Facebook Script

ნაყოფიერების მონიტორინგი ორსულობის თავიდან ასაცილებლად — დადებითი და უარყოფითი მხარეები

13 ოქტომბერი, 2022 | კონტრაცეფცია

იცოდით, რომ ქალებს დაორსულება მენსტრუალური ციკლის პერიოდში მხოლოდ 9 დღის განმავლობაში შეუძლიათ? თუკი დავადგენთ, როდის გვაქვს ეს კრიტიკული 9 დღე, შეგვიძლია, არასასურველი ორსულობა თავიდან ავირიდოთ.

საბედნიეროდ, ამის დადგენა ტემპერატურის გაზომვით, ციკლის მონიტორინგითა და ვაგინალურ გამონადენზე დაკვირვებით შეგვიძლია. კონტრაცეფციის ამ მეთოდს ე.წ. „ნაყოფიერების მონიტორინგი“ (ინგლ. Fertility awareness; იგივე Natural Family Planning — ოჯახის დაგეგმვის ბუნებრივი მეთოდი) ჰქვია და თუკი ყველაფერს სწორად გავაკეთებთ, ის 99%-ით ეფექტურია. სტატიაში სწორედ კონტრაცეფციის ამ მეთოდს გაგაცნობთ.

► ამ მეთოდის დაწყებამდე რეკომენდებულია კონსულტაციის გავლა ექიმთან.

მენსტრუალური ციკლი და ოვულაცია

ქალის მენსტრუალური ციკლი საშუალოდ 28 დღე გრძელდება. მენსტრუაციამდე, როგორც წესი, 10-16 დღით ადრე თქვენი ერთ-ერთი საკვერციდან მომწიფებული კვერცხუჯრედი გამოიდევნება და ფალოპის მილში ხვდება — ამას ეწოდება ოვულაცია. ხანდახან აქედან 24 საათში მეორე საკვერცხიდან მეორე კვერცხუჯრედიც გამოდის.

კვერცხუჯრედი ოვულაციიდან მაქსიმუმ 24 საათი ცოცხლობს. იმისათვის, რომ დავორსულდეთ, ამ პერიოდში კვერცხუჯრედს სპერმა უნდა შეხვდეს. დაორსულება შესაძლებელებია ოვულაციის დაწყებიდან 2 დღის განმავლობაში. თუმცა, ვინაიდან სპერმას შეუძლია, რომ ქალის სხეულში 7 დღე იცოცხლოს, დაორსულების ალბათობა არსებობს იმ შემთხვევაშიც, თუ ოვულაციის დაწყებამდე 7 დღის განმავლობაში გქონდათ სექსი.

წყარო: Femea

როგორ მუშაობს კონტრაცეფციის ბუნებრივი მეთოდი?

იმისთვის, რომ დავადგინოთ, როდის ხდება ოვულაცია, 3-6 მენსტრუალური ციკლის მანძილზე მაინც უნდა დავაკვირდეთ 3 სიგნალს. გაითვალისწინეთ, რომ სიგნალებზე გავლენა შეიძლება იქონიოს ავადმყოფობამ, სტრესმა და მოგზაურობამ. ეს სიგნალებია:

1. მენსტრუალური ციკლის სიგრძე

სასურველია, დეტალურად ჩაინიშნოთ ციკლის დაწყებისა და დასრულების თარიღი. შეგიძლიათ, გამოიყენოთ მობილური აპლიკაციები.

2. ტემპერატურა

ოვულაციის შემდეგ სხეულის ტემპერატურა ოდნავ (0.2 გრადუს ცელსიუსით) მატულობს. გაიზომეთ ტემპერატურა ყოველ დილით ერთსა და იმავე დროს, ადგომამდე. თუ 3 დღის მიყოლებით ტემპერატურა უფრო მაღალი აღმოჩნდა, ვიდრე წინა 6 დღის განმავლობაში, დიდი ალბათობით, თქვენ აღარ შეგიძლიათ დაორსულება.

