
სოფო აფციაური არის ჟურნალისტი და ფოტოგრაფი. 2012 წლიდან დღემდე თანამშრომლობს სხვადასხვა ონლაინ და ბეჭდურ მედიასაშუალებასთან, მათ შორის 2012 წლიდან 2018 წლამდე მუშაობდა ჟურნალ „ლიბერალში“ და National Geographic Georgia–ში, როგორც ფრილანსერ-ჟურნალისტი. ამჟამად მუშაობს „Project 64“-ში. მისი ჟურნალისტური საქმიანობა ფოკუსირებულია ადამიანის უფლებებზე, განსაკუთრებით შრომით უფლებებზე. მისი ინტერესის ერთ-ერთი სფეროს ინდუსტრიულ ქალაქებში მცხოვრები ადამიანები წარმოადგენენ. ამ თემებზე მისმა ჟურნლისტურმა ნაშრომებმა სხვადასხვა ჯილდო მიიღო, მათ შორის ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში.