2022 წლის 24 ივნისს აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ თითოეულ შტატს მისცა ინდივიდუალური თავისუფლება, შეზღუდოს ან სრულად გააუქმოს აბორტის უფლება.
1973 წელს სასამართლომ საქმეზე სახელწოდებით „Roe v Wade“ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ქალებს შეუძლიათ ისარგებლონ აბორტის შეუზღუდავი უფლებით ფეხმძიმობის პირველი სამი თვის განმავლობაში, ხოლო მეორე და მესამე ტრიმესტრში — კონკრეტული შეზღუდვებით.
ახლა კი სასამართლომ შეცვალა ისტორიული გადაწყვეტილება და შტატებს შესაძლებლობა მისცა, აკრძალონ აბორტი 12 კვირაზე ადრე.
ამ გადაწყვეტილებით აბორტი ავტომატურად არალეგალური არ გახდება, მაგრამ შტატებს ინდივიდუალურად შეეძლებათ აბორტის ამკრძალავი კანონის მიღება.
რომელი შტატები გააუქმებენ აბორტის უფლებას?
ბევრმა შტატმა მიიღო ისეთი „წინასწარი კანონები", რომლებიც მაშინ ამოქმედდებოდა, თუ Roe v Wade გადაწყვეტილება გაუქმდებოდა. სხვებმა ძველი კანონები შეინარჩუნეს, რომლებიც კრძალავდა აბორტს 1973 წლამდე და რომლებიც ახლა შესაძლოა ძალაში შევიდეს.
გასული ათი წლის განმავლობაში რამდენიმე შტატმა ასევე სცადა მიეღო აბორტის ამკრძალავი კანონი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ფეხმძიმობა ქალის სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს. ამ კანონთა ნაწილი ვერ სრულდებოდა, რადგან ისინი Roe v Wade გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებოდნენ, თუმცა ახლა მათი ამოქმედება შესაძლებელია.
ჯამში 20-ზე მეტი შტატი მუშაობს იმაზე, რომ შეზღუდოს აბორტის უფლება. ზოგიერთი მათგანი მიზნად ისახავს, აკრძალოს აბორტი ჩასახვის მომენტიდანვე, ხოლო სხვები 6 და მეტ კვირაზე აკრძალვას ემხრობიან.
ყველა შტატი იძლევა აბორტის უფლებას დედის სიცოცხლის გადასარჩენად. ამავდროულად, ზოგიერთი მათგანი განიხილავს გაუპატიურებისა და ინცესტის შემთხვევებზე გამონაკლისის დაშვებას.
უმეტესობა ამბობს, რომ ისინი არ დასჯიან ქალებს აბორტის მცდელობისთვის, მაგრამ დასჯიან სერვისის შემთავაზებლებს და სხვებს, ვინც ქალს ამაში დაეხმარება.
რა შეზღუდვებია მოსალოდნელი თითოეული შტატისგან?
აკრძალვა ჩასახვიდანვე
ალაბამა. გამონაკლისი: დედის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის გადარჩენა ან შემთხვევა, როცა ნაკლებია ალბათობა, რომ ბავშვი გადარჩეს დაბადების შემდეგ.
არკანზასი. გამონაკლისი: დედის სიცოცხლის გადარჩენა.
აიდაჰო. გამონაკლისი: დედის სიცოცხლის გადარჩენა ან გაუპატიურებისა და ინცესტის დადასტურებული შემთხვევა.
ლუიზიანა. გამონაკლისი: დედის სიცოცხლის გადარჩენა.
მიჩიგანი. გამონაკლისი: დედის სიცოცხლის გადარჩენა ან მისი მწვავე ფიზიკური დაზიანებისგან დაცვა.
ოკლაჰომა. გამონაკლისი: დედის სიცოცხლის გადარჩენა.
ტეხასი. გამონაკლისი: დედის სიცოცხლის გადარჩენა.
ოჰაიო. გამონაკლისი: დედის სიცოცხლის გადარჩენა.
კენტუკი. გამონაკლისი: დედის სიცოცხლის გადარჩენა ან მისი მწვავე ფიზიკური დაზიანებისგან დაცვა.
მისისიპი. გამონაკლისი: დედის სიცოცხლის გადარჩენა ან გაუპატიურებისა და ინცესტის დადასტურებული შემთხვევა.
მისური. გამონაკლისი: დედის სიცოცხლის გადარჩენა ან მისი მწვავე ფიზიკური დაზიანებისგან დაცვა.