3. საშვილოსნოს ყელის გამონადენის მონიტორინგი

მენსტრუალური ციკლის მსვლელობისას იცვლება გამონადენის რაოდენობა და ტექსტურა.

მენსტრუაციიდან პირველი რამდენიმე დღე თქვენი ვაგინა გამომშრალია და გამონადენიც არ არის. სხეული ოვულაციისთვის მზადებას რომ იწყებს, შეიძლება, შეამჩნიოთ სველი, წებოვანი, თეთრი, კრემისებრი გამონადენი. ამ დროს იწყება თქვენი ნაყოფიერი პერიოდი.

ზუსტად ოვულაციამდე გამონადენი ხდება უფრო სველი, გამჭვირვალე და სლიკინა, კვერცხის ცილის მსგავსი. ამ პერიოდში ყველაზე მაღალი შანსია დაორსულების. 

გამონადენი მალევე დაუბრუნდება უფრო სქელ, წებოვან მასას და 3 დღის შემდეგ დაორსულება ისევ ვეღარ უნდა შეძლოთ.

სურათზე: ფოლიკულური ფაზა; ოვულაცია; ლუთეინური ფაზა. წყარო: Invitra

მარცხნივ: არაფერტილური (უნაყოფო) გამონადენი. მარჯვნივ: ფერტილური (ნაყოფიერი) გამონადენი. წყარო: Carrot-Top

დადებითი მხარეები

  • არ იწვევს გვერდით მოვლენებს;

  • ქალების უმეტესობას შეუძლია თავის ამგვარად დაცვა, თუ აქვთ სწორი ინფორმაცია ექიმისგან;

  • არ საჭიროებს ქიმიური წარმოების ან ფიზიკურ პროდუქტებს;

  • გეხმარებათ, შეამჩნიოთ ანომალიები გამონადენში.

უარყოფითი მხარეები

  • არ იცავს სქესობრივად გადამდები დაავადებებისგან;

  • ნაყოფიერ პერიოდში სექსისგან გიწევთ თავის არიდება ან კონტრაცეფციის სხვა მეთოდების გამოყენება;

  • თუკი მეთოდს ზუსტად არ გამოიყენებთ, ის შეიძლება, ნაკლებად ეფექტური იყოს, ვიდრე სხვა მეთოდები;

  • ამ მეთოდის გამოყენება არაა რეკომენდებული, თუ გაქვთ არარეგულარული ციკლი, თუ ცოტა ხნის წინ შეწყვიტეთ ჰორმონალური კონტრაცეფციის მიღება, თუ ცოტა ხნის წინ გაიკეთეთ აბორტი ან მოგეშალათ ნაყოფი, თუ ხშირად მოგზაურობთ, თუ ბევრ ალკოჰოლს მოიხმართ ან თუ არ შეგიძლიათ ტემპერატურის გაზომვა;

  • იმისთვის, რომ ზუსტად დაადგინოთ ნაყოფიერი პერიოდი, სიგნალების მონიტორინგი რამდენიმე ციკლის განმავლობაში უნდა მოახდინოთ და ნიშნები ყოველდღიურად ჩაინიშნოთ;

  • თუკი დალევთ პოსტკოიტალურ (სექსის შემდგომ) კონტრაცეპტივს (ე.წ. „გადაუდებელ კონტრაცეფციას“), მოგიწევთ, კონტრაცეფციის ბუნებრივ მეთოდს ორი თვე არ მიმართოთ.

გამოყენებული წყარო:

მთავარი სურათი: Gravidanza

გაზიარება

მსგავსი სტატიები

სექსუალური, განათლება, სექსი, ფაქტები, მითები, ქვიარი, მოზარდები, თინეიჯერები, ლგბტ, ლგბტქ+, lgbt, lgbtq+, queer, qviari, mozardebi, tineijerebi, seqsi, sex, ganatleba

სექსუალური განათლების 8 ფაქტი ქვიარ მოზარდებისთვის

მასტურბაცია, პორნოგრაფია, კომუნიკაცია და თანხმობა, უსაფრთხო სექსი, ანალური სექსი, ორსულობა — სექსუალური განათლების მნიშვნელოვანი ფაქტები, რომლებიც LGBTQ+ მოზარდებმა უნდა იცოდნენ.

