Facebook Script

ძალადობისა და ფემიციდის მედიაგაშუქება — მისი ფორმები და გავლენა ქალების მკვლელობაზე

21-ე საუკუნეში, სადაც საინფორმაციო საშუალებების რაოდენობა და ფორმა საგრძნობლად გაიზარდა, მედიის როლიც შეიცვალა — ის გასცდა მხოლოდ ახალი ამბის გავრცელებას და მეტად ანალიტიკური და სიღრმისეული გაშუქება გახდა. სწორედ ამ როლის შესრულება მოითხოვს მედიასაშუალებებისგან იმაზე მეტს, ვიდრე, უბრალოდ, სიახლის გაზიარებაა — მოითხოვს ეთიკურად, სიღრმისეულად და მაღალი პროფესიული სტანდარტით გაშუქებას.

ზემოთ აღნიშნული რეალობა მიემართება ფემიციდისა და, ზოგადად, ქალთა მიმართ ძალადობის მედიაგაშუქებასაც. ამ კუთხით მედიას მნიშვნელოვანი გავლენა შეიძლება ჰქონდეს საზოგადოებაში ფესვგადგმული დამაზიანებელი წარმოდგენების გადააზრებაზე,  ქალთა მიმართ ძალადობაზე საზოგადოებრივი აზრის ფორმირებასა და, ზოგადად, თანასწორობის იდეის გავრცელებაზე. ჩატარებული კვლევები აჩვენებს, რომ მედიის მიერ ძალადობისა და სხვადასხვა დანაშაულის ეთიკური გაშუქება აყალიბებს და ცვლის საზოგადოებრივ დამოკიდებულებებს. გარდა ამისა, მედიას შეუძლია გავლენა მოახდინოს პოლიტიკურ დღის წესრიგსა და კანონის აღსრულებაზე.

ქართულ მედიაში ამ თვალსაზრისით ნამდვილად შეინიშნება დადებითი ცვლილებები, თუმცა ჯერ ისევ არსებობს პრობლემები, რომლებიც ადრინდელივით მწვავედ დგას და დამაზიანებელ გავლენას ახდენს ძალადობაგამოვლილი ადამიანების ცხოვრებაზე, ფემიციდის მსხვერპლი ქალების მიმართ დამოკიდებულებაზე, მსხვერპლების ოჯახების კეთილდღეობასა და სხვა მრავალ ასპექტზე.

დღესდღეობით ქართული მედია ფემიციდს იშვიათად წარმოაჩენს სისტემურ პრობლემად, რომელიც გენდერული უთანასწორობითაა გამოწვეული. ხშირად ფემიციდი გაშუქებულია, როგორც კონკრეტული ქალისა და ოჯახის ტრაგედია, რომელიც კონკრეტული კაცის ეჭვიანობამ, ბრაზმა, მენტალურმა ჯანმრთელობამ თუ სხვა გარემო ფაქტორებმა გამოიწვია. ეს კი ფემიციდის სისტემურ გააზრებას და, შესაბამისად, მის პრევენციას მნიშვნელოვნად უშლის ხელს.

არაეთიკური გაშუქების ფორმები

ქალთა მიმართ ძალადობასთან დაკავშირებული საკითხების არაეთიკური მედიაგაშუქება, ძირითადად, შემდეგნაირად გამოიხატება:

  • ხშირად გაშუქების „ღირსად“ მხოლოდ ფიზიკური ძალადობა, გაუპატიურება და ფემიციდი ითვლება. მედია იშვიათად აკეთებს აქცენტს ფაქტზე, რომ ფსიქოლოგიური, ემოციური თუ ეკონომიკური ძალადობაც დანაშაულია და საჭიროებს ანალიზს და კომპლექსურად აღქმას, რადგან ჩაგვრისა და ძალადობის ამ ტიპებს მნიშვნელოვანი გავლენა შეიძლება ჰქონდეს ქალის ცხოვრებასა და უსაფრთხოებაზე.

  • მედია ხშირად ორიენტირებულია სენსაციაზე — „შოკისმომგვრელ“, „სასტიკ“, „დაუჯერებელ“ შემთხვევებზე — და ქმნის შოუს კონკრეტული ადამიანების უბედურებისგან.

