Facebook Script

ირანელი ქალები ისლამურ რევოლუციამდე და რევოლუციის შემდეგ — ფოტოამბავი

22 სექტემბერი, 2022 | საკითხავი

1979 წელს მომხდარმა ისლამურმა რევოლუციამ ძირეული ცვლილებები მოიტანა ირანში, განსაკუთრებით კი ქალებისთვის. ამ დროს რადიკალურად შეიცვალა ქალების ჩაცმულობა და ვარცხნილობა. ძველმა შაჰმა 1930-იან წლებში აკრძალა ჩადრის ტარება და პოლიციას უბრძანა ძალდატანებით მოეხსნათ ნებისმიერი სახის თავსაბურავი ქალებისთვის. მაგრამ ადრეულ 1980-იან წლებში ახალმა ისლამურმა ხელისუფლებამ დაადგინა სავალდებულო ჩაცმის სტილი რომელიც ქალებს ჰიჯაბის ტარებას ავალდებულებდა. 

ეს ფოტოები აჩვენებს ირანელი ქალების ცხოვრებას ისლამურ რევოლუციამდე და მის შემდეგ. 

რევოლუციამდე

წყარო: A. ABBAS/MAGNUM PHOTOS

სწავლა თეირანის უნივერსიტეტში, 1977 წელი: მიუხედავად იმისა, რომ რევოლუციის დროს უკვე ბევრ ქალს ჰქონდა უმაღლესი განათლება, რევოლუციასთან მიახლოებული წლები მათი რაოდენობის განსაკუთრებული ზრდით გამოირჩეოდა. ამის მიზეზი ნაწილობრივ ის იყო, რომ რევოლუციამდელმა ხელისუფლებამ დაარწმუნა რეგიონებში მცხოვრები კონსერვატიული ოჯახები, ნება დაერთოთ მათი ქალიშვილებისთვის სახლისგან მოშორებით ესწავლათ.

„მათ სცადეს, შეეჩერებინათ ქალები უნივერსიტეტში წასვლისგან, მაგრამ იმხელა წინააღმდეგობა შეხვდათ, რომ იძულებულები გახდნენ, უკან დაეხიათ“ — ამბობს ბარონესა ჰალე აფშარი, იორკის უნივერსიტეტის პროფესორი ქალთა საკითხებში, რომელიც ირანში გაიზარდა 1960-იან წლებში. „ზოგიერთი განათლებული ადამიანი ტოვებდა ირანს და ხელისუფლებამ გაიაზრა, რომ იმისთვის, რომ ქვეყნის მართვა შეძლებოდათ, მათ სჭირდებოდათ განათლებული ქალებიც და კაცებიც“.

წყარო: BRUNO BARBEY / MAGNUM PHOTOS

კადრი მაღაზიის ვიტრინიდან, თეირანი, 1976 წელი: რევოლუციამდე ჰიჯაბს ქალები ფართოდ მოიხმარდნენ, თუმცა ბევრი ქალი ირჩევდა ჩაცმის დასავლურ  სტილს, მათ შორის, ტანზე მომდგარ ჯინსებს, მოკლე კაბებს, მოკლემკლავიან ტოპებს და ა.შ. „ფეხსაცმელები არ შეცვლილა და ვნება ფეხსაცმელების მიმართ ყველა ჩვენგანშია! ქალები ირანში არ განსხვავდებიან სხვა ქალებისგან, შესაბამისად საყიდლებზე სიარული მათთვისაც ყოველდღიური სტრესისგან გაქცევის საშუალებაა“ — ამბობს პროფესორი აფშარი. 

წყარო: BRUNO BARBEY / MAGNUM PHOTOS

პიკნიკი პარასკევს, თეირანი, 1976 წელი: ოჯახები და მეგობრები იკრიბებოდნენ პარასკევობით. „პიკნიკები ირანული კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია და ძალიან პოპულარულია საშუალო კლასში. ეს არც რევოლუციის მერე შეცვლილა. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ დღესდღეობით ქალები და კაცები, რომლებიც ერთად სხედან, უფრო ფრთხილები არიან და მეტ დისტანციას იჩენენ ერთმანეთთან ინტერაქციისას“ — პროფესორი აფშარი.

წყარო: A. ABBAS / MAGNUM PHOTOS

სილამაზის სალონი თეირანში, 1977 წელი: „ეს არის სცენა, რომლის ნახვასაც აღარ უნდა მოელოდე ირანში. მიუხედავად იმისა, რომ ისლამური რევოლუციის შემდეგაც კი თმის სტილისტებმა არსებობა გააგრძელეს, დღესდღეობით თქვენ ვერ ნახავთ კაცს სილამაზის სალონში და ქალმა ძალიან კარგად იცის, რომ სალონიდან გამოსვლისთანავე თმა უნდა დაიფაროს. ზოგიერთი ადამიანი საიდუმლო სალონებსაც ამუშავებს თავის სახლში, სადაც ქალება და კაცებს ერთდროულად შეუძლიათ ყოფნა“ — ამბობს პროფესორი აფშარი.

