Facebook Script

„წითელქუდა“ ციფრულ სამყაროში სიძულვილის ენის წინააღმდეგ

01 თებერვალი, 2024 | სიახლეები

DataFest Tbilisi 2023-ის ფარგლებში, ორგანიზაცია „ფორსეტმა“ ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისთან პარტნიორობით, ჩაატარა ჰაკათონი „სიძულვილის ენა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაული ქალებისა და გოგოების წინააღმდეგ ციფრულ სივრცეში“. ჰაკათონის მიზანი ამ პრობლემის ირგვლივ ორიგინალური და ეფექტური ტექნოლოგიური ხელსაწყოებისა და გადაწყვეტების შექმნა და განვითარება იყო. ამ პრაქტიკული აქტივობის შედეგად ორი გამარჯვებული პროდუქტი გამოვლინდა. მათგან ერთ-ერთი ცნობილ ზღაპარზე, „წითელქუდაზე“, დაყრდნობით შექმნილი საბავშვო თამაშია.

მირანდა ნამიჭეიშვილის და ვაჟა კავლელიშვილის გუნდმა შექმნა თამაში მათთვის, ვისაც სურს, მეტი გაიგოს სიძულვილის ენასა და სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულზე ქალებისა და გოგოების მიმართ ციფრულ სივრცეში, და არა მხოლოდ.

თამაში საშუალებას გვაძლევს, ბავშვებს სახალისო და ნაკლებად სტრესული ფორმით მივაწოდოთ ინფორმაცია იმ რისკებსა და საფრთხეებზე, რომლებიც ციფრულ თუ რეალურ სივრცეში ხშირად გვხვდება. ასევე, ვასწავლოთ ამ გამოწვევებისთვის წინააღდმდეგობის გაწევის გზები და დავეხმაროთ ბულინგთან და არასასურველ მოპყრობასთან გამკლავებისთვის საჭირო თავდაჯერებისა და უნარების გამომუშავებაში. 

თამაში, ამ ეტაპზე, მოვლენათა განვითარების რამდენიმე ვერსიას მოიცავს, თუმცა დროთა განმავლობაში მისი დახვეწა, გამრავალფეროვნება და სხვადასხვა პრობლემებზე მორგება იგეგმება.

„წითელქუდას“ თამაში შეგიძლიათ მოცემულ ბმულზე.

მსგავსი სტატიები

ხელბურთი, უნიფორმა, სექსიზმი

ხელბურთის ფედერაციამ კრიტიკის შემდეგ სექსისტური უნიფორმები შეცვალა

ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (IHF-მა) უნიფორმის რეგულაციები შეცვალა, რაც ნიშნავს, რომ ქალი ხელბურთელები ამიერიდან ბიკინის ნაცვლად შორტებით ითამაშებენ.

სიახლეები
ბელ ჰუქსი

ამერიკელი მწერალი და ფემინისტი ბელ ჰუქსი გარდაიცვალა

გუშინ, 15 დეკემბერს, ცნობილი ამერიკელი ავტორი, პროფესორი, ფემინისტი და ადამიანის უფლებათა აქტივისტი, ბელ ჰუქსი, გარდაიცვალა.

სიახლეები
ფემეა, Femea, მოზარდები, კამპანია, პროექტი, თინეიჯერები

ფემეა იწყებს კამპანიას მოზარდების ინფორმაციული გაძლიერებისთვის

„ფემეა“ ორგანიზაციის „ქალთა ფონდი საქართველოში“ ფინანსური მხარდაჭერით იწყებს პროექტს „გოგოების ინფორმაციული გაძლიერება სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებთან დაკავშირებით“.

სიახლეები
კონკურსი, ბლოგი, ბლოგერები, ილუსტრაცია, ილუსტრატორები, ფემეა, ქალები, ქალთა, უფლებები, ფემინიზმი, konkursi, blogi, blogerebi, ilustracia, ilustratorebi, femea, qalebi, qalta, uflebebi, feminizmi

კონკურსი ბლოგერებისა და ილუსტრატორებისთვის

„ფემეა“ აცხადებს კონკურსს იმ ბლოგერებისა და ილუსტრატორებისთვის, რომელთაც ზემოთ ჩამოთვლილ საკითხებზე მუშაობა აინტერესებთ და მზად არიან, შექმნან წერილობითი ან ვიზუალური საინფორმაციო მასალები და შეიტანონ თავიანთი წვლილი ქალთა და სხვა ჩაგრული ჯგუფების ინფორმაციულ გაძლიერებაში.

სიახლეები
ფემეა, საინფორმაციო, კამპანია, ქალები, ქალთა, მიმართ, ძალადობა, ფემიციდი, ოჯახური, სექსუალური, femea, sainformacio, kampania, qalebi, qalta, mimart, dzaladoba, femicidi, ojaxuri, seqsualuri, მკვლელობა, mkvleloba

ფემეა იწყებს საინფორმაციო კამპანიას ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ

„ფემეა“ ორგანიზაციის „Urgent Action Fund“ ფინანსური მხარდაჭერით იწყებს პროექტს „საინფორმაციო კამპანია ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“.

სიახლეები
ვაკანსია, ფემეა, ვიდეო, კონტენტი, სოციალური, მედია

ვაკანსია — ვიდეო კონტენტის შემქმნელი სოციალური მედიისთვის

ქალების ინფორმაციული გაძლიერების პლატფორმა „ფემეა“ ეძებს ვიდეო კონტენტის შემქმნელს TikTok-ის, Meta-ს Reels-ებისა და YouTube Shorts-ებისთვის.

სიახლეები

გააზიარე სტატია

„წითელქუდა“ ციფრულ სამყაროში სიძულვილის ენის წინააღმდეგ

ხშირად დასმული კითხვები

?

...

დამატებითი ინფორმაცია