  • მედია არ გრძნობს პასუხისმგებლობას მის ციფრულ პლატფორმებზე საზოგადოების მხრიდან გაკეთებულ სიძულვილის ენის შემცველ კომენტარებზე და „ჩართულობის“ ნაწილად მიიჩნევს ამ ტიპის შინაარსებს.

  • ქალის პირად ცხოვრებაზე, პიროვნულ თვისებებსა და სხვა ისეთ საკითხებზე ყურადღების გამახვილებით, რომლებსაც არავითარი ინფორმაციული ღირებულება არ აქვს ფემიციდის გაშუქებისას, მედია ხელს უწყობს ძალადობის გამართლებას მსხვერპლის დადანაშაულების ფონზე.

  • მედიები ხშირად ეთერში უშვებენ ინტერვიუებსა და მოსაზრებებს, რომლებიც მოძალადის გამართლებასა და მხარდაჭერას ემსახურება.

  • მედია ხშირად წარმოაჩენს მენტალურ ჯანმრთელობას ან წამალდამოკიდებულებას დამნაშავის გამამართლებელ გარემოებად, რითაც, ერთი მხრივ, ხელს უშლის პრობლემის სისტემურ გააზრებას, ხოლო მეორე მხრივ, ხელს უწყობს სტიგმის გაძლიერებას მენტალური დაავადებების მქონე და წამალდამოკიდებული ადამიანების მიმართ.

  • მედია ავრცელებს გადაუმოწმებელ ინფორმაციას, რომლებიც არაოფიციალური წყაროებიდან მიიღო, რითაც აზიანებს თავად ქალებსაც და მათ ოჯახებსაც.

  • მედია დანაშაულის მეთოდის დეტალური აღწერით ლახავს მსხვერპლის ღირსებას და პოტენციურ მოძალადეებს აძლევს დანაშაულის ჩადენის გზების ახალ იდეებს.

ეთიკური გაშუქების სტანდარტი

ამის საპირისპიროდ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მედიამ საგანმანათლებლო როლი შეითავსოს, შეასრულოს მასზე დაკისრებული პასუხისმგებლობა და ქალთა მიმართ ძალადობის გაშუქებისას:

  • ისაუბროს ყველა ფორმის ძალადობაზე და გაავრცელოს ანალიტიკური, სიღრმისეული და ეთიკური მასალა;

  • ემსახუროს მსხვერპლის, ძალადობაგამოვლილი ქალების, მათი ოჯახებისა და გარშემომყოფების მხარდაჭერას და არა — სენსაციას, რომელიც ზიანის მომტანი, არაპროფესიონალური და არაეთიკური მედიამასალაა;

  • პასუხისმგებლობით მოეკიდოს და გაფილტროს მისი სოციალური მედიის გვერდებზე საზოგადოების მხრიდან გაკეთებული კომენტარები და იმ შემთხვევაში, თუ ისინი ზიზღის შემცველია, ადანაშაულებს მსხვერპლს, დასცინის ან შეურაცხყოფას აყენებს ძალადობაგამოვლილ ქალებს, წაშალოს ამ ტიპის კომენტარები;

  • არ გაამახვილოს ყურადღება ძალადობაგამოვლილი ქალის ცხოვრების ისეთ ასპექტებზე, რომლებიც მისი დადანაშაულების საბაბი გახდება და, ამავდროულად, არავითარ ინფორმაციულ ღირებულებას არ ატარებს დანაშაულთან მიმართებით;

  • არ გაუშვას ეთერში მეზობლების, ნათესავების, ოჯახის წევრებისა თუ სხვა, მოძალადესთან თუ ძალადობაგამოვლილ ქალთან დაახლოებული, პირების კომენტარები, რომლებიც ამართლებენ მოძალადეს და მისი იმიჯის რეაბილიტაციას ემსახურებიან;

  • არ მიაწეროს ქალზე ძალადობა ან მისი მკვლელობა მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებს, წამალდამოკიდებულებას, სიღარიბესა თუ სხვა ისეთ ფაქტორებს, რომლებიც დამნაშავეს პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს და აძლიერებს სტიგმას სხვადასხვა ჩაგრული ჯგუფის მიმართ;

  • არაოფიციალური, დაუდასტურებელი, გადაუმოწმებელი ინფორმაცია არ გაუშვას ეთერში, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე მკვლელობას ეხება. ამით მედია მნიშვნელოვან ზიანს აყენებს თავად ქალსა და მის ოჯახს.

