმური ჰიგიენის დასაცავად სწრაფი შხაპი საკმარისია. ის სუნი, რაც შხაპის შემდეგ ნარჩუნდება, სხეულის ბუნებრივი სუნია და მასში უჩვეულო არაფერია.

სხეულის ბუნებრივი სუნის მსგავსად, სხეულის სითხეების გემოზეც ბევრი სხვადასხვა ფაქტორი მოქმედებს. თუ ვინმეს სპერმას უსიამოვნო გემო აქვს, მას რამდენიმე რამის გაკეთება შეუძლია გემოს გასაუმჯობესებლად — მაგალითად, მეტი წყლის დალევა, ნაკლები წითელი ხორცის ჭამა და მოწევის შემცირება.

პენისი და ბოქვენის თმა ბევრი სხვადასხვა ფერის, ფორმისა და ზომის არსებობს

როდესაც საქმე ფიზიკურ მახასიათებლებს ეხება, პენისების მთელი სპექტრი არსებობს: ჩუჩით ან ჩუჩის გარეშე, გრძელი ან მოკლე, მუქი ან ღია ფერის, გლუვი ან დაძარღვული, სწორი ან მოხრილი და ა.შ. — ყველა მათგანი ნორმალურია.

რაც შეეხება ბოქვენის თმას, ის ყოველთვის მოწესრიგებული და თხლად შეჭრილი არ არის. ზოგი ადამიანი საერთოდ მთლიანად იშორებს ბოქვენის თმას, ზოგს კი უწესრიგოდ აქვს მოშვებული — ესეც აბსოლუტურად ნორმალურია.

ორალურ სექსს თან ახლავს რისკებიც

სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების (სგგი) დიდი ნაწილი ორალური სექსითაც გადადის. სგგი-ების გადაცემა დიდწილად კანის კანზე შეხებით ან სხეულის სითხეების მიმოცვლით ხდება.

თუნდაც სასქესო ორგანოს, ერთი შეხედვით, არ ეტყობოდეს ინფექციის კვალი, ნუ მოტყუვდებით — ბევრი სგგი სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს და გადაიცემა. ინფექციის გავრცელების რისკის შესამცირებლად გამოიყენეთ პრეზერვატივები, მათ შორის შეგიძლიათ გემოიანი პრეზერვატივების გამოყენება, მეტი სიამოვნებისთვის.

ხშირად დასმული კითხვები

რა ხდება, თუკი პარტნიორს ჩუჩა აქვს/არ აქვს?

ჩუჩა არის ორშრიანი კანის ნაკეცი, რომელიც გარს არტყამს პენისის თავს. ჩუჩის ქონა-არქონა დიდად არ ცვლის მინეტის პროცესს. თუ პარტნიორს წინადაცვეთა არ აქვს გაკეთებული და ხელით იწყებთ, ამოძრავეთ ჩუჩა თქვენს ხელთან ერთად. როდესაც მზად იქნებით მინეტზე გადასასვლელად, ნაზად ჩამოწიეთ ჩუჩა და გამოაჩინეთ პენისის თავი.

ე.წ. „ღრმა მინეტის“ გაკეთება საჭიროა?

ღრმა მინეტი (იგივე „დიფსროუთი“; ინგლ. Deep Throat; სიტყვა-სიტყვით „ღრმა ყელი“) არის მინეტის ფორმა, როდესაც ერეგირებული პენისი მთელი სიგრძით შედის პარტნიორის პირის ღრუსა და ყელში. ამის გაკეთება საჭირო არ არის, თუ თქვენ ეს თავად არ გსურთ. სიღრმეებში გადასვლა ორალური სესიის სიკარგეში გადამწყვეტ როლს არ ასრულებს. ამის მარტივად იმიტირება შეგიძლიათ ენის წვერის სასაზე (პირის ღრუს „ჭერზე“) მიბჯენით.

როგორ გავიგო, კარგად გამომდის თუ არა?

