Facebook Script

15 ივნისი — მოხუცებზე ძალადობის ცნობადობის ამაღლების დღე

როგორ განიმარტება და რას გულისხმობს მოხუცებზე ძალადობა?

მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის განმარტებით მოხუცებზე ძალადობა ნიშნავს სხვადასხვა სახის ძალადობასა და შეუსაბამო მოპყრობას იმ ადამიანების მიმართ, რომელთა ასაკიც 60 წლის ზემოთაა. მოხუცებზე ძალადობა შეიძლება იყოს სხვადასხვა ტიპის: ფიზიკური ან სექსუალური ძალადობა, ემოციური ან ფინანსური ძალადობა და მიტოვება.

მოხუცებზე ძალადობის სტატისტიკა და ფაქტები

♦ 2020 წლის მონაცემებით, მსოფლიოს გარშემო 60 წელზე ზემოთ მყოფი ყოველი 6 ადამიანიდან ერთი მაინც ყოფილა ძალადობის მსხვერპლი.
♦ კოვიდ-19-ის პანდემიის დროს გაიზარდა მოხუცებზე ძალადობის შემთხვევები - ხუთი მოხუციდან ერთი ძალადობის მსხვერპლი გახდა.
♦ მოხუცზე ძალადობის 24 შემთხვევიდან საშუალოდ ერთის შესახებ აცხადებენ შესაბამის უწყებაში.
♦ ნავარაუდებია, რომ მოხუცებზე ძალადობის შემთხვევების სტატისტიკა კიდევ უფრო გაიზრდება. 2050 წლისთვის 60 წელზე ზემოთ მყოფი მოხუცების რიცხვი 2 მილიარდს მიაღწევს და მათგან 320 მილიონი მოხუცი გახდება ძალადობის მსხვერპლი.

რატომ არიან მოხუცი ქალები ძალადობის უფრო დიდი რისკის ქვეშ?

მსოფლიოს გარშემო ქალების უმეტესობას მთელი ცხოვრების განმავლობაში უფრო ნაკლები ანაზღაურება აქვს, ვიდრე კაცების. ამას ემატება ისიც, რომ პატრიარქალური სისტემა უზღუდავს ქალს საკუთარი კაპიტალის დაგროვების შესაძლებლობას და არ აძლევს იმის საშუალებას, რომ ეკონომიკურად დამოუკიდებელი იყოს. აქედან გამომდინარე, მოსალოდნელია, რომ ქალები ასაკში შესვლის პარალელურად ფინანსურად ოჯახის სხვა წევრებზე დამოკიდებულები გახდებიან, შესაბამისად, იზრდება იმის რისკიც, რომ მათზე იძალადებენ.

მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ, როცა ქალს ასაკის გამო აღარ შეუძლია საოჯახო საქმეების კეთება, ის ოჯახის მხრიდან ტვირთად აღიქმება და იზრდება მათზე ძალადობის ალბათობაც.

მოხუცებზე ძალადობის ცნობადობის ამაღლების დღე, 15 ივნისი

მოხუცებზე ძალადობის ცნობადობის ამაღლების დღე 2006 წლიდან ყოველწლიურად 15 ივნისს აღინიშნება. ამ დღის მიზანია, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაზარდოს ცოდნა იმის შესახებ, თუ რა თემებს ეხება და გულისხმობს მოხუცებზე ძალადობა, რა არის ამ ძალადობის გამომწვევი მიზეზები და რა ბერკეტები გააჩნია საზოგადოებასა თუ სახელმწიფოს მსგავსი სახის ძალადობის შემთხვევების შესამცირებლად.

მსგავსი სტატიები

ადრეული, ქორწინება, ბავშვთა, მიზეზები, შედეგები, უარყოფითი, მხარეები, საზიანო, არასრულწლოვნები, გოგოები, ბავშვები, მოზარდები, თინეიჯერები, adreuli, ნაადრევი, naadrevi, qorwineba, mizezebi, shedegebi, saziano, bavshvta, bavshvebi

ადრეული ქორწინება — მისი გამომწვევი მიზეზები და საზიანო შედეგები

რა იწვევს ადრეულ (ბავშვთა) ქორწინებას? — სიღარიბე, შეზღუდული განათლება, სექსუალური განათლების სიმწირე, ტრადიცია და რელიგია, დაუცველობა. ადრეული ქორწინების მაჩვენებლები მსოფლიოში და საქართველოში და მისი საზიანო შედეგები.

ჩემი სექსუალობა
ძალადობა, ქალთა მიმართ, ქალები, ქალებზე, გაუპატიურება, სექსუალური, ეკონომიკური, ფსიქოლოგიური, ფიზიკური, dzaladoba, qalebi, gaupatiureba, seqsualuri, fizikuri, fsiqologiuri, ekonomikuri

ქალთა მიმართ ძალადობა და მისი გავრცელებული ფორმები

ქალებზე ძალადობა და მისი ფორმები — ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური და სექსუალური ძალადობა (გაუპატიურება, შევიწროება)

ჩემი უსაფრთხოება
ფემიციდი, სექსუალური, ძალადობა, ომი, ომში, ქალების, მკვლელობა, ქალები, გაუპატიურება, აფხაზეთი, რუსეთ-უკრაინა, femicidi, seqsualuri, dzaladoba, omi, omshi, qalebis, mkvleloba, qalebi, gaupatiureba, afxazeti, ruset-urakina

ფემიციდი და სექსუალური ძალადობა ომში

ქალების მკვლელობა და გაუპატიურება ომში — გამომწვევი მიზეზები და მიზნები, საერთაშორისო სამართალი, რუსეთ-უკრაინის ომი და აფხაზეთის ომი, პრევენციის გზები

ფემიციდი
ოჯახში, ძალადობა, ოჯახი, გამომწვევი, მიზეზები, თავდაცვის, მექანიზმები, შემაკავებელი, დამცავი, ორდერი, ქალები, ქალთა, მიმართ, ოჯახი, ქმარი, ojaxshi, ojaxi, dzaladoba, gamomwvevi, mizezebi, tavdacvis, meqanizmebi, shemakavebeli, damcavi, orderi, qalebi, qalta, mimart

ოჯახში ძალადობა — გამომწვევი მიზეზები და თავდაცვის გზები

რას ნიშნავს ოჯახში (ოჯახური) ძალადობა — რა ფაქტორები იწვევს მას, რა ფორმებით ვლინდება და როგორ შეიძლება დავიცვათ თავი ოჯახში ძალადობისგან?

ოჯახში ძალადობა
ძალადობა, ფემიციდი, ქალების, მკვლელობა, ფორმები, გავლენა, გაუპატიურება, სექსუალური, ფიზიკური, dzaladoba, femicidi, qalebis, mkvleloba, formebi, gavlena, gaupatiureba, seqsualuri, fizikuri

ძალადობისა და ფემიციდის მედიაგაშუქება — მისი ფორმები და გავლენა ქალების მკვლელობაზე

ფემიციდის და ზოგადად ქალთა მიმართ ძალადობის ეთიკური გაშუქება საქართველოში მნიშვნელოვანი გამოწვევაა. მედიაში ყოველდღიურად ვაწყდებით არაეთიკური და დამაზიანებელი გაშუქების მრავალ ფორმას. სტატიაში სწორედ ამ ფორმებზე და ეთიკურ სტანდარტებზე ვსაუბრობთ.

ჩემი უსაფრთხოება

გააზიარე სტატია

15 ივნისი — მოხუცებზე ძალადობის ცნობადობის ამაღლების დღე

ხშირად დასმული კითხვები

?

...

დამატებითი ინფორმაცია