Facebook Script

ორალური სექსი — შესაძლო რისკები და თავის დაცვა

ორალური სექსი არის სექსუალური აქტივობის ნაირსახეობა, რომლის დროსაც პარტნიორებს შორის სექსუალური სტიმულაციის მისაღებად ან გასაცემად გამოიყენება პირი და ენა. ეს შეიძლება მოიცავდეს პარტნიორის სასქესო ორგანოების ან ანუსის სტიმულაციას.

ორალური სექსი ძალიან ბევრ ადამიანს მოსწონს. ზოგს ჰგონია, რომ ის „ნამდვილი სექსი“ არ არის (ნაწილობრივ იმიტომ, რომ მის დროს დაორსულება შეუძლებელია), თუმცა ეს ასე არ არის. ორალური სექსი შეიძლება სქესობრივი აქტის პრელუდიის როლს ასრულებდეს, რათა აღაგზნოს და დაასველოს ანუსი, პენისი ან ვაგინა, თუმცა მას ასევე შეიძლება სექსის ცალკეულ, დამოუკიდებელ ფორმად მიმართონ სიამოვნების მიღების მიზნით.

ამ სტატიაში განხილულია ორალური სექსის სხვადასხვა ფორმა და ახსნილია, რა რისკები ახლავს მათ ჯანმრთელობისთვის და როგორ უნდა დავიცვათ საკუთარი თავი და ჩვენი პარტნიორი ორალური სექსის დროს.

ორალური სექსის ფორმები — მინეტი, კუნილინგუსი, რიმინგი

ორალური სექსი მოიცავს მიმღებ და გამცემ პარტნიორს და არსებობს მისი სამი ფორმა:

  • ანილინგუსი, იგივე „რიმინგი“ (ინგლ. Rimming), არის პირითა და ენით ანუსის სტიმულაცია (ორალურ-ანალური სექსი).

  • კუნილინგუსი, რომელსაც შემოკლებით „კუნის“ უწოდებენ, არის პირითა და ენით ვულვის, კლიტორისა და/ან ვაგინის სტიმულაცია (ორალურ-ვაგინალური სექსი).

  • ფელაცია, იგივე „მინეტი“, არის პირითა და ენით პენისისა და/ან სათესლე ჯირკვლების სტიმულაცია (ორალურ-პენილური სექსი).

როდესაც სექსუალური პარტნიორები ერთდროულად ასრულებენ ერთმანეთზე ორალურ სექსს, ამ პრაქტიკასა და პოზას ხშირად „სამოცდაცხრის“ (69) სახელით მოიხსენიებენ. სხეულის სხვა ნაწილების, მაგალითად, მკერდისა და ძუძუსთავების, ორალური სტიმულაცია ორალურ სექსად არ მიიჩნევა, თუმცა ეს შეიძლება ორალური სექსის შემადგენელი ნაწილი იყოს.

ორალური სექსის შესაძლო რისკები

ორალური სექსი სქესობრივი აქტის უფრო „უსაფრთხო“ ფორმად მიიჩნევა და ნაწილობრივ ეს ასეცაა — მის დროს დაორსულება შეუძლებელია და სქესობრივი გზით გადამდები ზოგიერთი ინფექცია (სგგი), მაგალითად, აივ, უდიდესი ალბათობით არ გავრცელდება.

მიუხედავად ამისა, ის წარმოდგენა, თითქოს ორალური სექსი „უსაფრთხო“ იყოს, არ არის სწორი, რადგან მის დროს ბევრი სხვა სქესობრივი და არასქესობრივი გზით გადამდები ინფექციის გავრცელება ხდება.

 

  ანილინგუსი  

  კუნილინგუსი  

  მინეტი  

ქლამიდია

ფეკალურ-ორალური ინფექციები

(მაგალითად, სალმონელა, შიგელა და კამპილობაქტერი)

   

გონორეა

 

 

A ჰეპატიტი

   

B ჰეპატიტი

   

ჰერპესი

ადამიანის პაპილომავირუსი (HPV)

ნაწლავური პარაზიტები

(მაგალითად, ამება, ლამბლია და კრიპტოსპორიდია)

 

 

არასპეციფიკური ურეთრიტი

 

სიფილისი

 

ზოგიერთ ასეთ ინფექციას გრძელვადიანი შედეგებიც აქვს. მაგალითად, ადამიანის პაპილომავირუსი (HPV) არის სგგი, რომელიც მჭიდროდაა დაკავშირებული განსაზღვრული ფორმის კიბოებთან. ორალურმა HPV-მ შეიძლება გამოიწვიოს ისეთი უჯრედული ცვლილებები, რომლებსაც პირის ან ყელის კიბო მოყვება. თუკი ინფექცია გადაეცა ვაგინას, პენისს ან ანუსს, ეს ასევე ზრდის საშვილოსნოს ყელის, ვულვის, ვაგინის, პენისისა და ანუსის კიბოს რისკს.

