Facebook Script

ჩემი ამბავი — ექსკურსიაზე

23 სექტემბერი, 2021 | პირადი ისტორიები

„15 წლის რომ ვიყავი, ჩემი კლასი ექსკურსიაზე წავიდა. პარალელური კლასიდანაც წამოვიდნენ ჩემი კლასელების მეგობრები. მათ შორის ერთი ბიჭი იყო, ჩემი ყოფილი შეყვარებულის მეგობარი. არც ვიცნობდი, მაგრამ ვიცოდი, რომ სკოლაში ჩემზე არც ისე სასიამოვნო კონტექსტში საუბრობდა და ჩემი ყოფილის მოგონილ ტყუილებს ავრცელებდა, თითქოს „ცუდი რეპუტაციის გოგო“ ვიყავი და სხვადასახვა ბიჭებთან მქონდა ურთიერთობა.

ექსკურსიაზე 30 ბავშვი მაინც იყო, პლუს მათი მშობლები და მასწავლებლები. სუფრასთან რომ დავსხედით, ბავშვებმა ღვინის სმა დაიწყეს. ღვინო მანამდე არასდროს მქონდა გასინჯული და გადავწყვიტე, რომ მეც დამელია. ჩემს მეგობრებთან ერთად ვიყავი, მაგრამ, როგორც ჩანს, რაღაც ეტაპზე დამტოვეს და სასმელისგან გავითიშე. საერთოდ აღარ მახსოვს დღის რაღაც პერიოდი.

როდესაც გამოვფხიზლდი, ის ბიჭი მკოცნიდა და ხელებს მიფათურებდა. არც ისე შორს ვიყავით ავტობუსიდან და არც ვიცი, რამდენად მოფარებული ადგილი იყო საერთოდ, სადაც ვიყავით. არაა გამორიცხული, რომ სხვადამიანებიც ხედავდნენ ამას, თუმცა არავინ ჩარეულა.

როგორც კი გონზე მოვედი, მისი მოშორება დავიწყე, თავი დამანებე-მეთქი. ისიც ვუთხარი, რომ ვიცოდი, სკოლაში ჩემზე რასაც ლაპარაკობდა. ზიზღს ვგრძნობდი მის მიმართ და რატომღაც თან ის შეგრძნებაც მქონდა, თითქოს ბუნებრივი იყო, რაც ახლა ხდებოდა და ასეც უნდა მომხდარიყო. ის ბიჭი მაინც არ მიშვებდა და მარწმუნებდა, რომ როგორ არ უნდა მოსწონებოდა ჩემნაირი კარგი გოგო, რომ მხოლოდ ჩემი კომპლექსების ბრალი იყო რამე მსგავსს თუ ვფიქრობდი და ყველაფერი ტყუილი იყო, რაც ვიცოდი.

საბოლოოდ მაინც დავაღწიე თავი და ავტობუსში ავედი. ასვლისთანავე საშინელი სირცხვილი ვიგრძენი. დარწმუნებული ვიყავი, რომ ყველაფერი ჩემი ბრალი იყო, რომ კიდევ ერთხელ გამართლდა ის, რასაც ჩემი კლასელები და უცხო ადამიანები ამბობდნენ და რომ სხვებისგან ამ დაცინვასა და განსჯას მართლა ვიმსახურებდი. იმ ბიჭმა მაშინვე ზემოდან ყურება დამიწყო, შეურაცხყოფა და დაცინვა.
მეორე დღეს, რა თქმა უნდა, ყველამ „იცოდა“ ეს ამბავი. ის და მისი მეგობრები ბევრს ღადაობდნენ ამ ფაქტზე - მათთვის "დადასტურდა", რომ ნამდვილად „გარყვნილი“ და „ბოზი“ ვიყავი“.

მსგავსი სტატიები

ჩემი ამბავი, აბორტი, aborti

ჩემი ამბავი — რატომ გავიკეთე აბორტი

აბორტზე პირადი მოსაზრება ჯერ კიდევ გვიან თინეიჯერობაში ჩამომიყალიბდა — ყველა ქალს უნდა ჰქონდეს ავტონომია საკუთარ სხეულზე და შვილების გაჩენა მათი არჩევანი უნდა იყოს.

პირადი ისტორიები
ჩემი ამბავი, მარტოხელა დედა

ჩემი ამბავი — რას ნიშნავს მარტოხელა დედობა

პირადი ისტორია იმაზე, თუ რას ნიშნავს მარტოხელა დედობა და რა სირთულეები ახლავს მას — „შენ ჭკვიანი გოგო ხარ, დაფიქრდი მაინც, ბავშვს მამას ნუ დაუკარგავ“

პირადი ისტორიები

გააზიარე სტატია

ჩემი ამბავი — ექსკურსიაზე

ხშირად დასმული კითხვები

?

...

დამატებითი ინფორმაცია