თინათინ კიღურაძე თბილისში მოღვაწე დამოუკიდებელი ფოტოგრაფი, ფოტოგრაფიის მასწავლებელი და Gallery Container-ის თანადამფუძნებელია. „დააკვირდი ახლოდან“ მისი ფოტოპროექტია, რომელიც თბური კამერით გადაღებულ ფოტოებს მოიცავს. ასეთი კამერა აფიქსირებს ტემპერატურას და ფოტოს ფერადოვნება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ რამდენად განსხვავებული ტემპერატურის ობიექტებია მოცემული კადრში. ფოტოპროექტში შემავალი ფოტოები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.