Facebook Script

ჩემი ამბავი — „მხოლოდ ბიჭები!“

23 სექტემბერი, 2021 | პირადი ისტორიები

„კაცის ტვინი რომ მაინც სულ სხვაა, ალბათ არაერთხელ გსმენიათ, თუმცა ეს ფრაზა განსაკუთრებით მძიმე მოსასმენი, ერთი შეხედვით, რეალიზებული ქალისგანაა.

მედიცინის ფაკულტეტის მესამე კურსზე, როცა უკვე ბევრი სექსისტური განცხადება მოვისმინე სხვადასხვა ლექტორისგან, სხვადასხვა კონტექსტში, არ მეგონა, ვინმეს დამოკიდებულებით განსაკუთრებით თუ აღვშფოთდებოდი. თუმცა ერთ-ერთი საგნის ლექცია დაიწყო ფრაზით: „მხოლოდ ბიჭები!“ თავიდან სერიოზულად არ აღვიქვი, თუმცა აუდიტორიაში შესვლისთანავე ლექტორმა ამ ფრაზის ლეგიტიმურობის განვრცობა დაიწყო.

პირველი კითხვა დასვა დავალებასთნ დაკავშირებით და ვუპასუხე. შემდეგ იგივე პასუხი ბიჭს გაამეორებინა და მიმითითა, რომ აი, ასე უნდა მეპასუხა. როცა ვკითხე, რა განსხვავება იყო ამ ორ იდენტურ პასუხს შორის, სრულიად დამაჯერებლად მითხრა, რომ ჩემი ნათქვამი დაზეპირებული იყო, ბიჭის — გააზრებული. ასე მოხდა მეორე კითხვის დასმის შემდეგაც, ამჯერად სხვა გოგოს დასდო ბრალი გაუაზრებელ სწავლაში მხოლოდ იმის გამო, რომ გოგოა. ასე გრძელდებოდა ერთი საათი. ჩვენი ქალი ლექტორი გოგოებს მეგობრულად გვირჩევდა რამე მარტივი საქმის კეთებას, რადგან უფრო რთულს ჩვენ ვერ შევძლებდით. გვიყვებოდა პირად გამოცდილებას, როგორ არჩია „სარფიანად“ გათხოვებას პროფესია და როგორ შეცდა ამ გადაწყვეტილებაში. ვუსმენდი და ბრაზი მახრჩობდა, რომ პასუხის გაცემა სრულიად უშედეგო იყო, რადგან ჩემი პასუხები უბრალოდ არ აღიქმებოდა, მისი ყურისთვის შეუმჩნეველ სიხშირედ იფანტებოდა ირგვლივ.

ყოველთვის, როცა ჩემი უნივერსიტეტი მახსენდება (ბევრ შეუფასებელ მოგონებასთან ერთად), მახსენდება „ძვირფასი“ ლექტორები, რომლებიც დაუღალავად შრომობდნენ გოგოების მოტივაციების არათუ დაქვეითებაზე, სრულად გაქრობაზე.

ქალი ხარ? — შენ შეგიძლია მხოლოდ გაიმეორო!
კაცი ხარ? — შენ ნამდვილად შეგიძლია იაზროვნო!

ვიცი, ეს არ არის მხოლოდ ჩემი ამბავი და დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი გოგოსთვის დაუწესებიათ ოცნებებისა და მიზნების დასახვის საზღვრები. სამწუხაროდ, ასეთი შემთხვევების გავლენა უნივერსიტეტის ან სკოლის შენობაში არ სრულდება და შემდეგ ქალებს მთელი ცხოვრება გვიწევს დაკარგული თვითრწმენისა და თავდაჯერებულობის ხელახლა მოპოვება“.

მსგავსი სტატიები

ჩემი ამბავი, აბორტი, aborti

ჩემი ამბავი — რატომ გავიკეთე აბორტი

აბორტზე პირადი მოსაზრება ჯერ კიდევ გვიან თინეიჯერობაში ჩამომიყალიბდა — ყველა ქალს უნდა ჰქონდეს ავტონომია საკუთარ სხეულზე და შვილების გაჩენა მათი არჩევანი უნდა იყოს.

პირადი ისტორიები
ჩემი ამბავი, მარტოხელა დედა

ჩემი ამბავი — რას ნიშნავს მარტოხელა დედობა

პირადი ისტორია იმაზე, თუ რას ნიშნავს მარტოხელა დედობა და რა სირთულეები ახლავს მას — „შენ ჭკვიანი გოგო ხარ, დაფიქრდი მაინც, ბავშვს მამას ნუ დაუკარგავ“

პირადი ისტორიები

გააზიარე სტატია

ჩემი ამბავი — „მხოლოდ ბიჭები!“

ხშირად დასმული კითხვები

?

...

დამატებითი ინფორმაცია