Facebook Script

ტოქსიკური მასკულინობა და პრობლემები, რომლებსაც ის იწვევს

23 სექტემბერი, 2021 | საკითხავი

„ყველაზე უარესი, რაც კაცებისთვის საზოგადოებას გაგვიკეთებია, მათგან განსაკუთრებული სიძლიერის მოთხოვნაა, რის შედეგადაც ისინი თავიანთი სუსტი ეგოს ამარა დარჩნენ“

— ჩიმამანდა ნგოზი ადიჩი

რა არის ტოქსიკური მასკულინობა?

ტოქსიკური მასკულინობა არაჯანსაღი, საზოგადოებისგან მასკულინურად მიჩნეული ქცევებისა და რწმენა-წარმოდგენების ერთობლიობაა.

მაგალითად:

♦ ემოციების (როგორც დადებითის, ისე უარყოფითის) დაფარვა
♦ საკუთარი თავისგან მუდმივი ემოციური და ფიზიკური სიძლიერის მოთხოვნა
♦ ძალადობრივი ქცევები
♦ გარშემომყოფების კონტროლი
♦ აგრესიულობა
♦ სექსის აღქმა, როგორც კონკურენცია და შეჯიბრი
♦ სხვებისგან სექსის მოთხოვნის უფლებამოსილების განცდა
♦ ძალის გამოყენება ქალების, „უფრო სუსტი“ კაცების და მარგინალიზებული ჯგუფების მიმართ

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ ტოქსიკური მასკულინობა არის შედეგი, რომელსაც ბიჭებისთვის იმის სწავლების გამო ვიმკით, რომ მათ ემოციები არ უნდა გამოხატონ, სულ ძლიერები უნდა იყვნენ და არაფერი არ უნდა გააკეთონ ისეთი, რაც „ფემინურ“, ანუ „სუსტ“, ადამიანს ახასიათებს.

რა უწყობს ხელს ტოქსიკურ მასკულინობას?

ტოქსიკური მასკულინობის საფუძვლები ძირითადად იმ სოციო-კულტურულ ფაქტორებშია, რომლებშიც ვიზრდებით:

♦ ასაკი
♦ რასა
♦ სოციალური კლასი
♦ კულტურა
♦ სექსუალობა
♦ რელიგია

შესაბამისად, მასკულინობის გაგება სხვადასხვანაირ ფორმას იღებს კულტურებისა და საზოგადოებების მიხედვით. სწორედ ამიტომ, მასკულინობის იდეა არამყარი და ცვალებადია.

საქართველოს მაგალითი რომ განვიხილოთ, თუ 90-იან წლებში მასკულინობის სახედ ე.წ. „ქურდული სამყარო“ ითვლებოდა, დროთა განმავლობაში ამ ფორმამ ცვლილება განიცადა — გარკვეული თვისებები ჩამოშორდა და ახალი მახასიათებლები დაემატა.

რა პრობლემებს იწვევს ტოქსიკური მასკულინობა?

ტოქსიკური მასკულინობა კაცებს ორი ტიპის კონფლიქტის — შინაგანისა და საზოგადოებრივის —წინაშე აყენებს. შინაგანად აფერხებს განვითარებასა და პიროვნულ ზრდას. ასევე, ამახინჯებს საკუთარი თავის, როგორც კაცის აღქმას.

ხოლო საკუთარი მასკულინობის გამოხატვის ძალადობრივი ფორმები მათ საზოგადოების სხვა წევრებთან კონფლიქტისკენ უბიძგებს.

ის კაცები, რომლებიც „ვერ ერგებიან“ საზოგადოებაში დაწესებულ მასკულინურ სტანდარტებს, გენდერული როლების კონფლიქტში აღმოჩნდებიან, რაც მათ თვითშეფასებასა და განვითარებაზე პირდაპირ აისახება.

