Facebook Script

ჩემი ამბავი — პირველი ტრავმა

23 სექტემბერი, 2021 | პირადი ისტორიები

„ბავშვობაზე საუბრისას ყოველთვის დადებითი მოგონებები მახსენდება, თუმცა რამდენიმე წლის წინ კარგად გავიაზრე, თუ რამხელა ზეგავლენა შეიძლება ჰქონდეს იმდროინდელ ტრავმას.

მშობლებმა უკიდურესი გაჭირვების მიუხედავად მაინც გადაწყვიტეს, რომ ბაღში უნდა მევლო. მეც ძალიან მომწონდა ბავშვებთან ურთიერთობის შესაძლებლობა და არასდროს დამზარებია იქ წასვლა. ყოველი დღე დალაგებული სქემით მიმდინარეობდა, რომლის თანახმადაც, შუადღით გვაძინებდნენ.

ერთხელაც, ვიღაცამ გამაღვიძა და თვალები რომ გავახილე მახსოვს, რომ ნაცნობი ადამიანი იჯდა ჩემს ლოგინზე. ერთ-ერთი ბავშვის ძმა, რომელიც ჩემზე ბევრად დიდი იყო. რა თქმა უნდა, ვერ გავიაზრე რატომ გამაღვიძა. ვერც ის გავიაზრე შემდეგ რაც მოხდა. სახე ახლოს მომიტანა და კოცნა დამიწყო. 4 წლის ვიყავი და ერთადერთი, რაც იმ წუთებიდან მახსოვს, საშინელი უხერხულობის განცდაა, რომელსაც ამ ადამიანის შეხებისას ვგრძნობდი. მივხვდი, რომ არ მომწონდა ეს ყველაფერი და ხელით მოვიშორე. შეეშინდა და ოთახიდან მაშინვე გავიდა.

არც მშობლებისთვის მითქვამს რაიმე და მითუმეტეს, არც ბაღის მასწავლებლებისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ დამიჯერებდნენ, მაგრამ შემეშინდა, რადგან მეგონა, რომ მე ჩავიდინე რაღაც არასწორი. ყველაფრის დავიწყებას ვცდილობდი და გამომივიდა კიდეც, სანამ თინეიჯერობის ასაკში ბიჭმა ჩემი კოცნა არ დააპირა.

ისევ ის საშინელი მიუღებლობის გრძნობა გამიჩნდა. თავი კვლავ დამნაშავედ ვიგრძენი და მარტო დარჩენა მომინდა. საკუთარ თავში მიზეზის ძებნა დავიწყე და ამაზე ფიქრისას მთელი სიცხადით გავიხსენე ბაღის საძინებელ ოთახში გატარებული ის რამდენიმე წუთი.

არასდროს გავბრაზებულვარ ისე, როგორც მაშინ, როცა მივხვდი, რომ ვიღაცამ ასე დამაზიანა. მართალია, დროის გასვლის შემდეგ გადავლახე ეს ამბავი, მაგრამ ყოველ ჯერზე, როცა ვკითხულობ ახალ ამბებს და ვიგებ, რომ არასრულწლოვან გოგონაზე იძალადეს, გაბრაზების გრძნობა ათმაგად მიბრუნდება“.

გაზიარება

მსგავსი სტატიები

ჩემი ამბავი, აბორტი, aborti

ჩემი ამბავი — რატომ გავიკეთე აბორტი

აბორტზე პირადი მოსაზრება ჯერ კიდევ გვიან თინეიჯერობაში ჩამომიყალიბდა — ყველა ქალს უნდა ჰქონდეს ავტონომია საკუთარ სხეულზე და შვილების გაჩენა მათი არჩევანი უნდა იყოს.

პირადი ისტორიები
ჩემი ამბავი, მარტოხელა დედა

ჩემი ამბავი — რას ნიშნავს მარტოხელა დედობა

პირადი ისტორია იმაზე, თუ რას ნიშნავს მარტოხელა დედობა და რა სირთულეები ახლავს მას — „შენ ჭკვიანი გოგო ხარ, დაფიქრდი მაინც, ბავშვს მამას ნუ დაუკარგავ“

პირადი ისტორიები

გააზიარე სტატია

ჩემი ამბავი — პირველი ტრავმა

ხშირად დასმული კითხვები

?

...

დამატებითი ინფორმაცია