
დინა ოგანოვა (ასევე ცნობილი, როგორც DIKARKA) თბილისში მოღვაწე დოკუმენტური ფოტოგრაფია. ის ცნობილია თავისი გრძელვადიანი პროექტებით, რომლებიც ეხები ქალებისა და ახალგაზრდა გოგოების უფლებებს, ასევე სოციალურ და პოლიტიკურ საკითხებს. ის არის პირველი ქართველი, ვინც პრესტიჟული World Press Photo-ს Joop Swart Masterclass-ისთვის აირჩიეს, მსოფლიოს 12 საუკეთესო ახალგაზრდა ფოტოგრაფს შორის, და მას არაერთი საერთაშორისო პრიზი აქვს მიღებული, მათ შორის ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში (ორჯერ). მისი ხელნაკეთი წიგნი „My Place“ („ჩემი ადგილი“) ნიუ-ორკის მეტროპოლიტენის მუზეუმის პირადი კოლექციის ნაწილია.