Facebook Script

ტენდერი მკვლევრებისთვის/კვლევითი ორგანიზაციებისთვის

29 ივლისი, 2024 | სიახლეები

„ფემეას“ ფონდის „ქალთა ფონდი საქართველოში“ მიერ მხარდაჭერილი პროექტის  „საქართველოს უახლოესი ისტორიის ფემინისტური განზომილება: აფხაზეთის ომის შედეგად დევნილი ქალების თვალით დანახული ისტორია” ფარგლებში დაგეგმილი აქვს, შეისყიდოს საქართველოში მცხოვრები და რეგისტრირებული კვლევითი ორგანიზაციისგან ან ფიზიკური პირისგან ხარისხობრივი კვლევის მომზადების მომსახურება. დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ თანდართული ტექნიკური  დავალება.

  • დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი შემოთავაზება ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართებზე: veromelua@gmail.com; femeaspace@gmail.com 

  • შეთავაზების მიღების ბოლო ვადა: 06.08.2024 23:59 საათი.

  • დაგვიანებული შემოთავაზებები არ განიხილება.

  • შემოთავაზებები წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში (ეროვნული ვალუტა), სხვა ვალუტაში წარმოდგენილი შემოთავაზებები არ მიიღება.

გთხოვთ, შემოთავზების ელექტრონულად გამოგზავნისას დაიცვათ შემდეგი მითითებები:

  • შემოთავაზებები წარმოდგენილი უნდა იყოს PDF-ფორმატში;

  • ფინანსური და ტექნიკური შეთავაზება უნდა იყოს წარმოდგენილი ორ ცალკეულ PDF ფაილებში. 

  • ფაილები უნდა დასახელდეს შემდეგნაირად: 1.ტექნიკური დავალება; 2. ფინანსური დავალება.

  • მეილის სათაურში (Subject) მითითებული უნდა იყოს: კვლევა: აფხაზეთიდან დევნილი ქალების გამოცდილებები ომამდე, ომის მიმდინარეობისას და მის შემდეგ;

  • ელ.ფოსტის ზომა შემოიფარგლება 20 მბ-ით. იმ შემთხვევაში, თუ შეთავაზება აღემატება ამ მაქსიმალურ ზომას, შეთავაზების დოკუმენტები უნდა გაიგზავნოს შემდეგი ვებგვერდის მეშვეობით: wetransfer.com.

* „ფემეა“ არ არის პასუხისმგებელი, თუ ელექტრონული ფოსტის მიწოდება მითითებულ მისამართზე ვერ მოხერხდა „ფემეას“ ან განმცხადებლის მხრიდან ტექნიკური პრობლემების გამო.

შეთავაზებაში უნდა იყოს მითითებული შემდეგი ინფორმაცია:

  • ორგანიზაციის სახელწოდება (ფიზიკური პირის შემთხვევაში: სახელი და გვარი);

  • საიდენტიფიკაციო ნომერი (ფიზიკური პირის შემთხვევაში: პირადი ნომერი);

  • მისამართი;

  • საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, ელ.ფოსტა);

  • მიმღები: ფემეა

შეკითხვები პროცედურულ თუ ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: veromelua@gmail.com   ტენდერის დასრულებამდე არაუგვიანეს 2 დღისა და მიუთითოთ subject-ში: შეკითხვა: კვლევის ტენდერი

წესების დარღვევის შემთხვევაში თქვენი შემოთავაზება არ იქნება განხილული.

შემოთავაზებების შეფასების დასრულება იგეგმება 10.08.2024-თვის.

დავუკავშირდებით მხოლოდ ტენდერში გამარჯვებულ ორგანიზაციას/პირს.

შემოთავაზებების შეფასება

➢ შემოთავაზებების შეფასების ზოგადი სქემა

შემოსული შემოთავაზებები შეფასდება როგორც ფასების, ასევე შინაარსის მიხედვით.

შინაარსობრივი შეფასების შემდეგ გაიხსნება და განიხილება წარმომდგენი პრეტენდენტების საფასო შემოთავაზებები. საფასო შეთავაზება მკაფიოდ და დეტალურად უნდა აღწერდეს ყველა სახის ძირითად ხარჯს, რომელიც ამ ტექნიკური დავალების მიხედვით გათვალისწინებული სამუშაოების განხორციელებისთვის უნდა იქნას გაწეული.