წყარო: MAGNUM PHOTOS

შაჰი, დაცვით გარშემორტყმული, 1971 წელი: ახალგაზრდა ქალი უახლოვდება შაჰ მოჰამედ რეზა ფაჰლევის (უკიდურეს მარჯვენა მხარეს) უზარმაზარ წვეულებაზე, რომელიც სპარსული მონარქიის 2,500 წლის იუბილეს აღსანიშნავად გაიმართა. ღონისძიების ექსტრავაგანტულობა მკაცრად დაგმეს შაჰის ოპონენტებმა: მემარცხენე პარტიებმა და სასულიერო პირებმა.

წყარო: BRUNO BARBEY / MAGNUM PHOTOS

სეირნობა თოვლიან თეირანში, 1976 წელი: „შენ ვერ შეაწყვეტინებ ქალებს ირანის ქუჩებში სეირნობას, მაგრამ ამ კადრს დღეს ვეღარ ნახავ: მისი საყურეები და მაკიაჟი ისეთი თვალსაჩინოა...“ —ამბობს პროფესორი აფშარი. „დღეს უკვე არსებობს „მოკრძალებულობის“ კონცეფცია ირანში — ქალებს, რომლებიც ქუჩებში სეირნობენ, აცვიათ მუხლამდე პალტო და თავსაბურავი ახურავთ“.

რევოლუციის შემდეგ

წყარო: GETTY IMAGES

ქალები გამოდიან ჰიჯაბის წინააღმდეგ, 1979 წელი: ძალაუფლების მოპოვებიდან მალევე, ირანის ახალმა ლიდერმა, აიათოლა რუოლა ხომეინმა სავალდებულო გახადა ყველა ქალისთვის თავსაბურავის ტარება — განურჩევლად რელიგიისა და ეროვნებისა. 8 მარტს — ქალთა საერთაშორისო დღეს, ათასობით ქალი გამოვიდა ამ ახალი კანონის გასაპროტესტებლად. 

წყარო: GETTY IMAGES

საპროტესტო აქცია აშშ-ს საელჩოსთან, თეირანი, 1979 წელი: რევოლუციონერმა სტუდენტებმა მძევლად აიყვანეს ამერიკის საელჩოს პერსონალის ნაწილი, სანამ ათასობის ანტიამერიკული იდეოლოგიით გაერთიანებული დემონსტრანტი ალყას არტყამდა შენობას. 

„ამ დროისთვის ნორმალური იყო, რომ გენახა განსხვავებული ადამიანები ამერიკის ზიზღის ირგვლივ გაერთიანებულები“ — ამბობს პროფესორი აფშარი. „ამერიკელებსა და ბრიტანელებს დიდი ისტორია აქვთ ირანზე გავლენის ქონის სურვილის და იქედან ნავთობის მიღების მცდელობის, შესაბამისად, ამ ღრმა ფესვების მქონე უნდობლობას ამერიკისა და ბრიტანეთის მიმართ, დიდი ისტორია აქვს“.

წყარო: GETTY IMAGES

ოჯახი მიემართება პარასკევის ლოცვაზე, 1980 წელი: „პარასკევის ლოცვა ისეთი ადამიანების დროა, რომლებიც მორწმუნეები ან ისლამური სახელმწიფოს მომხრეები არიან და არ უნდათ დისიდენტის იარლიყი ჰქონდეთ მიკრული იმისთვის, რომ შეიკრიბნონ და გარეთ გავიდნენ — ეს სოლიდარობის მომენტია“. „მაგრამ ისინი აქაც კაცების მფარველობისა და ზედამხედველობის ქვეშ არიან. ქალი არ დაიშვება იმ ოთახში, სადაც კაცია — ისინი ცალკე სივრცეში სხდებიან სალოცავად, კაცებისგან მოშორებით“.

წყარო: JEAN GAUMY / MAGNUM PHOTOS

საქორწინო კაბის საყიდლებზე, თეირანი, 1986 წელი: „ვიტრინაში გამოკიდებული ყველა კაბა დასავლურია — ირანელ ქალებს შეუძლიათ ისინი ჩაიცვან, მაგრამ მხოლოდ დახურულ კარს მიღმა“ — გვიხსნის პროფესორი აფშარი. „ქორწილები და წვეულებები სეგრეგირებულია, შესაბამისად, როცა მხოლოდ ქალები არიან შეკრებილნი, არ აქვს მნიშვნელობა, რა გაცვია. თუმცა ჯერ კიდევ არსებობს წვეულებები ორივე სქესისთვის — ზოგიერთი ადამიანი დაცვას ქირაობს, რომ დაკეტილ კარს უდარაჯოს, ზოგი კი ქრთამს აძლევს ადგილობრივ პოლიციას, რომ არაფერი შეიმჩნიოს.”

წყარო: BEHROUZ MEHRI/AFP/GETTY IMAGES

სეირნობა თეირანში, 2005 წელი: ირანში ყველა ქალი არ ატარებს შავ ჩადრს — მოსასხამს, რომელიც ფარავს სხეულს თავიდან ფეხებამდე და მხოლოდ სახეს აჩენს. ბევრი ამჯობინებს მოშვებულად დაფარებულ თავსაბურავს და პალტოს.