სხვა საფრთხეები

ორალურ სექსს ჯანმრთელობისთვის სხვა საფრთხეებიც ახლავს, კერძოდ კი გენიტალური და საშარდე გზების ინფექციების კუთხით.

ზოგადი წესის სახით, ორალური სექსისგან თავი უნდა შეიკავოთ, თუკი თქვენ ან თქვენს პარტნიორს საშარდე გზების ინფექცია (სგი) გაქვთ. ეს განსაკუთრებით გასათვალისწინებელია სგი-ს მქონე ქალი პარტნიორისთვის, რადგან ქალების შარდსადენი მილი უფრო მოკლეა. ორალურმა სექსმა შეიძლება შარდსადენში ახალი ბაქტერია გაავრცელოს და არსებული ინფექცია გაახანგრძლივოს ან გააუარესოს.

ორალური სექსისგან თავის შეკავება ურიგო არ იქნება ასევე იმ შემთხვევაში, თუკი პარტნიორს სოკოვანი ინფექცია აქვს. ამანაც შეიძლება ინფექციის გახანგრძლივება და სიმპტომების გაუარესება გამოიწვიოს. ეს მოიცავს არამხოლოდ ვაგინალურ სოკოვან ინფექციებს, არამედ ასევე ანალურ და პენილურ (პენისის) სოკოვან ინფექციებსაც.

მეორე მხრივ, ჰერპესის წყლული — რომელსაც HSV-1 სახის ჰერპესვირუსი იწვევს — ორალური სექსის დროს შეიძლება გავრცელდეს პენისზე, ანუსსა და ვაგინაზე და გამოიწვიოს გენიტალური ჰერპესი. მართალია, გენიტალურ ჰერპესს ძირითადად HSV-2 სახის ჰერპესვირუსი იწვევს, თუმცა გენიტალიებზე HSV-1 და HSV-2 ვირუსების გამოვლინება ერთმანეთისგან თითქმის არ განსხვავდება.

თავის დაცვა ორალური სექსის დროს

ორალური სექსი შეიძლება უფრო „უსაფრთხო“ იყოს, ვიდრე დაუცველი ვაგინალური ან ანალური სექსი, თუმცა მას თავისი რისკებიც ახლავს, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ თქვენ და თქვენმა პარტნიორ(ებ)მა სექსამდე მათ შემცირებაზე იზრუნოთ. საამისოდ რამდენიმე გზა არსებობს:

  • პრეზერვატივების მუდმივი გამოყენება: მათ შორის გარე (კაცის) და შიდა (ქალის) პრეზერვატივები.

  • სტომატოლოგიური კაშხალი: ეს არის ლატექსის ან პოლიურეთანის თხელი კვადრატული ნაჭერი, რომელიც პირსა და პარტნიორის ვაგინას ან ანუსს შორის ბარიერის როლს ასრულებს. თუკი სტომატოლოგიური კაშხალი არ გაქვთ, იგივე ფუნქცია შეიძლება შეასრულოს პრეზერვატივმა, თუკი მას სიგრძეში დაჭრით და ბრტყლად დააგებთ.

  • სგგი-ების სკრინინგი: ზოგადად, რეკომენდებულია სგგი-ების — მაგალითად, ქლამიდიის, გონორეისა და სიფილისის — რეგულარული სკრინინგი (შემოწმება), განსაკუთრებით მათთვის, ვინც ინფექციების გავრცელების ან გართულებების წარმოქმნის უფრო მაღალი რისკის ქვეშაა. აივ ტესტირება რეკომენდებულია 15-დან 65 წლამდე ყველა ასაკის ადამიანისთვის ექიმთან რეგულარული ვიზიტის დროს.

  • ვაქცინაცია: არსებობს პაპილომავირუსის, ასევე A და B ჰეპატიტების ვაქცინები. ჰკითხეთ თქვენს ექიმს, ხართ თუ არა ვაქცინაციის კანდიდატი.

 

როგორ გამოვიყენოთ სტომატოლოგიური კაშხალი?

წყარო: Healthline

სტომატოლოგიური კაშხალი არის ლატექსის ან პოლიურეთანის ნაჭერი, რომლის გამოყენებაც შეგიძლიათ ვაგინალური ან ანალური ორალური სექსის დროს სგგი-ების გავრცელებისგან თავის დასაცავად.

ორალური სექსის დროს სტომატოლოგიური კაშხლის გამოყენება შემდეგნაირად ხდება:

  1. ფრთხილად გახსენით კაშხლის შეფუთვა. არ გამოიყენოთ კბილები ან მაკრატელი, რადგან ორივემ შეიძლება შემთხვევით გახიოს ან გახვრიტოს ნაჭერი.

