Facebook Script

რატომ მიმართავენ ქალები დიეტას?

23 სექტემბერი, 2021 | ჩემი სხეული

ქალების საკმაოდ დიდი ნაწილი თავს ვალდებულად თვლის, რომ დიეტას მიმართოს, რადგან მიიჩნევა, რომ მხოლოდ გამხდარი სხეულია ლამაზი და მიმზიდველი.

თუმცა, საუკუნეების განმავლობაში სილამაზის სტანდარტი ქალებისთვის იცვლებოდა. 1908 წელს ავსტრიაში ნაპოვნმა, ქვის ხანის დროინდელმა (23000-25000 წლის წინანდელი) ქანდაკების აღმოჩენამ ცხადი გახადა ის ფაქტი, რომ უძველეს დროში ქალებს დიდი მკერდი, მუცელი და ფეხები ჰქონდათ.

რენესანსის ეპოქა (1400-1700 წლები)

რენესანსის ეპოქაში მოდურად ითვლებოდა ქალის სავსე ფორმები - მრგვალი მუცელი, დიდი ზომის მკერდი და განიერი თეძოები. ამ ეპოქის ცნობილი მხატვრების, რემბრანტისა თუ რუბენსის, ნახატებზეც სწორედ მსგავსი ფიგურის ქალები არიან გამოსახულნი, რადგან აღწერილი ფორმები ითვლებოდა ყველაზე მიმზიდველ და ლამაზ სხეულად.

მეთვრამეტე საუკუნე

მეთვრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში სილამაზის სტანდარტი შეიცვალა და მოდური გამხდარი სხეული გახდა. ამ პერიოდში ქალები აქტიურად ატარებდნენ კორსეტსაც, რაც ხაზს უსვამდა მათ წვრილ წელს. სწორედ ამ დროიდან ასოცირდებოდა გამხდარი სხეული სოციალურ სტატუსთან. მიიჩნეოდა, რომ მაღალი კლასის წარმომადგენლებს თხელი ფიგურა უნდა ჰქონოდათ.

ქალის სხეულის თანამედროვე სტანდარტები

ქალის სხეულის თანამედროვე სტანდარტების ჩამოყალიბებაში ერთ-ერთი უდიდესი როლი მოდის იდუსტრიამ ითამაშა, თუმცა აქამდე, 1920-იანი წლებიდან, ტელევიზიებმა უდიდესი გავლენა მოახდინეს სილამაზის სტანდარტებზე. სწორედ ამ პერიოდში ჩრდილოეთ ამერიკისა და დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ქალებმა დიეტისთვის მიმართვა დაიწყეს, რადგან სურდათ, რომ ჰოლივუდის ვარსკვლავების მგავსი სხეული ჰქონოდათ. ეს ტენდენცია დღემდე შენარჩუნებულია და ოცდამეერთე საუკუნეშიც ქალები საკმაოდ ხშირად მიმართავენ დიეტას, რათა ჟურნალის გარეკანსა თუ ფილმში ნანახი ქალის მსგავსი სხეულები ჰქონდეთ.

სილამაზის სტანდარტები და მენტალური ჯანმრთელობა

გასაკვირი არ არის ის ფაქტი, რომ დაწესებულ სილამაზის სტანდარტებს ქალების მენტალურ ჯანმრთელობაზე უდიდესი გავლენა აქვს.

2014 წელს აშშ-ში YBIS-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, რომელშიც 9667 ქალი მონაწილეობდა, დადგინდა, რომ კვლევაში ჩართული ქალების 89% არ იყო კმაყოფილი თავისი სხეულით, ხოლო 84.1%-ს სურდა, რომ უფრო გამხდარი ყოფილიყო.

ქალებში ფართოდ გავრცელებული ეს შეხედულება აზიანებს როგორც მათ ფიზიკურ, ისე მენტალურ ჯანმრთელობასაც. წონის მუდმივი კონტროლი, შფოთვა და სტრესი - ეს ძალიან მოკლე ჩამონათვალია იმ პრობლემებისა, რომლებიც ქალებს საკუთარ სხეულთან დისკომფორტის გამო უჩნდებათ.

მსგავსი სტატიები

შერცხვენა სიმსუქნის გამო, Fat Shaming, წონა, დაცინვა, ბულინგი

შერცხვენა სიმსუქნის გამო და მისი გავლენა ჯანმრთელობაზე

რას ნიშნავს შერცხვენა სიმსუქნის გამო და რა გავლენა აქვს ამ ტიპის ქცევას ადამიანებზე? — ჭარბი წონის გამო ადამიანების დაცინვა, გარიყვა და ათვალწუნება

ჩემი სხეული
სილამაზის სტანდარტები, ფემინიზმი, ქალები, ბულინგი

ვიზუალურ სტანდარტებთან ბრძოლა — ფემინიზმის ანბანი

სხვადასხვა დროსა და ხალხში განსხვავებული წარმოდგენები არსებობდა იმის შესახებ, თუ რა არის სილამაზე და როგორია ქალის იდეალური სხეული. ის, თუ რამდენად აკმაყოფილებს ქალი ამ სტანდარტებს, ხშირად მისი სოციალური სტატუსის განმსაზღვრელიც კი არის.

ჩემი სხეული
ქალები, თმა, გაპარსვა, ეპილაცია

რატომ იშორებენ ქალები თმას?

სხეულიდან თმის მოშორება ქალებისთვის ხშირად შხაპის რუტინის სტანდარტული ნაწილია. თუმცა, იყო დრო, როცა ეს პროცესი საერთოდაც არ მიიჩნეოდა ნორმად და მის კულტურულ ევოლუციას თავისი ისტორია აქვს.

ჩემი სხეული
შშმ, შეზღუდული, შესაძლებლობების, მქონე, მოზარდი, სქესობრივი, მომწიფება, გარდატეხის, ასაკი, გამოწვევები, საჭიროებები

შშმ მოზარდები და სქესობრივი მომწიფება — მათი გამოწვევები და საჭიროებები გარდატეხის ასაკში

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები და მოზარდები — როგორ მივუდგეთ მათ სქესობრივი მომწიფებისას (გარდატეხის ასაკში), რაზე ვესაუბროთ და რა ვასწავლოთ? რჩევები მშობლებს ფსიქოლოგისგან და ქცევის თერაპევტისგან.

ჩემი სექსუალობა
ვიდეო, სქესობრივი, მომწიფება, ფიზიკური, ცვლილებები, გარდატეხის, ასაკი, გარდატეხა, მოზარდები, თინეიჯერები

ვიდეო — სქესობრივი მომწიფება და მასთან დაკავშირებული ფიზიკური ცვლილებები

ვიდეო: სქესობრივი მომწიფება და გარდატეხის ასაკში მიმდინარე ცვლილებები — თმა სხეულზე, მკერდის ზრდა, მენსტრუაცია, ოფლიანობა, კუნთების ზრდა და წონის მატება.

ჩემი სექსუალობა

გააზიარე სტატია

რატომ მიმართავენ ქალები დიეტას?

ხშირად დასმული კითხვები

?

...

დამატებითი ინფორმაცია