Facebook Script

რას ნიშნავს პატრიარქატი და რა ზიანი მოაქვს მას?

03 იანვარი, 2022 | საკითხავი

მთელ მსოფლიოში ძალიან გავრცელებულია სტერეოტიპული მიდგომები ქალებისა და კაცების უნარებზე, შესაძლებლობებსა თუ საქმიანობის სფეროებზე. ეს დამოკიდებულებები იმდენად ფესვგადგმულია, რომ მათი დანერგვა ადრეული ასაკიდანვე იწყება და ბავშვებს სხვადასხვანაირად ზრდიან მათი ბიოლოგიური სქესის მიხედვით. მაგალითად, გოგოებს ვარდისფერ სათამაშოებს ჩუქნიან, როდესაც ბიჭებს სათამაშო მანქანებით ახარებენ ხოლმე. გენდერული როლების ასეთ გადანაწილებაში ერთ-ერთი მთავარი „დამნაშავე“ პატრიარქატია.  

პატრიარქატი არის სოციალური სისტემა, რომელშიც მამაკაცურობა პრივილეგირებულია. მისთვის დამახასიათებელია ღირებულებითი და ძალაუფლებრივი იერარქიები, რომლებშიც მამაკაცი დომინირებს. ეს სისტემა განსაზღვრავს, თუ რა არის ქალურობა და ქალისთვის დამახასიათებელი თვისებები, აგრეთვე განსაზღვრავს მამაკაცურობასაც. პატრიარქატი არასდროს ყოფილა მიჩნეული, როგორც მმართველობის ფორმა (მაგალითად, როგორც დემოკრატია), თუმცა ის რამდენიმე ათასწლეულია არსებობს (დაახლოებით 6000 წელი) და ჩვენი ცხოვრების უდიდეს ნაწილზე ახდენს გავლენას.

არსებობს თეორია, რომ მას შემდეგ, რაც ადამიანებმა თანაცხოვრება დაიწყეს და ოჯახის საწყისი კონცეფცია შეიქმნა, კაცის, როგორც ფიზიკურად ქალზე ძლიერი არსების, ხატი გაჩნდა. გენდერული როლების მსგავსი გადანაწილება დღემდე აქტუალურია, თუმცა 2018 წელს პერუში აღმოჩენილი სამარხით დადასტურდა, რომ დაახლოებით 9000 წლის წინ დედამიწაზე ქალი მონადირეებიც არსებობდნენ.

პატრიარქატის გავლენა ქალების ცხოვრებაზე, ნებისმიერი მიმართულებით, წლების მსვლელობასთან ერთად, უფრო და უფრო შესამჩნევი ხდებოდა (მაგალითად, ქალები არ ეგუებოდნენ იმ ფაქტს, რომ რომანების/ლექსების/ჩანაწერების საკუთარი სახელით გამოქვეყნება არ შეეძლოთ, რადგან ქალები იყვნენ) და მასთან ბრძოლა ფემინიზმის მეორე ტალღის დროს გააქტიურდა, 1960-70-იან წლებში, როდესაც ქალებმა გააპროტესტეს კაცების დომინაცია სოციალურ, კულტურულ და ეკონომიკურ სფეროებში.

არსებობს პატრიარქატის საპირისპირო ცნებაც — მატრიარქატი, რომელიც ისეთ სოციალურ სისტემას ნიშნავს, რომელშიც ქალები და ქალურობაა დომინანტური. მატრიარქატი არ არის ფართოდ გავრცელებული სისტემა, თუმცა მისი არსებობის დამადასტურებელი რამდენიმე მაგალითი დღემდე შემოგვრჩა. მაგალითად, ინდონეზიაში მინანგკაბაუს ხალხი მიიჩნევს, რომ ოჯახში მთავარი ფიგურა დედაა.