ჩემი სექსუალობა
გადაუდებელი, სასწრაფო, კონტრაცეფცია, ესკაპელი, ესმია, ორსულობა, სექსი

გადაუდებელი კონტრაცეფცია — მისი ფორმები, მიღების წესები და გვერდითი მოვლენები

რას ნიშნავს გადაუდებელი (სასწრაფო) კონტრაცეფცია და რამდენი სახეობის საშუალებას მოიცავს ის? როდის უნდა მივიღოთ „შემდეგი დღის“ აბი და რა ტიპის გვერდით მოვლენებს უნდა ველოდოთ?

კონტრაცეფცია
კონტრაცეფცია, ორსულობა, ფეხმძიმობა, თავიდან, არიდება, თავის, დაცვა, უსაფრთხო, სექსი, სპირალი, ჩასახვის, საწინააღმდეგო, აბები, spirali, chasaxvis, sawinaagmdego, abebi, orsuloba, kontracepcia, kontracefcia, usafrtxo, seqsi, tavis, dacva

20 მითი კონტრაცეფციაზე — ფაქტები ორსულობის თავიდან აცილების შესახებ

მითები და სიმართლე კონტრაცეფციაზე — ჰორმონალური კონტრაცეფცია, ჩასახვის საწინააღმდეგო აბები, სპირალი და თავდაცვის სხვა საშუალებები. როგორ ავიცილოთ თავიდან ორსულობა?

კონტრაცეფცია
ჰორმონალური, კონტრაცეფცია, კონტრაცეპტივი, ჩასახვის, საწინააღმდეგო, აბები, მონოფაზური, ფაზური, ყოველდღიური, მინი-აბები, მინიპილი, საშოს, ვაგინალური, რგოლი, კანის, პლასტირი, ინიექცია, ინექცია, იმპლანტი, სპირალი, საშვილოსნოსშიდა, მოწყობილობა, შემდეგი, დღის, hormonaluri, kontracepcia, kontracefcia, chasaxvis, sawinaagmdego, abebi, monofazuri, mini-abebi, minipili, sashos, vaginaluri, rgoli, kanis, plastiri, ineqcia, inieqcia, implanti, spirali

ჰორმონალური კონტრაცეფცია — რა უნდა ვიცოდეთ?

ჩასახვის საწინააღმდეგო აბები და სხვა ჰორმონალური კონტრაცეპტივები — საშოს (ვაგინალური) რგოლი, კანის პლასტირი, ინიექცია, იმპლანტი, სპირალი და სხვა — რა უნდა ვიცოდეთ სექსის დროს თავდაცვის გზებზე?

კონტრაცეფცია
კონტრაცეფცია, ბარიერული, მეთოდი, უსაფრთხო, სექსი, ორსულობა, დაცვა, პრეზერვატივი, სპირალი, დიაგრაფმა, ჩაჩი, ღრუბელი, გამოღება, გამონადენი, კალენდრული, ლაქტაცია, სტერილიზაცია, მილების, ლიგირება

კონტრაცეფციის არაჰორმონალური ფორმები — რა უნდა ვიცოდეთ?

ორსულობისგან თავის დაცვა და არაჰორმონალური კონტრაცეპტივები: პრეზერვატივი, დიაფრაგმა, საშვილოსნოს ყელის ჩაჩი, ღრუბელი, სპირალი, სტერილიზიცია (ვაზექტომია და მილების ლიგირება), გამოღების მეთოდი, კალენდრული მეტოდი, გამონადენის მონიტორინგი და ლაქტაციური ამენორეის მეთოდი.

კონტრაცეფცია

გააზიარე სტატია

ნაყოფიერების მონიტორინგი ორსულობის თავიდან ასაცილებლად — დადებითი და უარყოფითი მხარეები

ხშირად დასმული კითხვები

?

...

დამატებითი ინფორმაცია