Facebook Script

ჩემი ამბავი — პირველი გასაუბრება

23 სექტემბერი, 2021 | პირადი ისტორიები

„ალბათ, ახალი არავისთვისაა, რომ სტუდენტები სწავლის პარალელურად ნახევარ განაკვეთზე მუშაობენ, რათა თავი ირჩინონ, ან უბრალოდ დამატებითი შემოსავალი ჰქონდეთ.

მეორე კურსზე საკმარისი თავისუფალი დრო გამომიჩნდა და გადავწყვიტე, სამსახური მომეძებნა, რომ ოჯახს აღარ მოსწეოდა ჩემი რჩენა. სივი გავგზავნე ერთ-ერთ კომპანიაში ადმინისტრატორის ვაკანსიაზე. გასაუბრებაზე დამიბარეს, რაც იმ დროისთვის უკვე ძალიან ბევრს ნიშნავდა ჩემთვის, ამიტომ მოლოდინებითა და შემართებით მივედი ოფისში.

შესვლისთანავე სხვა გარემო დამხვდა, ვიდრე მოველოდი — ნახევრად ჩაბნელებული დერეფანი და ჭუჭყიანი მისაღები. ჩემი ჯერიც მალევე მოვიდა და ოთახში შევედი, სადაც საშუალო ასაკის ქალი იჯდა. მისი დაღლილი და მობეზრებული გამომეტყველება პირდაპირ ამბობდა, რომ იქ მოვალეობის მოხდის მიზნით იყო.

გასაუბრება რამდენიმე სტანდარტული კითხვით დაიწყო, თუმცა შემდეგ მოულოდნელი და უადგილო შეკითხვების მოსმენა მომიხდა. მაგალითად, როდის ვაპირებდი დაოჯახებას? ადგილზევე გავშრი და ცოტა ხანი ვერაფერი ვთქვი დაბნეულობისგან. საერთოდ ვერ გავიგე, რა შუაში იყო ჩემი პირადი ცხოვრება და გეგმები ამ კონკრეტულ ოთახში გასაუბრებაზე ჯდომასთან. სანამ სიტყვებს თავს მოვუყრიდი, მაგიდის მეორე მხარეს მჯდომმა პოტენციურმა დამსაქმებელმა დამრიგებლური ტონით გააგრძელა საუბარი და დაამატა, რომ სტუდენტობის დროიდანვე უნდა ვიწყებდე ოჯახზე ფიქრს, რადგან ჩემი, როგორც ქალის, მთავარი მოვალეობა შვილების გაჩენა და გაზრდაა.

რა თქმა უნდა, მაშინვე წამოვედი იქედან, თუმცა საშინელი გაბრაზებისა და გაოცების განცდა კიდევ რამდენიმე კვირის განმავლობაში გამყვა. ყველაზე რთული კი იმის გააზრება იყო, რომ ეს ერთადერთი შემთხვევა არ იქნებოდა და მომავალში ისევ შევხვდებოდი ადამიანებს, რომლებიც გასაუბრებაზე მოურიდებლად მკითხავდნენ: გათხოვებას როდის აპირებ? შვილების გაჩენას?“

მსგავსი სტატიები

ჩემი ამბავი, აბორტი, aborti

ჩემი ამბავი — რატომ გავიკეთე აბორტი

აბორტზე პირადი მოსაზრება ჯერ კიდევ გვიან თინეიჯერობაში ჩამომიყალიბდა — ყველა ქალს უნდა ჰქონდეს ავტონომია საკუთარ სხეულზე და შვილების გაჩენა მათი არჩევანი უნდა იყოს.

პირადი ისტორიები
ჩემი ამბავი, მარტოხელა დედა

ჩემი ამბავი — რას ნიშნავს მარტოხელა დედობა

პირადი ისტორია იმაზე, თუ რას ნიშნავს მარტოხელა დედობა და რა სირთულეები ახლავს მას — „შენ ჭკვიანი გოგო ხარ, დაფიქრდი მაინც, ბავშვს მამას ნუ დაუკარგავ“

პირადი ისტორიები

გააზიარე სტატია

ჩემი ამბავი — პირველი გასაუბრება

ხშირად დასმული კითხვები

?

...

დამატებითი ინფორმაცია