პატრიარქატის შედეგები

პატრიარქატი აყალიბებს ჩარჩოს, რომელსაც უნდა მოერგონ როგორც ქალები, ასევე კაცებიც, თუმცა მიღებულ რეალობას ქალების ცხოვრებაზე უფრო დიდი უარყოფითი ზეგავლენა აქვს. მსგავსი უარყოფითი გავლენების რიცხვი ძალიან დიდია, თუმცა ამ სტატიაში რამდენიმე ძირითად პრობლემას მიმოვიხილავთ:

ქალზე ძალადობა ნორმალიზებულია

იქიდან გამომდინარე, რომ პატრიარქატში დომინანტი კაცია, ვიღებთ რეალობას, რომელშიც ოჯახური ძალადობა, ქალების სექსუალური შევიწროება და მსგავსი სახის ძალადობა ნორმალიზებულია. შედეგად კი ვაწყდებით რეალობას, რომელშიც გაუპატიურების კულტურა არსებობს და ამ ფაქტს თვალს თითქმის არავინ უსწორებს.

საქართველოში ძალადობის სტატისტიკის მიხედვით, ოჯახში მოძალადეები უმეტესად კაცები არიან — 2017 წელს 3492 კაცმა იძალადა ოჯახში. ამავე წლის მონაცემების მიხედვით 3599 ქალი იყო მსხვერპლი, ხოლო იგივე მაჩვენებელი კაცების შემთხვევაში 497-ს შეადგენდა.  

► იხილეთ აგრეთვე: გაუპატიურების კულტურა

წყარო: Vecteezy

ქალების სხეულები და სექსუალობა კონტროლდება

სექსუალობასა და სექსთან დაკავშირებული თემები ხშირად ტაბუირებულია, თუმცა ქალების შემთხვევაში ამას ემატება ისიც, რომ მათი სექსუალობა და სხეული კონტროლდება. ქალებს უმეტესად არ აქვთ იმისი უფლება, რომ საკუთარ სხეულთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად მიიღონ (მაგალითად, აბორტი), ან გამოხატონ თავიანთი სექსუალობა ისე, როგორც სურთ. 

მსოფლიოში დღემდე არსებობს ქალების გენიტალიების დასახიჩრების პრაქტიკები, რათა ქალმა სექსით სიამოვნება არ მიიღოს. გარდა ამისა, ამ დრომდე აქტუალურია ქალიშვილობის ცნება და ქალის სექსუალური ცხოვრება ამგვარად კონტროლდება. 

ქალების ხმა არ ისმის

პატრიარქატის შედეგია ისიც, რომ ქალებს საუკუნეების განმავლობაში არ ჰქონდათ იმის შესაძლებლობა, რომ საკუთარი შეხედულებები, აზრები და დამოკიდებულებები გამოეთქვათ და დაეფიქსირებინათ. ამის ნათელი მაგალითია ის, რომ ქალებს მეცხრამეტე საუკუნის ბოლომდე არ ჰქონდათ არჩევნებში ხმის მიცემის უფლება — ახალი ზელანდია იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც 1893 წელს ქალ მოქალაქეებს საარჩევნო ხმის უფლება მიანიჭა. 

ქალების ჩართულობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში დღემდე პრობლემურია და სწორედ ამიტომ, საქართველოში აქტიურად მიმდინარეობს გენდერული კვოტირების — კანონით განსაზღვრული ნორმა პოლიტიკურ ინსტიტუტებში ქალთა მონაწილეობის გასააქტიურებლად — კამპანიები საკანონმდებლო ორგანოში.

ქალებს არ აქვთ თანადგომის იმედი

ქალის სექსუალური შევიწროებისა თუ გაუპატიურების შემთხვევების დროს ხშირია პრაქტიკა, როდესაც ხალხი ისევ მსხვერპლს მიიჩნევს დამნაშავედ. საზოგადოების დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ სწორედ ქალები ახდენენ მოძალადეების პროვოცირებას და ეს შედეგიც მათ გამო დადგა — საქართველოში ჩატარებული გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ ქალების 31% თვლის, რომ გაუპატიურების მიზეზი ქალის წინდაუხედაობაა.

