ამ კატეგორიაში შეხვდებით ინფორმაციას თქვენს სექსუალობასა და სექსუალურ-რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე
ადამიანის სექსუალობა ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური, ფიზიოლოგიური, სულიერი და ემოციური სურვილებისა და ქცევების ერთობლიობაა, რომელიც უკავშირდება ადამიანის სექსუალური ლტოლვის გამოხატვასა და დაკმაყოფილებას. მარტივად რომ ვთქვათ, სექსუალობა არის ის გზა, რომლითაც ადამიანი გრძნობს და გამოხატავს საკუთარ თავს სექსუალურად.
სექსუალობა იმას არ გულისხმობს, თუ ვისთან ან რამდენად ხშირად გაქვთ სექსი. ეს, უბრალოდ, სხვა ადამიანების მიმართ არსებული გრძნობების, ფიქრების, მიზიდულობისა და ქცევების გაერთიანებაა. ის ძალიან მრავალფეროვანი და პირადი რამაა და ადამიანის იდენტობის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. საკუთარი სექსუალობის აღმოჩენა განმათავისუფლებელი, აღმაფრთოვანებელი და დადებითი გამოცდილებაა.
ზოგჯერ სექსუალურ თვითგამორკვევას დიდი დრო სჭირდება. თანაც, შესაძლოა, ის დროთა განმავლობაში შეიცვალოს. შეიძლება მოგწონდეთ კაცები ან ქალები, ორივე ან არცერთი. ეს ბევრისთვის დამაბნეველია და თუ დარწმუნებული არ ხართ საკუთარ სექსუალობაში, ამაში სანერვიულო არაფერია. არ არსებობს სწორი და არასწორი — არსებობს მხოლოდ ის, რაც თქვენ გსურთ. და, მართალია, უამრავი ტერმინი არსებობს სხვადასხვა სექსუალობის აღსაწერად, მაგრამ აუცილებელი არაა, საკუთარი თავის გამოსახატად მათგან რომელიმეს ჩარჩოებში მოქცევა სცადოთ.
ხშირად დასმული კითხვები
- რა არის სექსუალობა?
- რა სექსუალური ორიენტაციები არსებობს?
- რა არის სქესი, გენდერი და გენდერული იდენტობა?