ჩაკბეჩას ან კბილების გაკვრას თუ არ ჩავთვლით, მინეტში „არასწორი“ თითქმის არაფერია. დააკვირდით არავერბალურ ნიშნებს, რომლებიც სიამოვნებაზე მიუთითებს — მაგალითად, უფრო აჩქარებული ან ღრმად სუნთქვა და ბიძგები მისი მხრიდან.

თუკი პარტნიორი ჩუმადაა და ეს გაფიქრებინებთ, რომ შეიძლება რამეს არასწორად აკეთებდეთ, არ მოგერიდოთ და ჰკითხეთ, მოსწონს თუ არა ან ტემპის შეცვლას ხომ არ ისურვებდა. ეს შეიძლება პარტნიორისთვის აღმგზნებიც კი იყოს, რადგან იფიქრებს, რომ გულწრფელად გსურთ მისთვის სიამოვნების მინიჭება.

როგორ მოვიქცე, თუ პირი დამეღალა?

გამოიყენეთ ხელები. შეგიძლიათ, ერთმანეთს შეანაცვლოთ ხელის და პირის გამოყენება — ეს შეიძლება ისეთივე სახალისო იყოს, როგორიც მხოლოდ ორალური სექსი.

სპერმა უნდა გადმოვაფურთხო, გადავყლაპო თუ საერთოდ არ გავაკარო პირს?

ეს ისეთი რამაა, რაც პარტნიორთან უნდა განიხილოთ ორალური სექსის დაწყებამდე — თუმცა, ზოგადად, საჭირო არ არის რამე ისეთის გაკეთება, რისი გაკეთებაც თქვენ არ გსურთ. თუკი თქვენს პარტნიორს ეს ვიზუალურად აღაგზნებს, საკმარისი უნდა იყოს დამუწულ ტუჩებზე ან ნიკაპზე გათავება — ან იმ ადგილას, რომელიც თქვენთვის კომფორტულია.

► ორალურ (და ნებისმიერი სხვა ტიპის) სექსში მთავარია, ყველამ ისიამოვნოთ პროცესით — თქვენც და თქვენმა პარტნიორ(ებ)მაც. მინეტის კეთების დროს კონტროლი თქვენს ხელთაა, ამიტომ მოეშვით და დატკბით იმ ძალაუფლებით, რომელსაც პარტნიორის სიამოვნებაზე ფლობთ.

გამოყენებული წყარო:

მთავარი სურათი: Canva

მსგავსი სტატიები

სექსუალური, ფანტაზია, ფეტიში, ქინქი

სექსუალური ფანტაზიები და ფეტიშები — რა უნდა გვესმოდეს?

რას ნიშნავს სექსუალური ფანტაზია, „ქინქი“, ფეტიში და პარაფილია? — რომლებია ყველაზე ხშირი სექსუალური ფანტაზიები და რა განაპირობებს მათ??

სიამოვნება და სექსი
სექსი, seqsi, ჯანმრთელობა

რამდენად სასარგებლოა სექსი თქვენი ჯანმრთელობისთვის?

რა სარგებელი მოაქვს სექსს? — მშვიდი ძილი, ტკივილის შემცირება, ჰორმონების რეგულაცია, გულის ვარჯიში, გაძლიერებული იმუნიტეტი და მრავალი სხვა.

სიამოვნება და სექსი
პორნოგრაფია, პორნო, ყურება, დამოკიდებულება, დადებითი, უარყოფითი

პორნოგრაფია — მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები

რა საფრთხეებს შეიცავს ე.წ. „პორნოს“ ჭარბად ყურება? როგორ შეიძლება პორნოგრაფიისგან მაქსიმალური სიამოვნების მიღება და ჯანსაღი ურთიერთობის შენარჩუნებაც?

სიამოვნება და სექსი

გააზიარე სტატია

როგორ გავაკეთოთ მინეტი? — ტექნიკა, რჩევები და ჰიგიენა

ხშირად დასმული კითხვები

?

...

დამატებითი ინფორმაცია