დათო ქორიძე თბილისში მოღვაწე არტისტია. ის არაერთი ისეთი პროექტის ავტორია, რომლებიც სოციალური უთანასწორობის, უმცირესობების უფლებების ან სხვადასხვა დისკრიმინაციული საკითხის მიმართ საზოგადოების მიდგომების შესახებ მოგვითხრობს. დათო ქორიძე ასევე არაერთი საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებულია. მისი ფოტო-პროექტები გამოქვეყნდა მსოფლიოს გავლენიან გამოცემებში. ამჟამად ის „რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების“ თბილისის ოფისის გუნდის წევრია და პარალელურად აგრძელებს პირად პროექტებზე მუშაობას.