Facebook Script

შერცხვენა სიმსუქნის გამო და მისი გავლენა ჯანმრთელობაზე

23 სექტემბერი, 2021 | ჩემი სხეული , საკითხავი

წონა, როგორც პრობლემა, ბოლო ათწლეულის განმავლობაში მრავალი ადამიანის შფოთვის საფუძველი გახდა ჩამოყალიბებული სილამაზის სტანდარტებისა და პოპ-კულტურაში ფესვგადგმული იმ სტერეოტიპის გამო, რომ ლამაზად მხოლოდ გამხდარი სხეული აღიქმება.

სტატისტიკის თანახმად, ჭარბწონიანობა მსოფლიოს მოსახლეობის დიდ ნაწილს აწუხებს - 1.9 მილიარდ ადამიანს. ამ პრობლემის გამომწვევი მიზეზი ბევრი შეიძლება იყოს: სიღარიბე და არასწორი კვება, გენეტიკა, ჰორმონები, თუ ქრონიკული დაავადებები. თუმცა, ამ სირთულეებს ემატება დაცინვა და გარიყვა საზოგადოების მხრიდან, რაც მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებსაც იწვევს.

სიმსუქნის გამო ადამიანების დამცირება გლობალური პრობლემაა და მას ყველაზე ხშირად თინეიჯერები აწყდებიან. მსგავსი სახის მიდგომას ხშირად ექიმები, მეგობრები და კლასელები ავლენენ. International Journal of Obesity-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად კი, მოზარდებს წონის გამო დამცირების შემთხვევები უმეტესად ოჯახის მხრიდან გამოუცდიათ: კვლევაში მონაწილე მოზარდების 76-88%-ს გამოუცდია მსგავსი რამ.

გავრცელებული აზრია, რომ სიმსუქნის გამო შერცხვენა ადამიანს აიძულებს, წონაში დაიკლოს, თუმცა ფსიქოლოგები ამას არ ეთანხმებიან და ამბობენ, რომ მსგავსი დისკრიმინაცია ადამიანზე მხოლოდ უარყოფითად მოქმედებს.

მსოფლიოში არსებობს პრეცენდენტები, როდესაც სიმსუქნის გამო ადამიანის შერცხვენა იმაზე სერიოზულად აღიქვეს, ვიდრე ზოგადად მიიჩნევა. მაგალითად, ამერიკის შტატ მიჩიგანში 1970 წლიდან ადამიანებს კანონი იცავთ წონის გამო დისკრიმინაციისგან.

ქალების შერცხვენა წონის გამო

წონის გამო შერხვენის მსხვერპლები უმეტესად ქალები ხდებიან, რადგან სილამაზის დაწესებულ ბევრ კრიტერიუმს შორის წონა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სტანდარტია. მიიჩნევა, რომ ქალი სასურველი მხოლოდ მაშინ არის, როდესაც ის გამხდარია.

ამ დისკრიმინაციის აქტიურად გამოყენება ადრეული ასაკიდანვე იწყება. გოგონები სკოლის ასაკში იწყებენ დიეტის დაცვას, რაც მათ ჯანმრთელობაზე უარყოფითად მოქმედებს, თუმცა სასურველი ფიგურის მისაღწევად ამ რისკზე მაინც მიდიან.

წონის გამო შერცხვენა და მენტალური ჯანმრთელობა

არაერთი კვლევა ადასტურებს იმას, რომ ადამიანებზე დაცინვა, შერცხვენა და დისკრიმინაცია დამანგრევლად მოქმედებს. წონაზე ხაზგასმა და ამ თემაზე ხუმრობა დეპრესიას, კვებით აშლილობას, თვითშეფასების დაქვეითებას და, ხშირ შემთხვევებში, სუიციდსაც იწვევს.

2011 წელს გერმანიაში ჩატარებული კვლევის შედეგად, რომელშიც 3000-მდე ადამიანი მონაწილებდა, დადგინდა, რომ ჭარბწონიანი ქალების 27%-ს უცდია თვითმკვლელობა, როდესაც იგივე მაჩვენებელი კაცებში 13%-ია.

ბოლო ათწლეულის განმავლობაში არაერთი კამპანია ჩატარდა იმ მიზნით, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიაზროს ის ფაქტი, რომ ყველა სხეული მისაღები და ლამაზია. გარდა ამისა, უფრო ნათლად აღვიქვათ ის შედეგი, რაც სიმსუქნის გამო შერცხვენას მოჰყვება და ისიც, თუ რამდენად უარყოფითად მოქმედებს მსგავსი სახის ქმედებები ადამიანებზე.

მთავარი სურათი: dribbble / Ryan Marinay

მსგავსი სტატიები

სილამაზის სტანდარტები, ფემინიზმი, ქალები, ბულინგი

ვიზუალურ სტანდარტებთან ბრძოლა — ფემინიზმის ანბანი

სხვადასხვა დროსა და ხალხში განსხვავებული წარმოდგენები არსებობდა იმის შესახებ, თუ რა არის სილამაზე და როგორია ქალის იდეალური სხეული. ის, თუ რამდენად აკმაყოფილებს ქალი ამ სტანდარტებს, ხშირად მისი სოციალური სტატუსის განმსაზღვრელიც კი არის.

ჩემი სხეული
ქალები, თმა, გაპარსვა, ეპილაცია

რატომ იშორებენ ქალები თმას?

სხეულიდან თმის მოშორება ქალებისთვის ხშირად შხაპის რუტინის სტანდარტული ნაწილია. თუმცა, იყო დრო, როცა ეს პროცესი საერთოდაც არ მიიჩნეოდა ნორმად და მის კულტურულ ევოლუციას თავისი ისტორია აქვს.

ჩემი სხეული
შშმ, შეზღუდული, შესაძლებლობების, მქონე, მოზარდი, სქესობრივი, მომწიფება, გარდატეხის, ასაკი, გამოწვევები, საჭიროებები

შშმ მოზარდები და სქესობრივი მომწიფება — მათი გამოწვევები და საჭიროებები გარდატეხის ასაკში

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები და მოზარდები — როგორ მივუდგეთ მათ სქესობრივი მომწიფებისას (გარდატეხის ასაკში), რაზე ვესაუბროთ და რა ვასწავლოთ? რჩევები მშობლებს ფსიქოლოგისგან და ქცევის თერაპევტისგან.

ჩემი სექსუალობა
ვიდეო, სქესობრივი, მომწიფება, ფიზიკური, ცვლილებები, გარდატეხის, ასაკი, გარდატეხა, მოზარდები, თინეიჯერები

ვიდეო — სქესობრივი მომწიფება და მასთან დაკავშირებული ფიზიკური ცვლილებები

ვიდეო: სქესობრივი მომწიფება და გარდატეხის ასაკში მიმდინარე ცვლილებები — თმა სხეულზე, მკერდის ზრდა, მენსტრუაცია, ოფლიანობა, კუნთების ზრდა და წონის მატება.

ჩემი სექსუალობა

გააზიარე სტატია

შერცხვენა სიმსუქნის გამო და მისი გავლენა ჯანმრთელობაზე

ხშირად დასმული კითხვები

?

...

დამატებითი ინფორმაცია