საბოლოო შეფასებაში შინაარსობრივი/საგნობრივი შეფასება შევა 70%-ით და ფასი/ღირებულება - 30%-ით.

მიღებული შედეგების მიხედვით პრეტენდენტებს პროგრამულად მიენიჭებათ რიგობრივი ნომერი. საუკეთესო მაჩვენებლის მქონე ორგანიზაციასთან/პირთან დაიწყება მოლაპარაკებები ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე. თუ მოლაპარაკებები არ დამთავრდა წარმატებით, მაშინ მოლაპარაკებები განახლდება რიგით მეორე კანდიდატთან.

შემოთავაზების შინაარსობრივი ნაწილი უნდა პასუხობდეს თანდართულ ტექნიკურ დავალებაში მითითებულ ინფორმაციას. ტექნიკური შეთავაზება არ უნდა შეიცავდეს რაიმე ინფორმაციას ფასის შესახებ.

დანართები:

1. ტექნიკური დავალება (ToR)

გაზიარება

მსგავსი სტატიები

ხელბურთი, უნიფორმა, სექსიზმი

ხელბურთის ფედერაციამ კრიტიკის შემდეგ სექსისტური უნიფორმები შეცვალა

ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (IHF-მა) უნიფორმის რეგულაციები შეცვალა, რაც ნიშნავს, რომ ქალი ხელბურთელები ამიერიდან ბიკინის ნაცვლად შორტებით ითამაშებენ.

სიახლეები
ბელ ჰუქსი

ამერიკელი მწერალი და ფემინისტი ბელ ჰუქსი გარდაიცვალა

გუშინ, 15 დეკემბერს, ცნობილი ამერიკელი ავტორი, პროფესორი, ფემინისტი და ადამიანის უფლებათა აქტივისტი, ბელ ჰუქსი, გარდაიცვალა.

სიახლეები
ფემეა, Femea, მოზარდები, კამპანია, პროექტი, თინეიჯერები

ფემეა იწყებს კამპანიას მოზარდების ინფორმაციული გაძლიერებისთვის

„ფემეა“ ორგანიზაციის „ქალთა ფონდი საქართველოში“ ფინანსური მხარდაჭერით იწყებს პროექტს „გოგოების ინფორმაციული გაძლიერება სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებთან დაკავშირებით“.

სიახლეები
კონკურსი, ბლოგი, ბლოგერები, ილუსტრაცია, ილუსტრატორები, ფემეა, ქალები, ქალთა, უფლებები, ფემინიზმი, konkursi, blogi, blogerebi, ilustracia, ilustratorebi, femea, qalebi, qalta, uflebebi, feminizmi

კონკურსი ბლოგერებისა და ილუსტრატორებისთვის

„ფემეა“ აცხადებს კონკურსს იმ ბლოგერებისა და ილუსტრატორებისთვის, რომელთაც ზემოთ ჩამოთვლილ საკითხებზე მუშაობა აინტერესებთ და მზად არიან, შექმნან წერილობითი ან ვიზუალური საინფორმაციო მასალები და შეიტანონ თავიანთი წვლილი ქალთა და სხვა ჩაგრული ჯგუფების ინფორმაციულ გაძლიერებაში.

სიახლეები
ფემეა, საინფორმაციო, კამპანია, ქალები, ქალთა, მიმართ, ძალადობა, ფემიციდი, ოჯახური, სექსუალური, femea, sainformacio, kampania, qalebi, qalta, mimart, dzaladoba, femicidi, ojaxuri, seqsualuri, მკვლელობა, mkvleloba

ფემეა იწყებს საინფორმაციო კამპანიას ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ

„ფემეა“ ორგანიზაციის „Urgent Action Fund“ ფინანსური მხარდაჭერით იწყებს პროექტს „საინფორმაციო კამპანია ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“.

სიახლეები
ვაკანსია, ფემეა, ვიდეო, კონტენტი, სოციალური, მედია

ვაკანსია — ვიდეო კონტენტის შემქმნელი სოციალური მედიისთვის

ქალების ინფორმაციული გაძლიერების პლატფორმა „ფემეა“ ეძებს ვიდეო კონტენტის შემქმნელს TikTok-ის, Meta-ს Reels-ებისა და YouTube Shorts-ებისთვის.

სიახლეები

გააზიარე სტატია

ტენდერი მკვლევრებისთვის/კვლევითი ორგანიზაციებისთვის

ხშირად დასმული კითხვები

?

...

დამატებითი ინფორმაცია