Facebook Script

რა არის მიზოგინია, ანუ ქალების სიძულვილი?

23 სექტემბერი, 2021 | საკითხავი

მიზოგინია, იგივე ქალთმოძულეობა, სექსიზმის უკიდურესი ფორმაა, რომელიც უკვე საუკუნეებია არსებობს. ის საკუთარ თავში აერთიანებს ქალების მარგინალიზაციას, დისკრიმინაციას, დამცირებას, უფლებების შელახვას, სექსუალურ ობიექტებად განხილვასა და მათ მიმართ ძალადობას.

ქალთმოძულეობა საზოგადოებას სექსისტური მიმართებების ქონით ავალდებულებს — სჯის მათ, ვინც ქალების „უმდაბლეს“ სტატუსს უარყოფს, და აჯილდოებს მათ, ვინც ამას ეთანხმება.

მიზოგინიური წარმოდგენების მქონე ადამიანი შეიძლება ზოგჯერ ვერც აცნობიერებდეს, რომ ქალების მიმართ სიძულვილს გამოხატავს, ან საერთოდ არ სჯეროდეს, რომ ეს სიძულვილი აქვს, თუმცა, რეალურად, მისი ქცევა და სიტყვები ქალების მიმართ მიკერძოებულ წინასწარგანწყობას, მტრობასა და ქედმაღლობას გამოხატავდეს.

ქალებს კაცების მხრიდან მათ მიმართ არსებულ სიძულვილთან გამკლავება ყოველდღიურად უწევთ. ქალთმოძულეობა ხშირად ხდება ქალებზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მიზეზი. მაგალითად, ოჯახური ძალადობის უდიდესი ნაწილი კაცების მიერ ქალების მიმართაა ჩადენილი, აგრეთვე ქალები უმეტესად ძალადობის მსხვერპლნი ოჯახის წევრი ან ოჯახის ახლობელი კაცებისგან ხდებიან.

ყველაზე ხშირად ქალების ცემა, შეურაცხყოფა, დამცირება თუ შევიწროება იმ კაცების მხრიდან ხდება, რომელთაც სწამთ, რომ კაცი ურთიერთობებსა და ოჯახში უფრო ძლიერი და დომინანტი უნდა იყოს.

„კარგი“ და „ცუდი“ ქალები

მიზოგინიის კიდევ ერთი გამოხატულებაა ქალების „კარგ“ და „ცუდ“ ქალებად დაყოფა. ამგვარად ხდება ქალების კატეგორიზაცია იმის მიხედვით, თუ რა რეაქცია აქვთ მათ ქალთმოძულეობაზე.

მიზოგინიის სასტიკ მიმართებებსა და ქცევებთან ხშირი შეხების შემდეგ ქალებს ზოგჯერ ეს წარმოდგენები თავადვე უჩნდებათ. ამგვარად გაშინაგნებული ქალთმოძულეობა მათ აიძულებს, თვითონვე განსაჯონ საკუთარი თავი და სხვა ქალები, რათა კაცებისგან ძალადობის მსხვერპლობას აარიდონ თავი.

ამ ქალებს, რომლებიც საკუთარ შევიწროებას უჭერენ მხარს, ქალთმოძულე საზოგადოება ხშირად „კარგი“ ქალების სახელით ნათლავს და აპირისპირებს სხვა, „ცუდ“ ქალებთან, რომლებმაც ამ სიძულვილთან ბრძოლა არჩიეს.

მიზანდრია, იგივე კაცთმოძულეობა

ბიჭებისა და კაცების მიმართ არსებული მსგავსი მიმართებები მიზანდრია, ანუ კაცთმოძულეობაა. საზოგადოებაში ხშირია წარმოდგენა, რომ ფემინიზმს სწორედ კაცების სიძულვილი ასაზრდოებს და მისი მიზანია, ძალაუფლების სტრუქტურა და სადავეები ქალების ხელში გადავიდეს, კაცები კი „უმდაბლეს“ არსებებად წარმოაჩინოს.

სინამდვილეში, ფემინიზმი იმას ემსახურება, რომ განსაზღვროს და შექმნას ისეთი პოლიტიკური, ეკონომიკური, პიროვნული და სოციალური პირობები, რომლებშიც ორივე სქესი თანასწორი იქნება და არა — რომელიმე მეორეზე უზენაესი.

მთავარი სურათი: dribbble.com / Sören Selleslagh

მსგავსი სტატიები

გენდერული როლები

გენდერული როლები — ის, რასაც საზოგადოება გვავალდებულებს

გენდერული როლები არის ის ქცევები და ნიშან-თვისებები, რომლებსაც საზოგადოება უწესებს ადამიანებს მათი ბიოლოგიური სქესის მიხედვით

საკითხავი
ფემინიზმი, ბარიერები

ბარიერების დაძლევა — ფემინიზმის ანბანი

ქალების ყოველდღიურობა სავსეა ხილული თუ უხილავი ბარიერებით, რომლებიც იმდენად ფესვგადგმულია, რომ საზოგადოების მხრიდან პრობლემად არც აღიქმება. გენდერული როლებით განსაზღვრულ რეალობაში უყურადღებოდ რჩება ის სირთულეები, რომელთა დაძლევაც ქალებს ყოველღიურად უწევთ.

საკითხავი
ფემინიზმი, გაუპატიურება, ქალები, ძალადობა

გაუპატიურების კულტურა — როგორ ექცევა საზოგადოება ძალადობის მსხვერპლს?

რას ნიშნავს გაუპატიურების კულტურა? — ეს არის გარემო, რომელშიც გაუპატიურება და სექსუალური ძალადობა გავრცელებული და ნორმალიზებულია.

სექსუალური ძალადობა
ფემინიზმი, განათლება, ქალები

განათლება — ფემინიზმის ანბანი

საუკუნეების განმავლობაში ნაშენებმა პატრიარქალურმა სისტემამ და კონკრეტულმა რელიგიურმა და კულტურულმა პრაქტიკებმა გოგოებს შეზღუდული, არაჯანსაღი, როლები განუსაზღვრა საზოგადოებაში და ადგილი არ დაუტოვა განათლებისა და პიროვნული განვითარებისთვის.

საკითხავი
სახელფასო სხვაობა, ფემინიზმი, ქალები, სამსახური, ხელფასი

სახელფასო სხვაობა — რატომ აქვთ ქალებსა და კაცებს არათანაბარი ანაზღაურება?

გენდერული ნიშნით სახელფასო სხვაობას დიდი ისტორია აქვს და ის მაშინვე გამოიკვეთა, როგორც კი ქალები შრომით ბაზარზე გამოჩნდნენ. დღემდე ქალების საშუალო ხელფასი კაცების საშუალო ხელფასზე ნაკლებია.

საკითხავი

გააზიარე სტატია

რა არის მიზოგინია, ანუ ქალების სიძულვილი?

ხშირად დასმული კითხვები

?

...

დამატებითი ინფორმაცია