სწორედ ამიტომ, ქალების ნაწილი არ ჰყვება და არ ასაჯაროებს მათზე მომხდარი ძალადობის ფაქტებს, რადგან მათ ჰგონიათ, რომ სხვები გვერდით არ დაუდგებიან და არ დაუჯერებენ. 

► იხილეთ აგრეთვე: მსხვერპლის დადანაშაულება

კაცები და პატრიარქატი 

პატრიარქატი მავნებელი მხოლოდ ქალებისთვის არ არის და მისი უარყოფითი გავლენების დანახვა კაცების შემთხვევაშიც შეგვიძლია. იქიდან გამომდინარე, რომ პატრიარქატი მასკულინობისა და მამაკაცურობის ხატს ქმნის, კაცებს მოეთხოვებათ, რომ აკმაყოფილებდნენ ამ მოლოდინს, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ნაკლებად ღირებულ კაცებად მოიაზრებიან.

გავრცელებული სტერეოტიპებია, რომ კაცი არ ტირის და ემოციებს არ გამოხატავს, ან კაცები აუცილებლად ძლიერები უნდა იყვნენ. ამგვარი ზეწოლა უარყოფითად მოქმედებს კაცების ყოველდღიურობაზეც, რადგან მათ უწევთ, ყოველთვის დაამტკიცონ საკუთარი „მამაკაცურობა“ იმიჯით თუ ქმედებებით.

► იხილეთ აგრეთვე: ტოქსიკური მასკულინობა

მსგავსი სტატიები

გენდერული როლები

გენდერული როლები — ის, რასაც საზოგადოება გვავალდებულებს

გენდერული როლები არის ის ქცევები და ნიშან-თვისებები, რომლებსაც საზოგადოება უწესებს ადამიანებს მათი ბიოლოგიური სქესის მიხედვით

საკითხავი
ფემინიზმი, ბარიერები

ბარიერების დაძლევა — ფემინიზმის ანბანი

ქალების ყოველდღიურობა სავსეა ხილული თუ უხილავი ბარიერებით, რომლებიც იმდენად ფესვგადგმულია, რომ საზოგადოების მხრიდან პრობლემად არც აღიქმება. გენდერული როლებით განსაზღვრულ რეალობაში უყურადღებოდ რჩება ის სირთულეები, რომელთა დაძლევაც ქალებს ყოველღიურად უწევთ.

საკითხავი
ფემინიზმი, გაუპატიურება, ქალები, ძალადობა

გაუპატიურების კულტურა — როგორ ექცევა საზოგადოება ძალადობის მსხვერპლს?

რას ნიშნავს გაუპატიურების კულტურა? — ეს არის გარემო, რომელშიც გაუპატიურება და სექსუალური ძალადობა გავრცელებული და ნორმალიზებულია.

სექსუალური ძალადობა
ფემინიზმი, განათლება, ქალები

განათლება — ფემინიზმის ანბანი

საუკუნეების განმავლობაში ნაშენებმა პატრიარქალურმა სისტემამ და კონკრეტულმა რელიგიურმა და კულტურულმა პრაქტიკებმა გოგოებს შეზღუდული, არაჯანსაღი, როლები განუსაზღვრა საზოგადოებაში და ადგილი არ დაუტოვა განათლებისა და პიროვნული განვითარებისთვის.

საკითხავი
სახელფასო სხვაობა, ფემინიზმი, ქალები, სამსახური, ხელფასი

სახელფასო სხვაობა — რატომ აქვთ ქალებსა და კაცებს არათანაბარი ანაზღაურება?

გენდერული ნიშნით სახელფასო სხვაობას დიდი ისტორია აქვს და ის მაშინვე გამოიკვეთა, როგორც კი ქალები შრომით ბაზარზე გამოჩნდნენ. დღემდე ქალების საშუალო ხელფასი კაცების საშუალო ხელფასზე ნაკლებია.

საკითხავი

გააზიარე სტატია

რას ნიშნავს პატრიარქატი და რა ზიანი მოაქვს მას?

ხშირად დასმული კითხვები

?

...

დამატებითი ინფორმაცია