
გიორგი გამგებელი (დ. 1989) თვითნასწავლი ფოტოგრაფია. 2008-2019 წლებში მუშაობდა ჯანდაცვის სამინისტროს სხვადასხვა პოზიციაზე. თავისუფალ დროს ხშირად მოგზაურობდა ველოსიპედით, ჩამოაყალიბა ველომოყვარულთა ჯგუფი და მოგვიანებით ჩეხურ კომპანიაში ექსტრემალური ტურიზმის მიმართულებით დაიწყო მუშაობა, სადაც გეგმავდა როგორც ველოტურებს, ისე საფეხმავლო, მოტო და ზამთრის ტურებსაც (2019-2023). ამ პერიოდში გაუჩნდა ინტერესი ფოტოგრაფიის მიმართ. ფოტოგრაფიის პროცესით ძალიან მოიხიბლა და ცდილობდა, ტურებში ყოფნის დროს გადაღება ძირითადი საქმიანობისთვის შეეთავსებინა. თავდაპირველად ბუნებას იღებდა, თუმცა ახლა არაურბანულ გარემოში ადამიანების გადაღებას ანიჭებს უპირატესობას. ამჟამად სრულადაა გადართული ფოტოგრაფიაზე.