Facebook Script

12 ივნისი — ბავშვთა შრომის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე

რას ნიშნავს ბავშვთა შრომა?

ბავშვთა შრომა გულისხმობს 5-იდან 17 წლამდე ბავშვთა ექსპლუატაციას ნებისმიერი ფორმის ისეთი შრომით, რომელიც ბავშვს ართმევს ბავშვობას, ხელს უშლის მის სკოლაში სიარულს და მისთვის მენტალურად, ფიზიკურად, სოციალურად ან მორალურად საზიანოა.

ბავშვთა შრომა საქართველოში

საქართველოში ბავშვთა შრომა ფართოდ გავრცელებული პრაქტიკაა. ის უკავშირდება ქვეყნის მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას, მშობლების ცნობიერების დაბალ დონეს, ასევე ოჯახის მხრიდან არასრულწლოვნის ჭეშმარიტი ინტერესებისა და ინდივიდუალური საჭიროებების უგულებელყოფას.

სახალხო დამცველის 2021 წლის სპეციალური ანგარიშის მიხედვით, საქართველოში ბავშვებს ხშირად უწევთ ისეთ სამუშაოში ჩართვა, რომელიც საფრთხეს შეიცავს მათი ასაკისა და განვითარებისთვის, რაც კიდევ უფრო გამწვავდა COVID-19-ის პანდემიის პირობებში. კვლევამ რამდენიმე პრობლემური ასპექტი გამოკვეთა:

♦ საქართველოში გავრცელებულია 14-18 წლამდე ბავშვთა შრომითი მიგრაცია, მათ შორის საზღვარგარეთ, სადაც ბავშვები დაბალი ანაზღაურების სანაცვლოდ არასათანადო პირობებში დიდი დატვირთვის სამუშაოებს ასრულებენ

♦ რეგიონებში ბავშვთა შრომა განსაკუთრებით შიდა მეურნეობებში ჩართულობით გამოიხატება. სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ ოჯახებში მშობლები ყურადღებას არ აქცევენ ბავშვების გართობასა, დასვენებასა და განათლებას

♦ საკურორტო ზონებში ხშირია ბავშვების დასაქმება მომსახურების სფეროში, სადაც ბავშვებს მაღალი ტემპერატურის პირობებში მძიმე სამუშაოების შესრულება უწევთ

♦ შრომით საქმიანობაში ჩართულობის გამო ბავშვებს უწევთ სკოლის სისტემური გაცდენა და ხშირია სკოლის მიტოვების ფაქტებიც, განსაკუთრებით ასაკისა და, შესაბამისად, შრომაში ჩართულობის სიხშირის ზრდასთან ერთად

♦ არასათანადო რაოდენობით მობილიზებული რესურსების გამო ვერ ხერხდება ქუჩაში ბავშვთა შრომის დროული იდენტიფიცირება და აღმოფხვრა

♦ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2015 წელს შრომაში ჩართული 24 400 ბავშვიდან 63.9% სახიფათო შრომით იყო დაკავებული, რაც მოიცავდა ბავშვისთვის არაჯანსაღ და ძალადობის ფაქტებს, ყვირილს, ფიზიკურ შეურაცხყოფას, მავნე და ბინძურ სამუშაო გარემოს, საშიშ ნივთიერებებსა და აპარატურასთან შეხებას

♦ საზოგადოება არასაკმარისადაა ინფორმირებული ბავშვთა შრომითი უფლებების შესახებ და არათუ ვერ იცავს მათ შრომის საზიანო ფორმებისგან, არამედ ზოგჯერ, სულაც, უგულებელყოფს მსგავს ფაქტებს

ბავშვთა შრომის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე

ბავშვთა შრომის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე 2002 წლიდან აღინიშნება და ის მნიშვნელოვანია, რათა გვახსოვდეს, თუ რა რეალობაში უწევთ ბავშვებს ცხოვრება. საჭიროა, გაიზარდოს ამ პრობლემის ცნობადობა და მაქსიმალურად ვეცადოთ მის აღმოფხვრას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

საქართველოში ბავშვთა შრომის საკითხის სიმწვავის მიუხედავად, საკანონმდებლო სივრცე ამ კუთხით მოწესრიგებული არ არის და ვერ ხერხდება ბავშვთა შრომის ეფექტიანი გამოვლენა, შეფასება, კონტროლი და აღმოფხვრა. მეტი შედეგიანობისთვის საჭიროა, ქვეყნის კანონმდებლობა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს, რეგულირების მექანიზმი კი უფრო მოქნილი გახდეს.