ტოქსიკური მასკულინობა ამწვავებს საზოგადოებაში ისეთ პრობლემებს, როგორიცაა:

♦ ბულინგი;
♦ ოჯახში ძალადობა;
♦ სექსუალური ძალადობა და შევიწროვება;
♦ მეგობრებისა და გულწრფელი კავშირების ნაკლებობა
♦ გამოწვევები აკადემიურ ცხოვრებაში
♦ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მოხვედრის მაღალი ალბათობა

ტოქსიკური მასკულინობა და მენტალური ჯანმრთელობა

ტოქსიკური მასკულინობა გავლენას ახდენს, როგორც კაცების, ისე მათ ირგვლივ მყოფების მენტალურ ჯანმრთელობაზე.

ამერიკის ფსიქოლოგიური ასოციაცია აღნიშნავს, რომ ტოქსიკური მასკულინობა კაცებს აიძულებს მუდმივად ისწრაფოდნენ საზოგადოებისგან დაწესებული სტანდარტების დაკმაყოფილებისკენ, რაც მათ სხვადასხვა სახის მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების წინაშე აყენებს, მაგალითად:

♦ დეპრესია
♦ საკუთარი და სხვისი სხეულის არაჯანსაღი აღქმა
♦ სუსტი სოციალური უნარები
♦ ნარკოტიკული ნივთიერებების ხშირი მოხმარება
♦ სტრესი
♦ სუიციდი

იმის გამო, რომ ტოქსიკური მასკულინობა კაცებს საკუთარი ემოციების გამოხატვას და მათზე საუბარს უკრძალავს, ისინი ამ პრობლემებთან მარტონი რჩებიან, რაც მეტად ამწვავებს მათი მენტალური ჯანმრთელობის მდგომარეობას და ზრდის სუიციდისა და კლინიკური დეპრესიის რისკს.

მთავარი სურათი: dribbble / Jessica De Jesus

მსგავსი სტატიები

გენდერული როლები

გენდერული როლები — ის, რასაც საზოგადოება გვავალდებულებს

გენდერული როლები არის ის ქცევები და ნიშან-თვისებები, რომლებსაც საზოგადოება უწესებს ადამიანებს მათი ბიოლოგიური სქესის მიხედვით

საკითხავი
ფემინიზმი, ბარიერები

ბარიერების დაძლევა — ფემინიზმის ანბანი

ქალების ყოველდღიურობა სავსეა ხილული თუ უხილავი ბარიერებით, რომლებიც იმდენად ფესვგადგმულია, რომ საზოგადოების მხრიდან პრობლემად არც აღიქმება. გენდერული როლებით განსაზღვრულ რეალობაში უყურადღებოდ რჩება ის სირთულეები, რომელთა დაძლევაც ქალებს ყოველღიურად უწევთ.

საკითხავი
ფემინიზმი, გაუპატიურება, ქალები, ძალადობა

გაუპატიურების კულტურა — როგორ ექცევა საზოგადოება ძალადობის მსხვერპლს?

რას ნიშნავს გაუპატიურების კულტურა? — ეს არის გარემო, რომელშიც გაუპატიურება და სექსუალური ძალადობა გავრცელებული და ნორმალიზებულია.

სექსუალური ძალადობა
ფემინიზმი, განათლება, ქალები

განათლება — ფემინიზმის ანბანი

საუკუნეების განმავლობაში ნაშენებმა პატრიარქალურმა სისტემამ და კონკრეტულმა რელიგიურმა და კულტურულმა პრაქტიკებმა გოგოებს შეზღუდული, არაჯანსაღი, როლები განუსაზღვრა საზოგადოებაში და ადგილი არ დაუტოვა განათლებისა და პიროვნული განვითარებისთვის.

საკითხავი
სახელფასო სხვაობა, ფემინიზმი, ქალები, სამსახური, ხელფასი

სახელფასო სხვაობა — რატომ აქვთ ქალებსა და კაცებს არათანაბარი ანაზღაურება?

გენდერული ნიშნით სახელფასო სხვაობას დიდი ისტორია აქვს და ის მაშინვე გამოიკვეთა, როგორც კი ქალები შრომით ბაზარზე გამოჩნდნენ. დღემდე ქალების საშუალო ხელფასი კაცების საშუალო ხელფასზე ნაკლებია.

საკითხავი

გააზიარე სტატია

ტოქსიკური მასკულინობა და პრობლემები, რომლებსაც ის იწვევს

ხშირად დასმული კითხვები

?

...

დამატებითი ინფორმაცია