„რეალური კითხვა ისაა, თუ რამდენად უკან გადაიწევ თავსაბურავს? ქალებს თავიანთი პატარა გამოვლინებები აქვთ წინააღმდეგობის და ხშირად ცდილობენ, თავსაბურავი რაც შეიძლება უკან გადაწიონ“ — ამბობს პროფესორი აფშარი.

წყარო: GETTY IMAGES

კასპიის ზღვის სანაპირო, 2005 წელი: ირანელ ქალებს ეკრძალებათ საჯაროდ საცურაო კოსტუმებით ბანაობა. „ქალები და კაცები არ უნდა ბანაობდნენ ერთად — მაგრამ ისინი პოულობენ გზებს ამისგან თავის ასარიდებლად. ძირითადად ქირაობენ გემებს რომ ზღვაში შორს გავიდნენ, სადაც გვერდიგვერდ ცურვა შეუძლიათ“, — ამბობს პროფესორი აფშარი. 

წყარო: GETTY IMAGES

ჰიჯაბის მხარდამჭერი მსვლელობა, თეირანი, 2006 წელი: რევოლუციიდან 25-ზე მეტი წლის შემდეგ, რევოლუციური ისტაბლიშმენტის მხარდამჭერი ქალები მართავენ მსვლელობას, რათა გააპროტესტონ ჰიჯაბის ტარების არასაკმარისად მკაცრი კანონი. ამ ფოტოზე ხედავთ შავ ჩადრებში შემოსილ ქალებს და ერთადერთ გამონაკლისს — ფერადი პატარა გოგო.

წყარო: BEHROUZ MEHRI/AFP/GETTY IMAGES

ფეხბურთის ყურება თეირანის სავაჭრო ცენტრიდან, 2008 წელი: მიუხედავად იმისა, რომ ქალებისთვის ოფიციალურად არასდროს აუკრძალავთ კაცების ფეხბურთზე დასწრება, მათ ხშირად ეუბნებიან უარს შესასვლელთან. რევოლუციამდე, ქალებს ჰქონდათ უფლება, დასწრებოდნენ სპორტულ ღონისძიებებს.

გამოყენებული წყარო:

მთავარი სურათი: GETTY IMAGES

მსგავსი სტატიები

გენდერული როლები

გენდერული როლები — ის, რასაც საზოგადოება გვავალდებულებს

გენდერული როლები არის ის ქცევები და ნიშან-თვისებები, რომლებსაც საზოგადოება უწესებს ადამიანებს მათი ბიოლოგიური სქესის მიხედვით

საკითხავი
ფემინიზმი, ბარიერები

ბარიერების დაძლევა — ფემინიზმის ანბანი

ქალების ყოველდღიურობა სავსეა ხილული თუ უხილავი ბარიერებით, რომლებიც იმდენად ფესვგადგმულია, რომ საზოგადოების მხრიდან პრობლემად არც აღიქმება. გენდერული როლებით განსაზღვრულ რეალობაში უყურადღებოდ რჩება ის სირთულეები, რომელთა დაძლევაც ქალებს ყოველღიურად უწევთ.

საკითხავი
ფემინიზმი, გაუპატიურება, ქალები, ძალადობა

გაუპატიურების კულტურა — როგორ ექცევა საზოგადოება ძალადობის მსხვერპლს?

რას ნიშნავს გაუპატიურების კულტურა? — ეს არის გარემო, რომელშიც გაუპატიურება და სექსუალური ძალადობა გავრცელებული და ნორმალიზებულია.

სექსუალური ძალადობა
ფემინიზმი, განათლება, ქალები

განათლება — ფემინიზმის ანბანი

საუკუნეების განმავლობაში ნაშენებმა პატრიარქალურმა სისტემამ და კონკრეტულმა რელიგიურმა და კულტურულმა პრაქტიკებმა გოგოებს შეზღუდული, არაჯანსაღი, როლები განუსაზღვრა საზოგადოებაში და ადგილი არ დაუტოვა განათლებისა და პიროვნული განვითარებისთვის.

საკითხავი
სახელფასო სხვაობა, ფემინიზმი, ქალები, სამსახური, ხელფასი

სახელფასო სხვაობა — რატომ აქვთ ქალებსა და კაცებს არათანაბარი ანაზღაურება?

გენდერული ნიშნით სახელფასო სხვაობას დიდი ისტორია აქვს და ის მაშინვე გამოიკვეთა, როგორც კი ქალები შრომით ბაზარზე გამოჩნდნენ. დღემდე ქალების საშუალო ხელფასი კაცების საშუალო ხელფასზე ნაკლებია.

საკითხავი

გააზიარე სტატია

ირანელი ქალები ისლამურ რევოლუციამდე და რევოლუციის შემდეგ — ფოტოამბავი

ხშირად დასმული კითხვები

?

...

დამატებითი ინფორმაცია