ამ კატეგორიაში შეხვდებით ინფორმაციას თქვენს მენტალურ ჯანმრთელობაზე
მენტალური ჯანმრთელობა გულისხმობს ჩვენს ემოციურ, ფსიქოლოგიურ და სოციალურ კეთილდღეობას. ის მოქმედებს იმაზე, თუ როგორ ვფიქრობთ, როგორ ვგრძნობთ თავს და როგორ ვიქცევით. ის ასევე განსაზღვრავს, თუ რა გზებით ვუმკლავდებით სტრესს, როგორ ვახერხებთ სხვა ადამიანების თანაგრძნობას და როგორ ვიღებთ გადაწყვეტილებებს. მენტალური ჯანმრთელობა ძალიან მნიშვნელოვანია ცხოვრების ყველა საფეხურზე, დაწყებული ბავშვობიდან და მოზარდობიდან და გაგრძელებული მთელი ცხოვრების განმავლობაში.
თუკი მენტალური ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემის წინაშე აღმოჩნდით, თქვენი ფიქრის პროცესი, განწყობა და ქცევა შეიძლება შეიცვალოს. მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებს მრავალი სხვადასხვა ფაქტორი იწვევს, მათ შორის: ბიოლოგიური ფაქტორები (მაგალითად, გენები ან ტვინის ქიმიური მოქმედება), ცხოვრებისეული გამოცდილებები (მაგალითად, ტრავმა და ძალადობა) და ოჯახის მენტალური პრობლემების ისტორია.
მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები სხვადასხვა სირთულისაა. თუმცა, თანამედროვე მედიცინისა და მეცნიერების დამსახურებით მათთან გამკლავება შესაძლებელია. ამიტომ, აუცილებელია, საჭიროების შემთხვევაში, მივმართოთ სპეციალისტს და დროულად ვითხოვოთ დახმარება.
მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობა მჭიდროდ უკავშირდება ერთმანეთს. მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა აუმჯობესებს ფიზიკურ ჯანმრთელობას და პირიქით. თუკი მათგან ერთ-ერთი უარესდება, ეს მეორეზეც ზემოქმედებს.