თინათინ გოგიტიძე თბილისში მოღვაწე დამოუკიდებელი ფოტოგრაფია. პროფესიით ის სტომატოლოგია და ფოტოგრაფიაში მისი მოღვაწეობა კლინიკაში პაციენტების გადაღებით დაიწყო. 2020 წელს მან გაიარა ფოტოგრაფიის კურსი „GALLERY CONTAINER“. განსაკუთრებით მოსწონს ფირის ფოტოგრაფია და კრეატიული პროცესები, როგორებიცაა საკუთარი ფოტოების გამჟღავნება და ბეჭდვა, ასევე ხელნაკეთი წიგნებისა და ალბომების კეთება.
მისი ვიდეო „რეფლექსია“ ორი ქალის სიმბოლური მოძრაობით ასახავს საქართველოში მიმდინარე დემონსტრაციებს: დაბმა და თავის გათავისუფლების მცდელობას, წართმეულ ხმას, თემიდას დაშლილი სიმბოლოს რეკონსტრუქციასა და მხუთავი აირის წინააღმდეგ თავდაცვით სცენებს. „რეფლექსია“ სიმბოლიზირებს ჩაგვრასთან, ძალადობასა და უსამართლობასთან ბრძოლას, როცა თავისუფლება და სამართლიანობა რჩება უმთავრეს მიზნად.