ფემიციდის გაშუქებისას:

  • მოიკვლიოს, შეატყობინა თუ არა მსხვერპლმა ძალადობის შესახებ პოლიციას;

  • თუ მას არ მიუმართავს სისტემისთვის, არ გააჟღეროს ეს, როგორც ქალის შეცდომა და დანაშაული, არამედ იკვლიოს, რატომ არ მიმართა სისტემას მსხვერპლმა, რამ შეუშალა ხელი?

  • განიხილოს ფემიციდი ძალადობების სერიის კონტექსტში და ცხადად აჩვენოს, რომ ქალის მკვლელობა ძალადობრივი ჯაჭვის ბოლო, ყველაზე ტრაგიკული და სასტიკი რგოლია;

  • ისაუბროს იმ გარემოებებზე, რომლებიც ფემიციდის რისკს ზრდის (ძალადობა, ქალის კონტროლის სურვილი, გავლენები, იარაღის ფლობა და ა.შ.);

  • არ აღწეროს დანაშაულის ჩადენის მეთოდი დეტალურად;

  • გაჰყვეს ამბავს ბოლომდე და გააშუქოს არა მარტო დანაშაული, არამედ მისი დასჯაც;

  • გაითვალისწინოს და ემპათიით იყოს განწყობილი მსხვერპლის შვილების მიმართ და დამატებით არ დააზიანოს ისინი;

  • არ გააძლიეროს ისეთი სტერეოტიპები, როგორიცაა: „ბავშვს სჭირდება ორივე მშობელი“ — ბავშვს სჭირდება მშობლები და გარემო, რომელიც მასზე არ ძალადობს;

  • მოერიდოს ბავშვებისგან ინტერვიუების აღებას, საკითხის სენსიტიურობიდან და ამ ჯგუფის მოწყვლადობიდან გამომდინარე.

ეთიკური მედიის განვითარებასა და მედია ორგანიზაციების ეთიკური გაშუქების წახალისებაზე არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალები საერთო მომავლისთვის (WECF)“ საქართველოს ოფისი აქტიურად მუშაობს.

მათ მოამზადეს ვიდეოების სერია, რომლებიც მედიის წარმომადგენლებს ქალთა და სხვა ჩაგრულ ჯგუფებთან დაკავშირებული საკითხების ეთიკური გაშუქების სტანდარტებსა და რეკომენდაციებს აცნობს. მათ შორის ერთ-ერთი საკითხი სწორედ ფემიციდის ეთიკურად გაშუქება იყო.

სახელმწიფო, სამოქალაქო საზოგადოება და მედია სამი ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლია ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციისა და, ზოგადად, ქალების ჩაგვრის შემცირების პროცესში, რადგან სწორედ მათ აქვთ ამის ძალაუფლება, გავლენა და შესაძლებლობა. შესაბამისად, თითოეული რგოლის, მათ შორის მედიის, უმოქმედობას ან დამაზიანებელ მოქმედებას ძლიერი გავლენა აქვს გარემოზე, რომელშიც ვცხოვრობთ.

სწორედ ამიტომ, აუცილებელია, მედიამ იგრძნოს და შეასრულოს მასზე დაკისრებული პასუხისმგებლობა: იყოს სანდო და საზოგადოებას ჰქონდეს მისი მხარდაჭერის იმედი.

გამოყენებული წყაროები:

♦ სტატია მომზადებულია ფონდის „Urgent Action Fund“ ფინანსური მხარდაჭერით.

მსგავსი სტატიები

შშმ, შეზღუდული, შესაძლებლობების, მქონე, მოზარდი, სქესობრივი, მომწიფება, გარდატეხის, ასაკი, გამოწვევები, საჭიროებები

შშმ მოზარდები და სქესობრივი მომწიფება — მათი გამოწვევები და საჭიროებები გარდატეხის ასაკში

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები და მოზარდები — როგორ მივუდგეთ მათ სქესობრივი მომწიფებისას (გარდატეხის ასაკში), რაზე ვესაუბროთ და რა ვასწავლოთ? რჩევები მშობლებს ფსიქოლოგისგან და ქცევის თერაპევტისგან.

