Facebook Script

უკრაინელ ქალებს, რომლებიც რუსმა ჯარისკაცებმა გააუპატიურეს, პოლონეთში აბორტის გაკეთების უფლება არ აქვთ

07 აპრილი, 2022 | სიახლეები

პოლონეთის მკაცრი, აბორტის წინააღმდეგ მიმართული კანონმდებლობა ექიმებსა და მოხალისეებს აიძულებს, რომ სწრაფი კონტრაცეფციის აბები გაუპატიურების მსხვერპლ ქალებს კანონის დარღვევით მიაწოდონ — ციხეში მოხვედრის რისკის სანაცვლოდ.

გასულ რამდენიმე წელში ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი აბორტის საწინააღმდეგო პოლიტიკა სწორედ პოლონეთში გატარდა. ხოლო ექიმებს, რომლებიც ამ კანონს დაარღვევენ, სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

„უზარმაზარ რისკზე მივდივართ ამ აბების გაუპატიურების მსხვერპლი ქალებისთვის მიწოდებით. პოლონეთში ეს აბები მხოლოდ მაშინაა კანონიერი, როცა რეცეპტითაა დანიშნული. თითქმის შეუძლებელია, რომ უკრაინელმა ლტოლვილმა ქალებმა ეს რეცეპტი მიიღონ“, — ამხელს პოლონეთში მომუშავე გინეკოლოგი.

ექიმი იმასაც ამატებს, რომ ისინი სწრაფი კონტრაცეფციის აბებს უკრაინაშიც გზავნიან დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

უკრაინის საზღვართან მომუშავე მოხალისეები ამბობენ, რომ რუსი სამხედროების მიერ გაუპატიურებისა და ძალადობის მსხვერპლთა რაოდენობა სწრაფად იზრდება.

„ჩვენ შევხვდით ათობით ათასობით ლტოლვილს გასულ ოთხ კვირაში. ჯერ ადრეა იმის თქმა, თუ ზუსტად რამდენი მათგანი გახდა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი, თუმცა ეს რიცხვი დიდია“ — ამბობს ერთ-ერთი მოხალისე.

მოხალისე ასევე აღნიშნავს, რომ ძალადობის მსხვერპლებმა არა მარტო ფიზიკური, არამედ უდიდესი ფსიქოლოგიური ტრავმა მიიღეს: „როცა ჰუმანიტარული დახმარების მუშაკები მის (ერთ-ერთი გაუპატიურებული ქალის) დახმარებას ცდილობდნენ, მან მოითხოვა, რომ მხოლოდ ქალი მოხალისეები მიახლოებოდნენ. კაცის დანახვისაც კი ეშინოდა არა მხოლოდ საკუთარი თავის გამო, არამედ მისი 5 წლის შვილის გამოც“.

ასეთ ვითარებებში განსაკუთრებით ცხადი ხდება, რამდენად დამაზიანებელი, უსამართლო და სასტიკი შეიძლება იყოს პატრიარქალური სისტემებისგან შექმნილი სექსუალურ-რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების პოლიტიკა.

ამ ტიპის კანონმდებლობები პირდაპირაა მიმართული ქალის სხეულის ხელყოფისა და მისი პირადი არჩევნის უგულებელყოფისკენ.

წყარო: Online Media Svidomi

მთავარი სურათი: Reuters

გაზიარება

მსგავსი სტატიები

ხელბურთი, უნიფორმა, სექსიზმი

ხელბურთის ფედერაციამ კრიტიკის შემდეგ სექსისტური უნიფორმები შეცვალა

ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (IHF-მა) უნიფორმის რეგულაციები შეცვალა, რაც ნიშნავს, რომ ქალი ხელბურთელები ამიერიდან ბიკინის ნაცვლად შორტებით ითამაშებენ.

სიახლეები
ბელ ჰუქსი

ამერიკელი მწერალი და ფემინისტი ბელ ჰუქსი გარდაიცვალა

გუშინ, 15 დეკემბერს, ცნობილი ამერიკელი ავტორი, პროფესორი, ფემინისტი და ადამიანის უფლებათა აქტივისტი, ბელ ჰუქსი, გარდაიცვალა.

სიახლეები
ფემეა, Femea, მოზარდები, კამპანია, პროექტი, თინეიჯერები

ფემეა იწყებს კამპანიას მოზარდების ინფორმაციული გაძლიერებისთვის

„ფემეა“ ორგანიზაციის „ქალთა ფონდი საქართველოში“ ფინანსური მხარდაჭერით იწყებს პროექტს „გოგოების ინფორმაციული გაძლიერება სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებთან დაკავშირებით“.

სიახლეები
კონკურსი, ბლოგი, ბლოგერები, ილუსტრაცია, ილუსტრატორები, ფემეა, ქალები, ქალთა, უფლებები, ფემინიზმი, konkursi, blogi, blogerebi, ilustracia, ilustratorebi, femea, qalebi, qalta, uflebebi, feminizmi

კონკურსი ბლოგერებისა და ილუსტრატორებისთვის

„ფემეა“ აცხადებს კონკურსს იმ ბლოგერებისა და ილუსტრატორებისთვის, რომელთაც ზემოთ ჩამოთვლილ საკითხებზე მუშაობა აინტერესებთ და მზად არიან, შექმნან წერილობითი ან ვიზუალური საინფორმაციო მასალები და შეიტანონ თავიანთი წვლილი ქალთა და სხვა ჩაგრული ჯგუფების ინფორმაციულ გაძლიერებაში.

სიახლეები
ფემეა, საინფორმაციო, კამპანია, ქალები, ქალთა, მიმართ, ძალადობა, ფემიციდი, ოჯახური, სექსუალური, femea, sainformacio, kampania, qalebi, qalta, mimart, dzaladoba, femicidi, ojaxuri, seqsualuri, მკვლელობა, mkvleloba

ფემეა იწყებს საინფორმაციო კამპანიას ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ

„ფემეა“ ორგანიზაციის „Urgent Action Fund“ ფინანსური მხარდაჭერით იწყებს პროექტს „საინფორმაციო კამპანია ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“.

სიახლეები
ვაკანსია, ფემეა, ვიდეო, კონტენტი, სოციალური, მედია

ვაკანსია — ვიდეო კონტენტის შემქმნელი სოციალური მედიისთვის

ქალების ინფორმაციული გაძლიერების პლატფორმა „ფემეა“ ეძებს ვიდეო კონტენტის შემქმნელს TikTok-ის, Meta-ს Reels-ებისა და YouTube Shorts-ებისთვის.

სიახლეები

გააზიარე სტატია

უკრაინელ ქალებს, რომლებიც რუსმა ჯარისკაცებმა გააუპატიურეს, პოლონეთში აბორტის გაკეთების უფლება არ აქვთ

ხშირად დასმული კითხვები

?

...

დამატებითი ინფორმაცია