ქალების ინფორმაციული გაძლიერების პლატფორმა „ფემეა“ აცხადებს ვაკანსიას ფონდების მომძიებლის პოზიციაზე.
დაინტერესებული აპლიკანტები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ მოთხოვნებს:
-
ღირებულებითი თანხვედრა ორგანიზაციის საქმიანობასა და პოლიტიკასთან;
-
ქალთა საკითხებზე მუშაობის მიმართ გულწრფელი ინტერესი და ენთუზიაზმი;
-
ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
-
ფონდების მოძიების გამოცდილება (ქალთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებში ამ მხრივ მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
-
საპროექტო განაცხადების მომზადების გამოცდილება.
სამუშაოს აღწერილობა:
-
ორგანიზაციის პოლიტიკისა და საქმიანობის მიმართულებების მიხედვით ფონდების რუკის, ე.წ. mapping-ის მომზადება;
-
დონორების მიერ გამოცხადებული ან სამომავლოდ გამოსაცხადებელი საგრანტო კონკურსებისთვის თვალის მიდევნება და პროექტების მომზადების კალენდრის გაწერა;
-
ორგანიზაციის გუნდთან ერთად ორგანიზაციული საქმიანობის პრიორიტეტების დასახვა და ამის მიხედვით სხვადასხვა საგრანტო კონკურსების მოძიება;
-
ორგანიზაციის გუნდთან ერთად საპროექტო იდეების შემუშავება და განვითარება;
-
საგრანტო კონკურსებისთვის საპროექტო განაცხადების (როგორც ნარატიული, ისე ბიუჯეტის ნაწილი) მომზადება.
სამუშაო საათები: არასრული განაკვეთი, კვირაში 20 საათი.
ანაზღაურება: თვეში 1000 ლარი (ხელზე ასაღები).
დასაქმების ტიპი: ჰიბრიდული (შეთანხმების საფუძველზე).
დაინტერესებულმა პირებმა CV გამოგვიგზავნეთ ელ-ფოსტაზე: femeaspace@gmail.com
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2024 წლის 15 იანვარი, 11:00 საათი (დილა).
მუშაობის დაწყების თარიღი: 2024 წლის 23 იანვარი.