ჩემი სექსუალობა
ვიდეო, სექსუალობა, სექსი, საზღვრები, უსაფრთხოები, ნუდები, შიშველი, ფოტოები, პარტნიორი, შეყვარებული, ურთიერთობა, ძალადობა, ფსიქოლოგიური, ემოციური, video, seqsualoba, seqsi, sex, sazrvrebi, tanxmoba, თანხმობა

ვიდეო — სექსუალობასთან დაკავშირებული ჯანსაღი საზღვრები

ვიდეო: სექსუალობასთან დაკავშირებული ჯანსაღი საზღვრები — ემოციური, იგივე მენტალური საზღვრები, ფიზიკური საზღვრები და ციფრული საზღვრები. როგორ დავიცვათ საკუთარი თავი?

ჩემი უსაფრთხოება
სექსუალური, განათლება, სექსი, ფაქტები, მითები, ქვიარი, მოზარდები, თინეიჯერები, ლგბტ, ლგბტქ+, lgbt, lgbtq+, queer, qviari, mozardebi, tineijerebi, seqsi, sex, ganatleba

სექსუალური განათლების 8 ფაქტი ქვიარ მოზარდებისთვის

მასტურბაცია, პორნოგრაფია, კომუნიკაცია და თანხმობა, უსაფრთხო სექსი, ანალური სექსი, ორსულობა — სექსუალური განათლების მნიშვნელოვანი ფაქტები, რომლებიც LGBTQ+ მოზარდებმა უნდა იცოდნენ.

ჩემი სექსუალობა
ადრეული, ქორწინება, ადრეული, არასასურველი, ორსულობა, ნაადრევი, რისკები, გამოწვევები, adreuli, qorwineba, gogoebi, gogonebi, გოგოები, გოგონები, ბავშვები, bavshvebi, bavshvta, ბავშვთა

ადრეული ქორწინება და არასასურველი ორსულობა — რისკები და გამოწვევები

რა რისკები ახლავს ადრეულ (ნაადრევ) ქორწინებას? — ნაადრევი სქესობრივი კავშირი, განათლების/სკოლის მიღმა დარჩენა, ოჯახური ძალადობა, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები (სგგი), ადრეული ორსულობა. როგორ მოვაგვაროთ ადრეული ქორწინების პრობლემა?

ჩემი სექსუალობა
ადრეული, ქორწინება, ბავშვთა, მიზეზები, შედეგები, უარყოფითი, მხარეები, საზიანო, არასრულწლოვნები, გოგოები, ბავშვები, მოზარდები, თინეიჯერები, adreuli, ნაადრევი, naadrevi, qorwineba, mizezebi, shedegebi, saziano, bavshvta, bavshvebi

ადრეული ქორწინება — მისი გამომწვევი მიზეზები და საზიანო შედეგები

რა იწვევს ადრეულ (ბავშვთა) ქორწინებას? — სიღარიბე, შეზღუდული განათლება, სექსუალური განათლების სიმწირე, ტრადიცია და რელიგია, დაუცველობა. ადრეული ქორწინების მაჩვენებლები მსოფლიოში და საქართველოში და მისი საზიანო შედეგები.

ჩემი სექსუალობა
სექსი, ადრეული, ასაკი, თინეიჯერი, მოზარდი, გარდატეხა, საფრთხე, რისკი, ორსულობა, სგგი, ინფექცია, ძალადობა, თანხმობა, სქესობრივი ცხოვრება, დაწყება, პირველი, seqsi, adreuli, asaki, safrtxe, riski, orsuloba, dawyeba, pirveli

სექსი ადრეულ ასაკში — არსებული საფრთხეები

რა იგულისხმება ადრეულ ასაკში და რა საფრთხეები ახლავს სქესობრივი ცხოვრების ადრე დაწყებას — დაუგეგმავი ორსულობა, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები, თანხმობა და მენტალური ტრავმები.

სიამოვნება და სექსი

გააზიარე სტატია

ძალადობისა და ფემიციდის მედიაგაშუქება — მისი ფორმები და გავლენა ქალების მკვლელობაზე

ხშირად დასმული კითხვები

?

...

დამატებითი ინფორმაცია