Facebook Script

„და რა, მე ქალი არ ვარ?” — სოჯერნერ თრუსი

13 დეკემბერი, 2021 | თარგმანები

სოჯერნერ თრუსი (დაბადების სახელი ისაბელა ბამფრი) ამერიკელი აბოლიციონისტი — შავკანიანების მონობის წინააღმდეგ მიმართული მოძრაობის წევრი — და ქალთა უფლებების დამცველი იყო. ის მონობაში დაიბადა, მაგრამ 29 წლის ასაკში თავის ჩვილ შვილთან ერთად გაიქცა და თავისუფლება მოიპოვა. 1828 წელს თრუსმა სასამართლოს მიმართა თავისი უფროსი ვაჟის მონობისგან დასახსნელად და იყო პირველი შავკანიანი ქალი, რომელმაც ამ ტიპის სასამართლო დავა თეთრკანიან კაცს მოუგო. 

1851 წელს ოჰაიოს შტატში გამართულ ქალთა უფლებების გაერთიანებულ შეკრებაზე სოჯერნერ თრუსი სიტყვით გამოვიდა და მოითხოვა თანასწორობა როგორც ქალმა და როგორც შავკანიანმა. მისი გამოსვლის ზუსტი ტრანსკრიპტი, სამწუხაროდ, დაკარგულია და ისტორიკოსები დღემდე იკვლევენ, მართლა გამოიყენა თუ არა მან ცნობილი ფრაზა „და რა, მე ქალი არ ვარ?“ საუბრისას, თუმცა ფაქტი ერთია: თრუსის ეს გამოსვლა რჩება ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად ქალების გათავისუფლების ადრეულ მოძრაობაში.

„მოკლედ, ბავშვებო, იქ, სადაც ამდენი ხმაურია, რაღაც რიგზე ვერ არის. მე ვფიქრობ, რომ უფლებებზე მოლაპარაკე სამხრეთელ ზანგებსა და ჩრდილოელ ქალებს შორის მოყოლილ თეთრკანიან კაცებს ძალიან მალე განსაცდელი დაატყდებათ თავს. მაგრამ, რაზე ვსაუბრობთ ჩვენ აქ რეალურად?

ის კაცი, აი, იქ რომ ზის, ამბობს, რომ ქალებს სჭირდებათ დახმარება ტვირთის ზიდვაში, თხრილის გადალახვაში და საერთოდ, იმაში, რომ ყველგან საუკეთესო ადგილი ეჭიროთ. მე არასდროს არავინ მეხმარება ტვირთის ზიდვისას, ან ტალახიანი გუბეების გადალახვისას, არც არავინ მაძლევს საუკეთესო ადგილს! მე ქალი არ ვარ? შემომხედეთ! შეხედეთ ჩემს მარჯვენას! მომითოხნია, დამირგავს, ბეღელში დამიბინავებია ისე, რომ ვერც ერთი კაცი ვერ გამიწევდა უფროსობას! და მე რა, ქალი არ ვარ? იმდენი შემიძლია ვიმუშაო და ვჭამო, რამდენიც კაცს, თუ ამის საშუალება იქნება. მათრახის გამოყენებაც ვიცი! და რა, მე ქალი არ ვარ? 13 ბავშვი გავაჩინე, და ვუყურე, როგორ ყიდდნენ მათ მონებად. როცა ჩემი დედობრივი ტკივილისგან ვბღაოდი, ღმერთის მეტს არავის ესმოდა ჩემი! და რა, მე ქალი არ ვარ?

წყარო: The New York Times

ისინი კიდევ საუბრობენ იმ რაღაცაზე, თავში რომაა; რაო, რას ეძახიან? (აუდიტორიაში ვიღაც ჩურჩულებს: „ინტელექტი“) ჰო, ეგ, ძვირფასო. რა შუაშია ეგ ქალების ან ზანგების უფლებებთან? თუ ჩემს ჭიქაში გრამი ძლივს ეტევა და შენი ლიტრს იტევს, ძუნწი არ იქნები, ჩემი პატარა ჭურჭლის შევსების საშუალება რომ არ მომცე?

ამის შემდეგ, ის პატარა, შავებში ჩაცმული კაცი კიდევ იტყვის, რომ ქალებს არ შეიძლება კაცების თანასწორი უფლებები ჰქონდეთ, რადგან ქრისტე კაცი იყოო! და შენი ქრისტე საიდან მოვიდა? საიდან მოვიდა შენი ქრისტე? უფლისგან და ქალისგან! კაცი მასთან არაფერ შუაშია. 

თუ პირველი ქალი, ვინც ოდესმე ღმერთს შეუქმნია იმდენად ძლიერი იყო, რომ სამყარო თავდაყირა სულ მარტომ დააყენა, ამ ქალებს, ერთად, უნდა ჰქონდეთ მისი საწყის მდგომარეობაში დაბრუნების უფლება! ახლა ისინი სწორედ ამას ითხოვენ. კაცებს კი იმას ვეტყვი, რომ მათთვისვე აჯობებს, მისცენ ქალებს ეს უფლება.

დიდად დავალებული ვარ, რომ მომისმინეთ. ახლა კი მოხუც სოჯერნერს აღარაფერი აქვს სათქმელი“. 

მთავარი სურათი: Illustrated Women in History

მსგავსი სტატიები

პალესტინა, გენოციდი, ისრაელი, საერთაშორისო, სამართალი, ადამიანის, უფლებები, CCR, palestina, genocidi, israeli, saertashoriso, samartali, adamianis, uflebebi, ომი, omi

პალესტინელი ხალხის გენოციდი: საერთაშორისო სამართლისა და ადამიანის უფლებათა პერსპექტივიდან

CCR-ის ნაშრომის თარგმანი თემაზე „პალესტინელი ხალხის გენოციდი: საერთაშორისო სამართლისა და ადამიანის უფლებათა პერსპექტივიდან“

თარგმანები

გააზიარე სტატია

„და რა, მე ქალი არ ვარ?” — სოჯერნერ თრუსი

ხშირად დასმული კითხვები

?

...

დამატებითი ინფორმაცია