ამ კატეგორიაში შეხვდებით ინფორმაციას თქვენს სხეულსა და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე
ჩვენი სხეული გასაოცარი მექანიზმია, რომელსაც აქვს უნარი, გვითხრას, როცა რაღაც რიგზე ვერ არის. თუმცა, ამ გამაფრთხილებელი ნიშნების ამოსაცნობად აუცილებელია, გვესმოდეს, რა შეგრძნებაა, როცა სხეულში ყველაფერი ნორმალურად ფუნქციონირებს.
იმის გაგება, თუ რა ფუნქციას ასრულებს თითოეული ორგანო და როგორ მუშაობს ეს ორგანოები ერთად, საშუალებას მოგცემთ, იცნობდეთ საკუთარ სხეულს და მასში მიმდინარე ნებისმიერ ცვლილებას, რომელიც შეიძლება პრობლემის მანიშნებელი იყოს.
ჩვენი სხეული ხშირად იცვლება ცხოვრების განმავლობაში. ნაწილობრივ ეს გამოცდილებისა და საკუთარი თავის შესწავლის ცვალებადი დონეების შედეგია, თუმცა არსებობს ასევე ფიზიკური ცვლილებები ასაკთან ერთად. გარდა ამისა, ქალის სხეულის სექსუალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე ასევე შეიძლება იმოქმედოს ორსულობასთან, მშობიარობასა და კლიმაქტერიულ პერიოდთან დაკავშირებულმა ფიზიკურმა და ემოციურმა ცვლილებებმა.
მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებაც, რომ სხეულის ფიზიკური კეთილდღეობა მხოლოდ დაავადებების არარსებობა არ არის. ის ჯანსაღი ცხოვრების წესსაც გულისხმობს დაავადებების რისკის შესამცირებლად. რეგულარული ვარჯიში, ჯანსაღი კვება და დასვენება ძალიან დიდ როლს ასრულებს ფიზიკური ჯანმრთელობის ჩამოყალიბებაში. ფიზიკური ჯანმრთელობისთვის ასევე მნიშვნელოვანია სექსის დროს კონტრაცეპციის გამოყენება, ჰიგიენის დაცვა, თამბაქოს, ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მოხმარებისგან თავის შეკავება, რეკომენდირებული ვაქცინაციის გაკეთება და სხვა.
ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობა მჭიდროდ უკავშირდება ერთმანეთს. ფიზიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა აუმჯობესებს მენტალურ ჯანმრთელობას და პირიქით. თუკი მათგან ერთ-ერთი უარესდება, ეს მეორეზეც ზემოქმედებს.