მსგავსი სტატიები

მსხვერპლის დადანაშაულება, ძალადობა, გაუპატიურება, სექსიზმი

რას ნიშნავს მსხვერპლის დადანაშაულება და რატომ ხდება ის?

რას ნიშნავს მსხვერპლის დადანაშაულება? — როდესაც დანაშაულის ან ძალადობის შემთხვევაში საზოგადოება პასუხისმგებლობას მთლიანად ან ნაწილობრივ მსხვერპლს აკისრებს

ჩემი ფსიქიკა
ადრეული, ქორწინება, ბავშვთა, მიზეზები, შედეგები, უარყოფითი, მხარეები, საზიანო, არასრულწლოვნები, გოგოები, ბავშვები, მოზარდები, თინეიჯერები, adreuli, ნაადრევი, naadrevi, qorwineba, mizezebi, shedegebi, saziano, bavshvta, bavshvebi

ადრეული ქორწინება — მისი გამომწვევი მიზეზები და საზიანო შედეგები

რა იწვევს ადრეულ (ბავშვთა) ქორწინებას? — სიღარიბე, შეზღუდული განათლება, სექსუალური განათლების სიმწირე, ტრადიცია და რელიგია, დაუცველობა. ადრეული ქორწინების მაჩვენებლები მსოფლიოში და საქართველოში და მისი საზიანო შედეგები.

ჩემი სექსუალობა
სექსუალური, შევიწროება, ჰარასმენთი, ფორმები, ამოცნობა, გამკლავება, კანონი, ძალადობა, სექსი, თანხმობა

რა არის სექსუალური შევიწროება? — მისი ფორმები, ამოცნობის გზები და მასთან გამკლავება

რა არის სექსუალური შევიწროება და როგორ ამოვიცნოთ ის? სექსუალური თანხმობა და მისი მნიშვნელობა, შევიწროებაზე რეაგირება. როგორ მოვიქცეთ, თუკი მარტო ვართ?

ჩემი უსაფრთხოება
მოზარდები, საფრთხე, ინტერნეტი, ციფრული სამყარო, კიბერბულინგი, შანტაჟი, ქეთფიშინგი, ნუდები, გარიყვა,

მოზარდების საფრთხეები ციფრულ სამყაროში — კიბერბულინგი, შანტაჟი, და მათთან გამკლავების საშუალებები

კიბერბულინგი და მისი ფორმები — როგორ დავიცვათ თავი ონლაინ სივრცეში? რჩევები მოზარდებსა და მშობლებს

ჩემი უსაფრთხოება
ფსიქოლოგიური, ძალადობა, ვარ, თუ, არა, მსხვერპლი, ამოცნობა, ემოციური, dzaladoba, fsiqologiuri, daxmareba, დახმარება, ცხელი ხაზი, cxeli xazi

ვარ თუ არა ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი?

რა არის ფსიქოლოგიური ძალადობა და როგორ უნდა ამოვიცნოთ ის? რა საშუალებებით შეგვიძლია ფსიქოლოგიური ძალადობისგან თავის დაღწევა და ვის უნდა მივმართოთ დასახმარებლად? ფსიქოლოგიური ძალადობის ნიშნები და მისი გამოვლენის გზები.

ფსიქოლოგიური ძალადობა

გააზიარე სტატია

12 ივნისი — ბავშვთა შრომის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე

ხშირად დასმული კითხვები

?

...

დამატებითი ინფორმაცია