
ქეთევან ხუციშვილი ონლაინ-მედია „ნეტგაზეთის“ ფოტოგრაფია. „მე-5 თვეა უწყვეტი პროტესტის გაშუქება ჩემს ყოველდღიურობად იქცა და თითქმის არ მახსოვს ის დრო, ამ ყველაფრის მიღმაც რომ მქონდა ცხოვრება. რთულია ამ ხნის განმავლობაში ვერ შეამჩნიო, რა ქმნის ან აძლიერებს პროტესტის მუხტს, რა ხდება მისი მამოძრავებელი ძალა გარდამტეხ მომენტებში ან, სულაც, ის უხილავი ფაქტორები პროცესების განვითარებას სრულებით რომ ცვლიან. ხშირად სწორედ ქალები თამაშობენ ამ პროცესებში გარდამტეხ როლს და შეუძლებელია ეს ჩვენი მხედველობის მიღმა დარჩეს. მარტო მზია, მარტო მზია ამაღლობელიც საკმარისია, რომ დაინახო რამდენად ძლიერია ქალი და რა როლი აქვს მათ ამ პრტესტში“, — ამბობს ქეთევანი.