ჩრდილოეთი დაკოტა. გამონაკლისი: დედის სიცოცხლის გადარჩენა ან გაუპატიურებისა და ინცესტის დადასტურებული შემთხვევა.
სამხრეთი დაკოტა. გამონაკლისი: დედის სიცოცხლის გადარჩენა.
ტენესი. გამონაკლისი: დედის სიცოცხლის გადარჩენა.
იუტა. გამონაკლისი: დედის სიცოცხლის გადარჩენა ან გაუპატიურებისა და ინცესტის დადასტურებული შემთხვევა.
ვისკონსინი. გამონაკლისი: დედის სიცოცხლის გადარჩენა.
ვაიომინგი. გამონაკლისი: დედის სიცოცხლის გადარჩენა, მისი მწვავე ფიზიკური დაზიანებისგან დაცვა ან გაუპატიურებისა და ინცესტის დადასტურებული შემთხვევა.
აკრძალვა 6 კვირიდან
ჯორჯია. გამონაკლისი: დედის სიცოცხლის გადარჩენა, მისი მწვავე ფიზიკური დაზიანებისგან დაცვა ან გაუპატიურებისა და ინცესტის დადასტურებული შემთხვევა, 20 კვირამდე.
აიოვა. გამონაკლისი: დედის სიცოცხლის გადარჩენა, გაუპატიურებისა და ინცესტის დადასტურებული შემთხვევა ან შემთხვევა, როცა ნაკლებია ალბათობა, რომ ბავშვი გადარჩეს დაბადების შემდეგ.
სამხრეთი კაროლინა. გამონაკლისი: დედის სიცოცხლის გადარჩენა, გაუპატიურებისა და ინცესტის დადასტურებული შემთხვევა ან შემთხვევა, როცა ნაკლებია ალბათობა, რომ ბავშვი გადარჩეს დაბადების შემდეგ.
აკრძალვა 13 კვირიდან
არიზონა. გამონაკლისი: დედის სიცოცხლის გადარჩენა ან მისი მწვავე ფიზიკური დაზიანებისგან დაცვა.
ჩრდილოეთი კაროლინა. გამონაკლისი: დედის სიცოცხლის გადარჩენა ან მისი მწვავე ფიზიკური დაზიანებისგან დაცვა.
დასავლეთი ვირჯინია. გამონაკლისი: დედის სიცოცხლის გადარჩენა ან მისი მწვავე ფიზიკური დაზიანებისგან დაცვა.
ვისზე ექნება ყველაზე დიდი გავლენა ამ გადაწყვეტილებას?
გუტმახერის ინსტიტუტის (კვლევითი ორგანიზაცია, რომელიც აბორტის უფლებას უჭერს მხარს) მიხედვით, დაახლოებით 40 მილიონი რეპროდუქციულ ასაკში მყოფი ქალი იცხოვრებს შტატში, სადაც აბორტზე ხელმისაწვდომობა საგრძნობლად გართულდება.
2019 წლის მონაცემებით, საშუალო სტატისტიკურად ადამიანი, რომელიც აშშ-ში აბორტის უფლებით სარგებლობს, არის:
წყარო: ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი, 2019 წლის ანგარიში
აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის (CDC) მონაცემებით, აბორტის 630,000 პროცედურა ჩატარდა ამერიკაში 2019 წელს, თუმცა გუტმახერის კვლევის მიხედვით, ეს რიცხვი 860,000 იყო.
CDC ამბობს, რომ აბორტის პროცედურათა მნიშვნელოვანი უმრავლესობა, 92.8%, ორსულობის პირველ ტრიმესტრში ჩატარდა. იმ ადამიანთა უმრავლესობა, რომლებიც აბორტს იკეთებენ, არ არიან ქორწინებაში, თუმცა შესაძლოა ცხოვრობდნენ პარტნიორთან ერთად. დაახლოებით 10-იდან 1 ქალი, ვინც აბორტს იკეთებს, თინეიჯერია, უმრავლესობა კი 20-30 ასაკშია. აბორტის უფლებით მოსარგებლეთა 60%-ს უკვე გაუჩენია ბავშვი და დაახლოებით ასევე 60%-ს მანამდე აბორტი არასდროს გაუკეთებია.
ეს ადამიანები უმეტესწილად არიან:
წყარო: გუტმახერის ინსტუტუტი, აბორტის ბენეფიციარების კვლევა, 2014
გამოყენებული წყარო:
მთავარი სურათი: Britannica / Mark Reinstein