„რეფლექსია“ ქართველი ფოტოგრაფების, თინათინ კიღურაძისა და თინათინ გოგიტიძის, მიერ მომზადებული ვიდეოპროექტია, რომელიც ორი ქალის სიმბოლური მოძრაობით ასახავს საქართველოში მიმდინარე დემონსტრაციებს: დაბმა და თავის გათავისუფლების მცდელობას, წართმეულ ხმას, თემიდას დაშლილი სიმბოლოს რეკონსტრუქციასა და მხუთავი აირის წინააღმდეგ თავდაცვით სცენებს. „რეფლექსია“ სიმბოლიზირებს ჩაგვრასთან, ძალადობასა და უსამართლობასთან ბრძოლას, როცა თავისუფლება და სამართლიანობა რჩება უმთავრეს მიზნად.
თინათინ კიღურაძე თბილისში მოღვაწე დამოუკიდებელი ფოტოგრაფი, ფოტოგრაფიის მასწავლებელი და Gallery Container-ის თანადამფუძნებელია. „ფემეას“ ჟურნალისტების ფოტოგამოფენაში ის ასევე წარმოდგენილია ფოტოპროექტით „დააკვირდი ახლოდან“, რომელიც თბური კამერით გადაღებულ ფოტოებს მოიცავს.
თინათინ გოგიტიძე თბილისში მოღვაწე დამოუკიდებელი ფოტოგრაფია. პროფესიით ის სტომატოლოგია და ფოტოგრაფიაში მისი მოღვაწეობა კლინიკაში პაციენტების გადაღებით დაიწყო. 2020 წელს მან გაიარა ფოტოგრაფიის კურსი „GALLERY CONTAINER“.