  2. გაშალეთ კაშხალი და დააკვირდით, ხომ არ აქვს ნახვრეტები ან სხვა ზიანი, რომელიც მას უფრო ნაკლებად ეფექტურს გახდიდა.

  3. დააფინეთ კაშხალი ვაგინის ან ანუსის უბანს. ორალური სექსის დროს კაშხალი უძრავად უნდა გეჭიროთ, რომ ის ზედმეტად არ გასრიალდეს.

  4. ორალური სექსის შემდეგ დაკეცეთ ის და გადააგდეთ.

პენილურ-ორალური სექსის (მინეტის) დროს შეგიძლიათ გამოიყენოთ გარე პრეზერვატივი პენისზე. ის მანამ უნდა გაკეთდეს, სანამ ორალური სექსი დაიწყება. პრეზერვატივი ისევე უნდა წამოიცვას, როგორც ვაგინალური ან ანალური სექსის შემთხვევაში. მსგავსად ამისა, ორგაზმის ან ეაკულაციის შემდეგ პრეზერვატივი ფრთხილად უნდა მოიხსნას, რომ არ დაიღვაროს სპერმა.

ორალური სექსი შეიძლება ძალიან ინტიმური აქტი იყოს, ზოგჯერ სექსის სხვა ფორმებზე უფრო ინტიმურიც, თუმცა მან შეიძლება იმდენად ძლიერი შეგრძნებები აღძრას, რომლებიც, შესაძლოა, ყველასთვის კომფორტული არ იყოს. გახსოვდეთ, რომ ორალური სექსის მიღება ან გაცემა ყველას არ უყვარს — ეს ძალიან ინდივიდუალური არჩევანია. თუკი არ ხართ დარწმუნებული, რას ფიქრობთ ამ საკითხზე თქვენ ან თქვენი პარტნიორი, იყავით ღია და გულწრფელი და ესაუბრეთ მას ამაზე. თუნდაც პარტნიორთან გრძელვადიანი სექსუალური ურთიერთობა გქონდეთ, თანხმობა ყოველთვის მნიშვნელოვანია.

საზღვრების დადგენასთან ერთად თანხმობის გაცემა და მიღება იმის შესაძლებლობასაც მოგცემთ, რომ თქვენი სექსუალური ჯანმრთელობის სხვა ასპექტებიც განიხილოთ, მათ შორის სგგი-ებზე შემოწმება. კარგი კომუნიკაცია კარგი სექსუალური ჯანმრთელობის საწინდარია.

გამოყენებული წყაროები:

მთავარი სურათი: Marta Pucci / Clue

მსგავსი სტატიები

სექსუალური, ფანტაზია, ფეტიში, ქინქი

სექსუალური ფანტაზიები და ფეტიშები — რა უნდა გვესმოდეს?

რას ნიშნავს სექსუალური ფანტაზია, „ქინქი“, ფეტიში და პარაფილია? — რომლებია ყველაზე ხშირი სექსუალური ფანტაზიები და რა განაპირობებს მათ??

სიამოვნება და სექსი
სექსი, seqsi, ჯანმრთელობა

რამდენად სასარგებლოა სექსი თქვენი ჯანმრთელობისთვის?

რა სარგებელი მოაქვს სექსს? — მშვიდი ძილი, ტკივილის შემცირება, ჰორმონების რეგულაცია, გულის ვარჯიში, გაძლიერებული იმუნიტეტი და მრავალი სხვა.

სიამოვნება და სექსი
საქალწულე აპკი, ქალიშვილობა, პირველი სექსი

ქალიშვილობა და საქალწულე აპკი — როგორია პირველი სექსი?

რა არის საქალწულე აპკი და რას ნიშნავს ქალიშვილობა? — მოლოდინები, შიშები, საფრთხეები, კომუნიკაცია, თანხმობა და სიამოვნება პირველი სექსის დროს.

სიამოვნება და სექსი
პორნოგრაფია, პორნო, ყურება, დამოკიდებულება, დადებითი, უარყოფითი

პორნოგრაფია — მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები

რა საფრთხეებს შეიცავს ე.წ. „პორნოს“ ჭარბად ყურება? როგორ შეიძლება პორნოგრაფიისგან მაქსიმალური სიამოვნების მიღება და ჯანსაღი ურთიერთობის შენარჩუნებაც?

სიამოვნება და სექსი

გააზიარე სტატია

ორალური სექსი — შესაძლო რისკები და თავის დაცვა

ხშირად დასმული კითხვები

?

...

დამატებითი ინფორმაცია